“სამივეს წაიყვანთ? სამმაგი საჩუქარი ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის

0
4442

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას მარი გვიამბობს.

გამარჯობა! მე მარი ვარ. მე და ალექსანდრე უკვე 7 წელია ერთად ვართ. ჩვენს ქორწილში, როგორც მიღებულია ხოლმე, უამრავი რამ გვისურვეს და რაც შეიძლება ბევრი, მათ შორის ბავშვებიც.

ჩემი პირველი ორსულობა შეჩერდა, ემბრიონმა განვითარება შეწყვიტა. ამან გული ძალიან გვატკინა. მეორე მცდელობაც უიღბლო გამოდგა, დიაგნოზი – გარე ორსულობა. გადატანილი ოპერაციის შემდეგ კი ექიმებმა იმედი საერთოდ გადამიწურეს – შვილები აღარასოდეს მეყოლება.

ამჯერად კიდევ უფრო მეტად დავიტანჯეთ. მეც და ალექსანდრეც ერთნაირად ვნერვიულობდით.

ამის შემდეგ, უბრალოდ ჩვენთვის დავიწყეთ ცხოვრება. ვმუშაობდით და ქონებას ვაგროვებდით. შედეგად, ჩვენ 30 წლისები ვართ და ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება – მანქანა, აგარაკი, ბინა. წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ მივდივართ სამოგზაუროდ. თუმცა, გულში მაინც სიცარიელეა. ერთხელ ალექსანდრემ თავად დაიწყო საუბარი ბავშვის აყვანაზე:

-მარი, მომისმინე, მოდი ბავშვი ბავშვთა სახლიდან ვიშვილოთ. ყველა ჩვენს მეგობარს შვილები ჰყავთ და მხოლოდ მათზე ლაპარაკობენ… მეც მინდა ბავშვის გაზრდა.

-მე დიდი ხანია მინდოდა შენთვის ამის შემოთავაზება, მაგრამ მეშინოდა. ბიჭი თუ გოგო? შენ ვინ გინდა?

-სულერთია, მაგრამ ალბათ უფრო გოგო. პატარა პრინცესას გავზრდით.

-კარგი, მასე გავაკეთოთ.

-საბუთების შეგროვება დავიწყეთ. რადგან მატერიალურად არ გვიჭირდა, ბავშვის შვილად აყვანის უფლება მალევე მოგვცეს. როგორც იქნა ბავშვთა სახლში მივედით. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ახალშობილის ლოდინს ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და ბავშვთა სახლში ცოტა უფრო მოზრდილი უამრავი ბავშვი იყო.

როდესაც მივედით, ბავშვები სასეირნოდ იყვნენ გამოსულები. ვიდექით და ცოტა შორიდან ვაკვირდებოდით. უცებ ვიღაცამ ქურთუკზე მომქაჩა. დაბლა დავიხედე და პატარა ქერათმიანი გოგონა დავინახე. ის დაახლოებით 3 – 4 წლის იქნებოდა. მან გამიღიმა და მკითხა:

-დეიდა, თქვენ დედაჩემი ხართ?

გული საშინლად ამიჩქარდა, თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი:

-დიახ, ძვირფასო, მე და მამა შენს წასაყვანად მოვედით!

ბავშვი ხელში ავიყვანე და მე და ალექსანდრე დაწესებულების დირექტორთან მივედით. მან ერთ-ერთ აღმზრდელს სთხოვა, რომ ბავშვი ოთახიდან გაეყვანა, რათა ჩვენ გასაუბრება შეგვძლებოდა. ჩვენ კაბინეტში შევედით.

-ამ გოგონასთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს, ის მარტო არ არის…

მე ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე:

-ჩვენ ორივეს წავიყვანთ! და ჰყავს თუ ძმა?

-სამი და არინ, ტყუპები. სამივეს წაიყვანთ?

მე და ალექსანდრემ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს: ერთდროულად სამი ბავშვი როგორ?

-მშობლებმა მიატოვეს?

-ეს ბავშვები ჩვენმა აღსაზრდელმა გააჩინა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო. ორგანიზმმა ასეთი რამ ვერ გადაიტანა, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ, დედა კი ვერ გადარჩა. ახალშობილები რომ იყვნენ, არავინ წაიყვანა – სამი ერთად არავის სჭირდებოდა, ჩვენ კი მათ ვერ დავაშორებთ.

-ჩვენ სამივე გვჭირდება! – თქვა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.

-გვაჩვენეთ ჩვენი შვილები და მათი სახელებიც გვითხარით.

-ალექსანდრა, მაშო და დიანა.

როგორც იქნა, ჩვენი შვილები წამოვიყვანეთ. გოგონები პირველი დღიდანვე ისე გვექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილებს, ისინი გახსნილები იყვნენ და ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი გააჩნდათ. რამდენიმე დღის შემდეგ მთელი ოჯახი ახალი ბინის დასათვალიერებლად წავედით, სადაც ადგილი ყველასთვის საკმარისი იქნებოდა.