ამ ქალმა 2 წელიწადში 3000 აუშვიცელი ბავშვი გადაარჩინა. მისი სახელი არავინ იცოდა..

278

დღესაც კი, როცა აუშვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას უკვე დიდი ხანია მუზეუმი დგას, ამ საშინელი ადგილიდან სიკვდილის სუნი გამოდის. ნაცისტებმა აქ თითქმის მილიონნახევარი დაუცველი ტყვე აწამეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა აუშვენციმი 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს.

ახლა ეს დღე მსოფლიოსთვის ცნობილია, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. ერთი შეხედვით, საშინელ ბანაკში მხოლოდ ჯალათებისა და მათი მსხვერპლებისთვის იყო ადგილი. თუმცა, აუშვენციმის მაცხოვრებელთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ერთ-ერთი მათგანი იყო სტანისლავა ლეშინსკაია, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეები “დედას” ეძახდნენ.

სტანისლავა 1898 წელს, პოლონეთის ქალაქ ლოძში დაიბადა. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ქალი უკვე 4 შვილის დედა და 17-წლიანი გამოცდილების მქონე მეანი იყო. იმ დროისთვის, მეან-გინეკოლოგები, ძირითადად, სახლებში დადიოდნენ, ამიტომ სტანისლავას ხშირად არ ეძინა.

როცა პოლონეთი ნაცისტებმა დაიკავეს, ლეშინსკაიას ოჯახმა გადაწყვიტა, მათ მშობლიურ ქალაქში არსებულ გეტოში მოთავსებულ ებრაელებს დახმარებოდა. სტანისლავას, მის ქმარსა და ბავშვებს იუდეველებთან კონტრაბანდის სახით მიჰქონდათ ყალბი დოკუმენტები და საკვები, რომლებიც ებრაელებს ქვეყნის დატოვებაში ეხმარებოდა.

თუმცა, 1943 წელს, ლეშინსკები დააკავეს. ქალის მამა და უფროსი შვილი გაიქცნენ, თუმცა თვითონ სტანისლავა, კიდევ სამ შვილთან ერთად, გესტაპოელების ხელში დარჩა.

მისი უმცროსი ვაჟები მაუნთხაუზენში, ქვამჭრელებად სამუშაოდ გაგზავნეს, ხოლო თვითონ, ქალიშვილთან – სტუდენტ-ექიმთან ერთად, აუშვენციმში მოხვდა. როცა იქაურმა ექიმებმა გაიგეს, რომ სტანისლავა გამოცდილი აკუშერი იყო, იგი ბანაკის “სამშობიარო სახლში” დანიშნეს სამუშაოდ.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ლეშინსკაია არჩენდა ბავშვებსა და მშობიარე ქალებს, უგულებელყოფდა აუშვენციმის ხელმძღვანელობის ბრძანებებს, რის გამოც არაერთხელ დასაჯეს მკაცრად (ცემით). ჯამში, მეანმა 3 000 მშობიარობა მიიღო ბანაკში.

თვითონ იოსებ მენგელეს ბრძანებით, აუშვენციმში ყველა ახალშობილს ხოცავდნენ. პატარებს ყოველგვარი პროცედურების გარეშე ახრჩობდნენ წყლით სავსე კასრებში. ამას აკეთებდა ორი მედდა: კლარა – ყოფილი აკუშერი-ბავშვების მკვლელი, და ფანი – ყოფილი მეძავი.

სტანისლავას არ ეშინოდა დამნაშავეებისა და მენგელესთვის წინააღმდეგობის გაწევისა. შესაძლოა, სწორედ მისი ქმედებების წყალობით დაიწყეს გარკვეული გარეგნობის მქონე ბავშვების დანდობა და ბავშვთა სახლში გაგზავნა. ამის გაგებისას, ლეშინსკაიამ დაიწყო ბავშვებისთვის შეუმჩნეველი ტატუების გაკეთება, რათა დედებს მათი პოვნა შესძლებოდათ.

პირობები, რომლებშიც ფეხმძიმე ქალებს ამყოფებდნენ, შემზარავი გახლდატ. ქალებს ცივ და სველ ბარაკებში, სამსართულიან საწოლებზე ავიწროვებდნენ. ღუმელი, რომელიც ამ ბარაკების ცენტრში იდგა, მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე იტბორებოდა, თვითონ შენობა კი მუდმივად დატბორილი იო.

ლეშინსკაია ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რათა სრული ანტისანიტარიის, მოდებული დაავადებებისა და წამლების უქონლობის პირობებში, გადაერჩინა დედებიც და ბავშვებიც. კარგია, რომ ქალს ორი ტყვე მაიც ეხმარებოდა, რომლებიც ბანაკებამდე ექიმები ყოფილან, მათ არც ქალიშვილი-ექიმი ჩამოუვარდებოდათ.

მოგვიანებით დაითვალეს: 2 წელიწადში, სტანისლავამ 3 000-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. აქედან ნახევარი კლარამ და ფანიმ დაახრჩო, კიდევ ათასი კი დაავადებების, შიმშილისა და სიცივის გამო დაიღუპნენ.

თუმცა, 500-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც ბავშვთა სახლში იქნა გაგზავნილი, გადარჩა, მათი ნაწილი, ომის დასრულების შემდეგ, ნამდვილ მშობლებს დაუბრუნდა. მკვლევარები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ყველა მათგანი – დედებიც და ბავშვებიც – მხოლოდ სტანისლავას ძალისხმევამ გადაარჩინა.

ლეშინსკაიას ქმარმა გააგრძელა ოკუპანტების წინაარმდეგ ომი და 1944 წელს, ვარშავის ამბოხებების დროს დაიღუპა. თუმცა, ქალის ყველა შვილი გადარჩა. ომგადატანილმა ქალმა პროფესიით მუშაობა გააგრძელა და პენსიაზე გამარჯვებიდან 12 წელში გავიდა.

აუშვენციმში თავისი მოღვაწეობის შესახებ, იგი მოგვიანებით, მხოლოდ 1965 წელს მოყვა. ქალბატონი 1974 წელს გარდაიცვალა. დღეს პოლონეთის კათოლიკური ეკლესია სერიოზულად განიხილავს მისი კანონიზაციის შესაძლებლობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს