პატარა ბოსტანი ფანჯრის რაფაზე? ყველაფერი მინიმალური ხარჯებით თავად შეგიძლიათ გააკეთოთ, თან კარგი მოსავალი მიიღოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თესლი მაცივარში უკვე გაქვთ. Paparazzi გიზიარებთ ბიუჯეტურ და მარტივ მეთოდს, როგორ მიიღოთ მოსავალი ფანჯრის რაფაზე. ბულგარული წიწაკის დათესვა მინიმუმ დროს მოითხოვს და მაქსიმუმ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ცოტა გამომგონებლობა და ეკოლოგიურ ბოსტნეულს პირდაპირ სახლში გაზრდით.
ბულგარული წიწაკის დათესვა – ჩვეულებრივ, ბულგარული წიწაკის გაწმენდისას თესლს ნაგავში ვყრით. არადა თესლი მომავალი მოსავლისთვის ნამდვილი საწყობია. თესლი სალფეთქზე შეაგროვეთ და რამდენიმე დღე შეინახეთ, რომ გამოშრეს. ბულგარული წიწაკის პლანტაციის მისაღებად გამოგადგებათ. მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება. თუ ექსპერიმენტები გსურთ, რამდენიმე სხვადასხვა ფერის და ჯიშის წიწაკა დათესეთ. მთავარია, გაშრობისას ცალ–ცალკე შეინახოთ, რომ არ აგერიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვითელ ცხარე ბულგარულ წიწაკას მიიღებთ. თითოეულ სალფეთქს წიწაკის ჯიში შეგიძლიათ დააწეროთ ან თითოეულისთვის პატარა ქილები იქონიოთ.
ბულგარული წიწაკა სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ღია გრუნტში დღისით +19–დან 27 გრადუსამდე, ხოლო ღამით +16–დან 18 გრადუსამდე სითბოში თავს კარგად გრძნობს. ბოსტანში საკმაოდ გვიან ირგვება, როცა მიწა გამთბარია და ღამით ტემპერატურა ძლიერ აღარ მცირდება. ფანჯრის რაფაზე მთელი წელი შეგიძლიათ გაზარდოთ. მთავარია, აუცილებელი პირობა შექმნათ. წიწაკას არ უყვარს მშრალი ნიადაგი. მიწა ყოველთვის სველი უნდა იყოს. ზაფხულში ცხელ დღეებში დღეში 2–ჯერ უნდა მორწყათ. ფესვების სისტემა პატარაა, ამიტომ საშუალო ზომის ქოთანში თავს შესანიშნავად გრძნობს.
როგორ დავთესოთ ბულგარული წიწაკა სახლში – სახლში დათესვის შემთხვევაში საშუალო ზომის ქოთანი და ნაყოფიერი წყალგამტარი მიწა დაგჭირდებათ. ხის ან პლასტმასის ყუთიც გამოგადგებათ, წინასწარ სადრენაჟო ხვრელი გაუკეთეთ. დარგვა გაზაფხულზე დაიწყეთ. მიწაში 0,5-1 სმ სიღრმეში თესლი ჩადეთ, ზემოდან ცოტა მიწა მოაყარეთ. მსუბუქად მორწყეთ და მზის პირდაპირ სხივებს მოაშორეთ. ზუსტად 20 დღეში პირველ ყლორტს დაინახავთ. აკონტროლეთ, რომ ყლორტები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ გაიზარდოს. ადგილის დეფიციტის გამო შეიძლება დაიღუპოს. ქოთნები ფანჯრის რაფაზე გადაიტანეთ და ყოველდღე მორწყეთ.
ცოტა ხანში მცენარეზე ყვავილი გამოჩნდება. დამტვერვა არ დაგავიწყდეთ. ეს განსწავლული ფუტკრების მოწვევის გარეშე თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ყურის ჩხირი აიღეთ და თითოეულ ყვავილს ნაზად შეეხეთ. ასე ერთი ყვავილის მტვერი მეორეზე გადავა და დამტვერვა მოხდება. ახლა მოსავალს დაელოდეთ. უხვი მოსავლის მისაღებად თქვენი ბოსტანი თბილი დაწდომილი წყლით მორწყეთ. ასეთი წყალი მცენარის ფესვების სისტემას არ აზიანებს. გამოკვება არ დაგავიწყდეთ. ორ კვირაში ერთხელ მინერალური სასუქებით გამოკვებეთ. ვიმედოვნებთ, ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ბოსტნის გაზრდას შეძლებთ.