პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.
როდესაც გავთხოვდი 25 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი კი – 36-ის.
სახლი ორივეს გვქონდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ჩემი პატარა ბინა გაგვექირავებინა და ოთხოთახიან გარემონტებულ ბინაში გვეცხოვრა, რომელიც ჩემს ქმარს ეკუთნოდა.
ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, მაგრამ ის ჩემს მიმართ ყოველთვის ნაზი, კეთილი და მზრუნველი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, საოცნებო ქმარი. ქორწილის შემდეგ სამი წლის მანძილზე უბრალოდ ერთმანეთით ვტკბებოდით, შემდეგ კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო იყო მშობლები გავმხდარიყავით.
ცოტა ხანში დავორსულდი. გავიგე, რომ ტყუპების დედა გავხდებოდი. ამ ამბავმა ამაღელვა და საკუთარი ძალების აღარ მჯეროდა. როგორ შევძლებ ორი ბავშვის მოვლას? თუმცა, ვიმედოვნებდი, რომ ნათესავები მარტოს არ დამტოვებდნენ.
ბიჭების დაბადების შემდეგ ორი კვირით დედაჩემი ჩამოვიდა. უფრო დიდხანს ვერ გაჩერდა, რადგან მას სოფელში საქმეები ელოდა. დედამთილი დამპირდა, რომ ძიძის ფულს მოგვცემდა, რადგან მას არ შეეძლო საკუთარი ბიზნესის მიტოვება.
დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი, სახლში პრაქტიკულად ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებდი, ქმარი კი გვიან ბრუნდებოდა ოფისიდან და ამიტომ ვერ მეხმარებოდა. მას მხოლოდ სწრაფი მომზადების საკვების ჭამა უწევდა, მაგრამ ის ითმენდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ ერთი გოგონა გამაცნო – ეკა, მან მითხრა, რომ ის ჩვენი ბავშვების ძიძა იქნებოდა. ჩვენ მაშინვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მისი წყალობით საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო გამომიჩნდა.
ერთ-ერთი ვიზიტის დროს ჩემმა დედამთილმა მითხრა, რომ გიორგი იმ მომენტისთვის კაფეში იმ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ჩვენთან ძიძად მუშაობდა. მე გადავწყვიტე, რომ თავი შემეკავებინა და არავისთვის მეჩვენებინა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ვიცოდი.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქმარი მივლინებაში წავიდა, ამ პერიოდში ეკა ჩვენთან არ გამოჩენილა. ჩამოსვლის შემდეგ ჩემს ქმარს ვეჩხუბე, რა დროსაც ის იძულებული გახდა, რომ ჩემთვის სიმართლე ეღიარებინა. მან მითხრა, რომ ეკა მისი შვილია. სტუდენტობის წლებში მას ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც სწავლის დამთავრების შემდეგ ისევ სოფელში დაბრუნდა. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ ეკა მასთან ოფისში მივიდა და უთხრა, რომ მისი შვილია. ჩემმა მეუღლემ მაშინვე ჩაიტარა დნმ-ტესტი, რომელმაც გოგონას სიტყვები დაადასტურა. ეკას დედამისის სამკურნალოდ დიდი თანხა სჭირდებოდა. გიორგი არათუ მივლინებაში, არამედ სიმართლის დასადგენად გაემგზავრა.
სტუდენტობისდროინდელმა შეყვარებულმა უამბო, რომ მასთან განშორების მომენტში ორსულობის შესახებ უკვე იცოდა, მაგრამ მას სოფელში შეყვარებული ჰყავდა და ქალაქიდან მასთან დაბრუნდა. ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ, გიორგიმ მკითხა, წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი, თუ ეკა ჩვენთან მოვიდოდა ხოლმე. დავფიქრდი და ჩემს ქმარს შევთავაზე, რომ გოგონა ჩემს ერთოთახიან ბინაში დაგვესახლებინა. ჩემი ქმარი სიხარულით დამთანხმდა. ჩემმა დედამთილმა კი, როგორც კი გაიგო, რომ კიდევ ერთი ზრდასრული შვილიშვილი ჰყავდა, შოკში ჩავარდა. მან გოგონა ოჯახში მიიღო და ფინანსურად ეხმარებოდა.
ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ჩემს ერთოთახიან ბინას ეკას გადავცემდით, რათა მისი ქუჩაში გაგდება არავის შესძლებოდა, როგორც ეს დედამისს დაემართა. ჩვენ ფინანსურად დედამისსაც დავეხმარეთ, ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ თავის შვილის ბინაში ცხოვრებაზე უარი განაცხადა, რათა მისთვის პირადი ცხოვრების მოწყობაში ხელი არ შეეშლა. მე მას ვეთანხმები. ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემი მეუღლე მთელ დედამიწაზე საუკეთესო მამაკაცია. მან გასაჭირში არ მიატოვა თავისი შვილის დედა, რომლის შესახებ არც კი იცოდა. მე მისით ძალიან ვამაყობ.