სიმპტომები რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

0
599

ყოველთვის უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს! ის ყოველთვის იძლევა შეტყობინებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე! ამ სტატიის გაცნობის შემდეგ შეძლებთ წამოწყებული პრობლემის ნაადრევად აღმოფხვრას!

ნუ ეხუმრებით საკუთარ ორგანიზმს და თუ თქვენ პრობლემები გაქვთ ან გაწუხებთ ტკივილები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობამ კი შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ! მიყევით რეკომენდაციებს და ენდეთ სხვის გამოცდილებას!

ნახეთქები ტუჩის კიდეებში

მათი ძირითადი მიზეზებია:

  1. ვიტამინი – B დეფიციტი;
  2. ფაღარათი, კუჭის წვენის ჰიპერსეკრეცია, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს;
  3. აცდენილი თანკბილვა ან საღეჭი კბილების არ არსებობა;
  4. ანემია, რომელიც ჰემოგლობინის დეფიციტითაა გამოწვეული;
  5. ბაქტერიული ინფექცია: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, სოკო (ხშირად კანდიდასებური)
  6. პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა და ანტისანიტარული პირობები;
  7. სუსტი იმუნური სისტემა;
  8. შაქრიანი დიაბეტი;

ჩამოთვლილი სიმპტომები გვაუწყებენ ორგანიზმში თუთიის ნაკლებობაზე და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე (В3, В2 и В12).

ამის მოგვარება კი მხოლოდ იმ პროდუქტების მიღებით შეიძლება რომლებიც შეიცავენ შემდეგ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს: ისპანახი,მიწის თხილი, გარგარი, ბურღულეული, ბარდა … აუცილებელია დღის რაციონში ჩართოთ ბროკოლი და კომბოსტო, რათა ორგანიზმში ფოლიუმის შეთვისება უკეთ მოხდეს.

სხვა მიზეზი დახეთქილი ტუჩებისა შეიძლება ალერგია იყოს. ალერგიული რეაქცია კი კოსმეტიკურმა საშუალებებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

სახეზე წითელი გამონაყარი და ქავილი/ან გახშირებული თმის ცვენა

მოცემული სომპტომები ბიოტინის (ვიტამინი H) დეფიციტზე შეიძლება მეტყველებდეს.

პრობლემის მოგვარებაში კი ნუში, მიწის თხილი, თხის რძე, ჭარხალი, პომიდორი, სტაფილო, თხილი, ხახვი, ავოკადო, რძე, ბანანი და სოკო დაგეხმარებათ.

დაბალი ატმოსფერული ტემპერატურა და ცივი ამინდი კანის მდგომარეობას აუარესებს, განსაკუთრებით კანი სახეზე ზიანდება. კანის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის, ექიმები გამოყოფენ: ატოპიურ დემატიტი, ,სებორული დერმატიტი, კანის ტუბერკულოზი, ალერგიული დერმატიტი, ფსორიაზი და მჭამელა (კანის ლუპოიდური ტუბერკულოზი). ჩამოთვლილთაგან ყველა ქრონიკულ ან ტემპერატურის ცვალებადობით გამოწვეული ალერგიის სახეობები შეიძლება იყოს, ამიტომაც საყურადსაღებოა!

თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორები:

უეცრად შეყრილი მძიმე დაავადების შემდგომი პერიოდი, ან გადატანილი რთული ქირურგიული ოპერაცია.

სხვა სიმპტომები:

  1. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  2. ჩასახვის საწინააღმდეო აბების მიღება;
  3. მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
  4. დეპრესია;
  5. გარკვეული სამედიცინო პრეპარატების მიღების შედეგად გამოწვეული;
  6. შაქრიანი დიაბეტი ან მჭამელა (კანის ლუპოიდური ტუბერკულოზი)
  7. თმაზე ქიმიური საღებავის გამოყენება;
  8. გენეტიკა;

წითელი ან თეთრი წანაზარდები, რომელიც აკნეს გავს (ლოყებზე, ხელებზე, ბარძაყებზე)

წითელი კანქვეშა გამონაყარი, რომელიც აკნეს წააგავს უფროსებში ჰორმონალური დისბალანსის არსებობის მომასწავებელი შეძლება იყოს, ან ამინომჟავების და ვიამინების – A; D; უკმარისობაზე შეიძლება მეტყველებდეს.

პრობლემის მოგვარებაში კი დაგეხმარებათ ისეთი პროდუქტები რომლებიც მდიდარია ჯანსაღი და ბუნებრივი ცხიმებით. მიირთვით თხილეული ბურღულეული, მაგალითად როგორიცაა სელის ბურღული. ამასთანავე მიიღეთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული,სტაფილო და წიწაკა, რაც დაგეხმარებათ გაზარდოთ ვიტამინი А შემცველობა ორგანიზმში. ასევე რეკომენდირებულია რძის პროდუქტების მიღება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი