ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობის შენარჩუნება თუ გსურთ, ბადრიჯანი მიირთვით

0
530

ბადრიჯანი დაბალ კალორიული ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და უჯრედისით.

ხალხური მკურნალები მას ხანგრძლივი ცხოვრების ბოსტნეულს უწოდებენ. ითვლება, რომ ბადრიჯნის რეგულარული მიღება დაბერების პროცესს აფერხებს.

ბადრიჯანი მდიდარია B1, B2, B6, B9, P, PP, D და C ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, გოგირდით, ნატრიუმით, მაგნიუმით, ალუმინით, ქლორით, მოლიბდენით, იოდით, თუთიით, სპილენძით, კობალტით, ასევე შაქრით, ცილებით, ცხიმებით, მშრალი ნივთიერებებით და დიდი რაოდენობით უჯრედისით.

ბადრიჯნის მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს, თირკმლების მუშაობას სტიმულირებს და ნაწლავების მოტორულ ფუნქციას ხელს უწყობს.

მას ორგანიზმიდან ქოლესტერინი გამოაქვს, სისხლის წარმოქმნას აუმჯობესებს, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია. გამოიყენება, როგორც ჭრილობის შესახორცებელი საშუალება.

ჩვენება:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება, პოდაგრა
  • ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება
  • ჭრილობა, ჰემატომა

მკურნალობა და პროფილაქტიკა

1. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა

რეცეპტი 1

3-4 საშუალო ზომის ბადრიჯანი კანიანად ღუმელში გამოაცხვეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. 3 ს/კ მრავალძარღვას ფოთლების ნაყენი (10 გრ ფოთლებზე 200 მლ მდუღარე წყალზე) დაუმატეთ. მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს 2 ს/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 28 დღე. 10 დღე შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.

რეცეპტი 2

2-3 ბადრიჯანი კანიანად წვრილად დაჭერით, მცირე რაოდენობით მდუღარე წყალი დაასხით და კარგად გაწურეთ. მიღებული წვენი 1 ჩ/კ ხახვის წვენს და 2 ს/კ ხახვის ფურცლების ნაყენს (5 გრ ფურცლები 200 მლ მდუღარე წყალზე) აურიეთ. 1-ელი დიაბეტის დროს 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

მკურნალობა სისხლში შაქრის დონის მატების პერიოდში ჩაიტარეთ.

2. თირკმლების დაავადება და პოდაგრა

რეცეპტი 1

100 გრ ბადრიჯნის ქერქს 0,5 ლ წყალი დაასხით, 10 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. 150 მლ ნახარში დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ, თუ ნეფრიტი, პიელონეფრიტი ან თირკმელკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ. მკურნალობის კურსი – 14 დღე. 3 დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

რეცეპტი 2

ბადრიჯანი ქერქისგან გაასუფთავეთ. 100 გრ რბილობი დაჭერით და 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. პოდაგრის დროს 2 ს/კ საშუალება დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. კურსი – 21 დღე. ქერქს მდუღარე წყალი გადაავლეთ და დაზიანებულ სახსრებზე 15 წუთით დაიდეთ.

3. ნაღვლკენჭოვანი დაავადების მკურნალობა

რეცეპტი 1

150 გრ ბადრიჯანი კანიანად აიღეთ და 0,5 ლ მდუღარე რძე დაასხით, 10 წუთით დააყენეთ. დღის განმავლობაში დალიეთ. კურსი – 7 დღე.

რეცეპტი 2

200 გრ დაქუცმაცებულ ბადრიჯანს და 1 ს/კ კამის თესლს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. აურიეთ და 20 წუთით დააყენეთ. 2 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 14 დღის განმავლობაში მიიღეთ.

4. ჭრილობების, ნაკაწრების და ჰემატომას სამკურნალოდ

რეცეპტი 1

ბადრიჯნის ქერქს მდუღარე წყალი გადაავლეთ და დაზიანებულ ადგილას 20 წუთით დაიდეთ. ასე ტკივილს მოიშორებთ და ჰემატომას წარმოქმნას თავიდან აიცილებთ.

რეცეპტი 2

ბადრიჯნის ქერქი საყინულეში 10-15 წუთით შედგით, შემდეგ ჰემატომაზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ, 3 დღის განმავლობაში გაიმეორეთ.

რეცეპტი 3

ბადრიჯანი ქერქიანად ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 1 ჩ/კ ალოეს წვენი აურიეთ. ნარევი მარლაზე გადაანაწილეთ და ჩირქოვან ჭრილობაზე 1 საათით დაიდეთ. პროცედურა დღეში 4-ჯერ გაიმეორეთ, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება.

რეცეპტი 4

ბადრიჯანი ქერქიანად ღუმელში გამოაცხვეთ, დაჭყლიტეთ და 2 ს/ლ კალენდულას ახალი ყვავილები აურიეთ. ნარევი მარლაზე გადაანაწილეთ და ჩირქოვან ჭრილობაზე 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 3-ჯერ ჭრილობის შეხორცებამდე გაიმეორეთ.

უკუჩვენება

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ბუასილი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი