60 წლის უშვილო მეგობარს შევხვდი, რომელსაც უნდოდა, რომ თავისთვის ეცხოვრა

1795

ცოტა ხნის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარმა დამირეკა და შეხვედრა შემომთავაზა. ის უკვე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, სამშობლოში კი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მე ძალიან გამიხარდა, რადგან ის დიდი ხნის მანძილზე არ მენახა.

თამარი უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორივე ჩვენი გზებით წავედით. თამარი დედასთან გაემგზავრა საზღვარგარეთ და იქვე გათხოვდა.

მე მშობლიურ ქალაქში დავრჩი, ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდი და გავთხოვდი. ცოტა ხანში ტყუპები გვეყოლა. მე ბავშვებსაც ვუვლიდი, სახლსაც და პარალელურად მუშაობასაც ვასწრებდი. თავდაპირველად, ძალიან რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მივეჩვიე. ახლა ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და საკუთარი ოჯახები ყავთ. მე და ჩემმა ქმარმა ქალაქგარეთ სახლი ავიშენეთ და საცხოვრებლად იქ გადავედით. ჩვენი შვილები უქმეებზე ჩვენთან ჩამოდიან და ჩვენი საყვარელი შვილიშვილები ჩამოჰყავთ. ჩვენ ოთხი შვილიშვილი გვყავს.

ჩვენმა შეხვედრამ ძალიან თბილად ჩაიარა. ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების შესახებ მოვუყევით. აღმოჩნდა, რომ ამ მომენტისთვის თამარი განქორწინებული იყო და მარტოობით ტკბებოდა. ის სამჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ შვილების გაჩენას ვერ წყვეტდა. ის მუდმივად იმეორებდა, რომ თავისთვის და თავისი სიამოვნებისთვის უნდოდა ცხოვრება. თავდაპირველად, ასეთი პოზიციის გამო ვერ ვუგებდი, რადგან როდესაც ჩემი შვილების და შვილიშვილების ფოტოებს ვუყურებდი, მესმოდა, რომ სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ჩვენი ცხოვრების აზრს. მე მისი არ მესმოდა, როგორ შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება… დიახ, ის თავისუფალია, დამოუკიდებელი და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მას მოესურვება მაგრამ, როგორ შეიძლება იცხოვრო თბილი ოჯახური საღამოების გარეშე, ვის უნდა აჩუქო საკუთარი სიყვარული და მზრუნველობა?

გულწრფელი საუბრის დროს თამარმა აღიარა, რომ შვილების გაჩენა უნდოდა, მაგრამ არასოდეს სჯეროდა მშობლების მიმართ მათი მადლიერების და ერთგულების და ამიტომაც ვერ გადაწყვიტა შვილების გაჩენა.

მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, მოგზაურობებითა და ნათელი ემოციებით. მან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ათასობით ფოტო მაჩვენა, მე კი ტელეფონში მხოლოდ ჩემი შვილიშვილებისა და სოფლის სურათები მქონდა და სხვა არაფერი. მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე ყოველთვის მატერიალური ფასეულობები და შინაგანი თავისუფლება იყო და არა სულიერი ფასეულობები. ვერც გაამტყუნებ, რადგან ეს მისი არჩევანია.

ჩემი მეგობარი მარწმუნებდა, რომ ფული თუ გაქვს, შეგიძლია უდარდელი სიბერის უზრუნველყოფა და არ არის საჭირო, რომ იქონიო შვილებისა და შვილიშვილების მადლიერების იმედი. დამოუკიდებელი და თვითკმარი უნდა იყო.

რაც უფრო მეტი ვისაუბრეთ, მით უფრო მეტად მესმოდა, რომ თამარს ნამდვილად არაფერის ჰქონდა განსასჯელი. ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, არ ნანობს საკუთარი არჩევანის გამო და ეს კი ყველაზე მთავარია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს