პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ისტორიას მეან-გინეკოლოგის დღიურიდან.
“დღეს ცვლა ძალიან მარტივად ჩავამთავრე და ენერგია ხუმრობისთვისაც კი დამრჩა…“
ქალთა კონსულტაციაში ვმუშაობდი, ცვლა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მარტივი დღე იყო და ენერგია იმისთვისაც კი შემომრჩენოდა, რომ პაციენტებთან მეხუმრა და მათთვის ქათინაურები მეთქვა.
ბოლო პაციენტი მელოდებოდა. კაბინეტში 40 წლამდე ქალი და მისი 16 წლის ქალიშვილი შემოვიდნენ.
როგორც კი შემოვიდნენ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან გოგონა ძალიან შებოჭილი იყო, ქალი კი ძალიან გაბრაზებული. მას მუდმივად ხელს ჰკრავდა ხოლმე და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. გოგონას წარბები ისე ჰქონდა შეჭმუხნილი, რომ ცოტაც და ერთ მთლიან ზოლად გაერთიანდებოდა.
-პაციენტი რომელია? – ვიკითხე მე და დივანზე მივუთითე, რომელიც ჩემს მაგიდასთან ახლოს იდგა. ქალი და გოგონა დასხდნენ.
-აი, ეს! – ქალმა ხელი თექვსმეტი წლის გოგონასკენ გაიშვირა.
-ანა?
-დიახ.
-ასაკი?
-თექვსმეტი.
-რა გაწუხებთ?
-ორსულად არის! ოჯახს არცხვენს! ჯერ თექვსმეტი წლის არის და უკვე ბიჭებთან ერთად სძინავს. სირცხვილი! მზად ვარ მოვკლა!
-მაპატიეთ, მაგრამ მე ანას მივმართე.
-მე… ალბათ ორსულად ვარ, – გოგონამ ხელები მუცელზე დაიდო და დედამისს შეხედა.
-ორსულად არის! თექვსმეტი წლის ასაკში! გესმით?! რა გიხარია, სულელო? არც მომავალი გექნება, არც პროფესია! ექიმო, გესმით? მისი საქციელის გამო, ადამიანებისთვის თვალებში შეხედვის მრცხვენია! რა ვუთხრა ხალხს, მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს, კოლეგებს? ჩემი შვილი ორსულადაა, ღმერთო რა ბედნიერებაა! ორმოცი წლის ასაკში ბებია გავხდები. ამ სისულელის გამო, მზად ვარ ორივე მოვკლა!
-მაპატიეთ, შეიძლება რაღაც გთხოვოთ? როგორ მოგმართოთ?
-ელენე.
-ელენე, შეგიძლიათ რეგისტრატურაში მიხვიდეთ და თქვენი შვილის ბარათი წამოიღოთ?
-ანა სად იქნება?
-ანა აქ მოგიცდით.
-აბა, შენ იცი! – დედამ შვილის მუქარით შეხედა.
-ანა, მიამბე, რა მოხდა? – ვკითხე გოგონას, რომელიც შიშისგან კანკალებდა. ის თავდახრილი იჯდა და იატაკს უყურებდა.
-ყველაფერი პირველი კლასიდან დაიწყო, ბიჭი მომეწონა – ლაშა. ჩვენ დღემდე ერთად ვართ. ჩვენ შორის ყველაფერი მოხდა და ცოტა ხანში 2 ზოლი დავინახე და გულისრევის შეგრძნებაც მაქვს.
-ეს როდის მოხდა? ორსულობის შესახებ როდის გაიგე?
-მარტში. მაგრამ მხოლოდ ახლა გავბედე თქმა, რადგან მუცელი გამეზარდა და დედაჩემს ვეღარ დავუმალავდი.
-ეს ძალიან სერიოზული ამბავია! ამის შესახებ მაშინვე უნდა გეთქვა შენი მშობლებისთვის. ეს ხუმრობა არაა. საქმე შენს ჯანმრთელობას და შენი შვილის სიცოცხლეს ეხება.
-დედა აბორტის გაკეთებას მაიძულებდა, მე კი არ მინდა. მინდა, რომ მე და ლაშას შვილი გვყავდეს. თქვენ ხომ არ დამაძალებთ ამის გაკეთებას?
-რა თქმა უნდა, არა. არ ინერვიულო. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო და ჩვენ ორსულობის ზუსტი ვადა უნდა დავადგინოთ.
-აგერ ექიმო, ბარათი მოგიტანეთ, – ოთახში ანას დედა შემოვიდა და დივანზე ჩამოჯდა.
-კარგი. ესე იგი, ჩვენ ანას ექოსკოპია უნდა გავუკეთოთ და სისხლის ანალიზიც გვჭირდება.
გოგონას ექოსკოპიას ვუტარებდი, ის კი დაჟინებით უყურებდა ეკრანს. დედამისმა წარბები შეიჭმუხნა და შებრუნდა, თუმცა ხანდახან იხედებოდა.
-ჯანმრთელი ბავშვია, დიდი, 16 – 18 თვის. უი, ვხედავ! გსურთ, გაიგოთ ვინ არის?
-დიახ, გვითხარით! – გოგონას დედა შემობრუნდა და მონიტორს მიაშტერდა. ის ყურადღებით იყურებოდა. ალბათ ის ისეთი გულგრილი არ იყო, როგორც იქცეოდა.
-შესანიშნავი გოგონაა!
-ო, ღმერთო, ექიმო! – გოგონას დედა სრულიად შეიცვალა. ძალიან მიხარია, რომ პატარა, საყვარელი გოგონა გვეყოლება! გმადლობთ ექიმო! შვილო, მაპატიე, ძალიან აღელვებული ვიყავი. შვილიშვილი მეყოლება. რა კარგია! წარმოგიდგენიათ ექიმო?
-დიახ, თანაც როგორ! – გავუღიმე მე.
ოთხი თვის შემდეგ ჩემსავე ცვლაში შესანიშნავი გოგონა დაიბადა, მას ანამარია დაარქვეს. ბებია შვილიშვილს არ შორდებოდა, ის ტიროდა და ძალიან ბედნიერი იყო. ანა კი ნამდვილი მოსიყვარულე დედა გახდა.
პირველი ექოსკოპიის შემდეგ დედა-შვილს შორის ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. შემიძლია ვიამაყო იმით, რომ ამაში წვლილი მეც მიმიძღვის.