ჩემი ძმის სიტყვები, რომლებმაც ამატირა

182

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ნინი გვიამბობს.

10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა დაიბადა. მე მასზე მუდმივად ვზრუნავდი და ასე ვიზრდებოდით.

მუშაობა 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი ხელფასი მივიღე და სახლში გახარებული დავბრუნდი. სწორედ მაგ დღეს, ჩემი ძმა ხეზე ასულიყო და დედაჩემის ნაყიდი პერანგი გაეფუჭებინა. დედა ძალიან გაბრაზებული იყო და ჩემს ძმას უყვიროდა. მე მას ხელი გადავხვიე და დედაჩემს ვუთხარი: “ნუ უყვირი, მე ხელფასი ავიღე. ახლავე წავალთ მაღაზიაში და მე მას ახალ პერანგს ვუყიდი!”

ჩემს ძმას ხელი ჩავკიდე და მაღაზიაში წავედით. ახალი პერანგი ვიყიდეთ და სახლში მხიარულები და კმაყოფილები ვბრუნდებოდით. ჩემს ძმას სათამაშო მანქანაც ვუყიდე, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა. შემდეგ კინოში შევედით და კარგი ფილმი ვნახეთ. კინოთეატრიდან გამოსვლისას განცხადება ვნახეთ, რომ ერთ-ერთ დარბაზში პეპლების გამოფენა იყო. იქ კარავი იყო, სადაც პეპლები თავისუფლად დაფრინავდნენ. ძალიან ლამაზი იყო! ჩემი ძმა მუდარის თვალებით მიყურებდა და მე ვეღარ გავუძელი: ბილეთები ვიყიდე და პეპლების სანახავად შევედით.

პეპლების ყურებით ვტკბებოდით. ექსკურსიას ახალგაზრდა გოგონა ატარებდა და ძალიან საინტერესოდ ყვებოდა მათ შესახებ. ეტყობოდა, რომ პეპლები მასაც ძალიან მოსწონდა. გოგონა პეპლებს ხელში იჭერდა და მე და ჩემს ძმას ხელზე გვისვამდა. გოგონამ გვითხრა: “ჩინეთში ამ პეპლებზე ერთი მშვენიერი ლეგენდა არსებობს: როდესაც ხელში ასეთი შესანიშნავი პეპელა გიჭირავს, სურვილი უნდა ჩაიფიქრო და პეპელა გაუშვა. სურვილი აუცილებლად აგისრულდება”. ჩვენ ზუსტად ასე მოვიქეცით, შემდეგ კი გოგონას მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით.

გზაში ჩემმა ძმა მკითხა: “რა ჩაიფიქრე?”

მე გამეცინა და ვუთხარი, რომ ეს ჩემი სურვილი იყო და საიდუმლოა. შენ თუ გეტყვი, არ ასრულდება!”

და იცით, რა მიპასუხა ჩემმა უმცროსმა ძმამ? მან მითხრა; “ჩემი სურვილი კი ძალიან ჩვეულებრივია. მე მინდა, რომ ყოველთვის გიყვარდე და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო!”

ამ სიტყვება ამატირა. მე ამას ძალიან ხშირად ვიხსენებ და ჩემი ძმის სურვილს ვასრულებ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს რთულ მომენტებში და ერთმანეთს არასოდეს ვუღალატებთ!

ეს ასეც უნდა იყოს და ჩვენ ამის გვწამს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს