ადრე მანქანაში დროდადრო რამდენიმე ლიტრ საწვავს ვასხამდი, ახლა ყოველთვის ბოლომდე ვავსებ

671

ეკონომია განსხვავებული შეიძლება იყოს. ზოგჯერ რამდენიმე ლიტრი ბენზინის დაზოგვის მცდელობა მანქანის ძვირადღირებული რემონტით გვიბრუნდება. ბენზინის რეზერვზე სიარული მანქანისთვის კარგი არაა, თუმცა მაშინვე არ გაჩერდება. როცა საწვავის დონის ისარი ძირს ეცემა, 50 ან 90 კმ–ის გავლის შანსი გვაქვს. რას ნიშნავს ეს ძრავისთვის? Paparazzi ამ საკითხის გარკვევას ეცდება. გიამბობთ, როგორ შეავსოთ მანქანა ისე, რომ ავზი სავსე იყოს და საფულე არ დაცარიელდეს.

როგორ შევავსოთ მანქანა – მექანიკოსები გირჩევთ, რომ საწვავის ავზის მეოთხედი ყოველთვის სავსე გქონდეთ. არც ერთ მექანიზმს სტრესულ მდგომარეობაში მუშაობა არ უყვარს. საწვავის დაბალი დონე მანქანისა და მისი მფლობელისთვის სტრესია. საწვავის ავზში ბენზინთან ერთად წყლის წვეთებიც ხვდება. მოგვიანებით კონდენსატად გარდაიქმნება. თუ ავზი ცარიელია, ეს კონდენსატი თანდათან ლითონს შლის და ჟანგს წარმოქმნის. ჟანგის ნაწილაკები საწვავში ხვდება და სისტემაში ბენზინის მიწოდებისას საწვავის ფილტრს აბინძურებს. ჟანგი მანქანის მთავარი მტერია, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

მანქანის თითოეულ დეტალს საკუთარი რეზერვი აქვს. დეტალს სწორი გამოყენებისას შეცვლა დიდხანს არ სჭირდება. ნებისმიერი რეზერვი სრულდება. როცა მანქანაში ნაკლები საწვავია, საწვავის ტუმბოში ჰაერი ხვდება. შედეგად, ტუმბო თავის საპოხს კარგავს და გამოუსადეგარი ხდება.

მექანიკოსები ზამთარში ავზის ბოლომდე გავსებას გირჩევენ. დაბალ ტემპერატურაზე საწვავი იყინება, ამიტომ მეტი დრო სჭირდება, რომ ავტომობილი ამუშავდეს. ეს მთავარი არაა. გახურებისას ავზში წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე ყინულის კრისტალებად გარდაიქმნება. ეს ყინული ფილტრს და სათბობსადენს უმოქმედოს ხდის.

როგორ შევავსოთ მანქანა – რა გავაკეთოთ ავტომობილზე, რომელიც გაზზე მუშაობს? ბევრი მფლობელი, რომელთა მანქანაც გაზის სისტემაზე მუშაობს, ბენზინის მცირე რაოდენობას ასხამს. ეს მანქანის ასამუშავებლად საკმარისია. თუმცა, სპეციალისტების თქმით, კარგი პრაქტიკა არაა. ასე ზამთარში მანქანის ამუშავების პრობლემები იწყება. თბილ სეზონზეც ცარიელი საწვავის ავზი ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს აწყდება.

დიზელზე მომუშავე მანქანებიც დიდი რისკის ქვეშ არიან, როცა საწვავის ავზი ნახევრად ცარიელია. თუ ძველი მოდელის მანქანებს გამძლეობის საკმარისი მარაგი აქვთ, ახალი ავტომობილები საწვავის რეზერვზე მუშაობაზე საერთოდ უარს ამბობს. ასეთ მანქანებში პირველი საწვავის ტუმბო იშლება.

არასრული ავზით სიარულის მომხრეებს ზეთის დამატება და რკინის ცხენის შეკეთება ხშირად უწევთ. ამრიგად, საწვავზე ეკონომია ავტომობილის ტექმომსახურებაზე დიდი ხარჯით სრულდება. გონივრულ ეკონომიას გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ავტომობილი ფუფუნება არაა, არამედ გადაადგილების საშუალება. მას ყურადღება და სწორი მოპყრობა სჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს