ყველა ბავშვმა იცის რა არის სკოლა. ყოველ დღე დილით ადრე უნდა ადგეს, სკოლაში მკაცრი მასწავლებლები არიან, კლასელები თავს აბეზრებენ. თუმცა შვილები იმაზე არ ფიქრობენ, თუ როგორ გადააქვთ მშობლებს ის პერიოდი, როდესაც ისინი საშუალო განათლებას ღებულობენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც ძილი და მოსვენება დაკარგეს, სანამ მათი შვილი სკოლაში სწავლობდა.
ყველამ იცის, რომ ყველა კლასს მშობელთა ჩატი აქვს შექმნილი და რას აღარ წერენ იქ.
ჩემი შვილი და ჩემი ერთი ნაცნობის შვილი კლასელები არიან, მათი კლასის დამრიგებელი კი იმ ჩემი ნაცნობის მასწავლებელიც იყო. მან ჩატში მასწავლებელს მისწერა, რომ მან სწავლა უკვე დაამთავრა და ახლა მას არავითარი ტესტირება აღარ სჭირდება. და თუ ადრე რაღაც არ იცოდა, მაშინ ამდენი ხნის შემდეგ, მითუმეტეს, აღარაფერი გაახსენდება.
სკოლიდან ახალმოსულ ბავშვს საშინაო დავალებას ეკითხები, ის კი მხრებს იჩეჩავს და ამბობს, რომ მგონი დავალება არ გვაქვსო. დაძინების წინ კი ახსენდება, რომ მეორე დღისთვის პრეზენტაცია აქვს გასაკეთებელი.
ერთხელ მეგობარმა დამირეკა და სტუმრად დამპატიჟა. ვიფიქრე, რომ წავიდოდი, დავსხდებოდით, ვისაუბრებდით, მაგრამ მივედი და ვნახე, რომ თავის პირველკლასელ შვილს გაკვეთილებს ასწავლიდა. ანდაზები უნდა ესწავლათ. ანდაზები რთული არ იყო, მაგრამ ერთი ისეთი ენის გასატეხი იყო, რომ ძალიან სასაცილო რამ გამოდიოდა. ერთი საათი ვუხსნიდით ბავშვს, თუ ის სიტყვები რას ნიშნავდა. საღამოს სახლში ოჯახის უფროსი დაბრუნდა. ნახა, რომ ბავშვს ვერაფერს ვაგებინებდით, წიგნი აიღო და თავის ქალიშვილს უთხრა: შენს მასწავლებელს გადაეცი, რომ მამამ ასეთი სიტყვების სწავლა აგიკრძალა.
ჩემი მეგობრის შვილი ცაციაა და სკოლაში მას აძალებენ, რომ მარჯვენა ხელით ისწავლოს წერა. მშობლებთან საუბარში მასწავლებელმა თქვა, რომ მათი შვილიც ისეთივე უნდა იყოს, როგორც ყველა. არავითარი ინდივიდუალურობა.
სამსახურში რომ მივედი, მეგობრებს სასაცილო ამბავი ვუამბე. მშობლებმა და მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ, რომ ახალი წლისთვის შევკრებილიყავით, რათა ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. ფული უნდა შეგვეკრიბა და არც თუ ისე ცოტა. ამიტომ საერთო ჩატში დავწერე, რომ მთელი ჩვენი ოჯახი – სოციოფობები ვართ
ჩემს ქმარს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. ის მეოთხე კლასელია, მაგრამ მისი IQ მის ასაკთან შედარებით უფრო მაღალია. სტუმრად რომ მოდის, ფიზიკის ექსპერიმენტებსა და ქიმიური ცდების შესახებ გვიყვება. ის სხვადასხვა ენციკლოპედიებს კითხულობს. სახლში გაკვეთილებს პრაქტიკულად არასდროს სწავლობს, მაგრამ ფრიადოსანია. ის თავის თანატოლებთან ერთად არ სეირნობს, რადგან დიდებთან უფრო მოსწონს საუბარი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის ჩემზე ჭკვიანია. ჩვენი ბავშვები – უნიკალურები არიან.
ყველამ იცის, რომ როდესაც ბავშვებს სკოლაში წასვლა არ უნდათ, ათას მიზეზს იგონებენ. ხან მუცელი სტკივათ, ხან სიცხე აქვთ, რას აღარ მოიგონებენ. ერთხელ, დილით ჩემმა შვილმა გაიღვიძა და მე შემომხედა. დღეს რაღას მოიგონებ? – გავიფიქრე მე. მან კი უბრალოდ მითხრა, რომ ეძინებოდა.
ერთხელ ჩემს მეგობარს მისი მესამე კლასელი შვილის კლასის დამრიგებელმა დაურეკა. მან უთხრა, რომ მეორე დღეს სკოლაში იყო დაბარებული. მეორე დღეს დირექტორთან მივიდა, იქ კი სკოლის გამგე, კლასის ხელმძღვანელი და მდივანი იყვნენ. მათ ჭკუის დარიგება დაუწყეს, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ გარეგნულად ის წესიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასე შემდეგ. ჩემი მეგობარი გაოცებული უყურებდათ და არ ესმოდა, რაში იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ კითხვაზე სად მუშაობს დედა, მისი შვილი პასუხობს, რომ დედა სახლში მუშაობს და მასთან მოდიან ადამიანები, რომელთაც ის კლიენტებს ეძახის. შემდეგ ისინი ოთახში იკეტებიან და დედა მათ ისე აწვალებს, რომ ისინი ყვირიან კიდეც. ჩემს მეგობარს გაეცინა და მათ აუხსნა, რომ ის კლიენტებს დეპილაციას უკეთებდა.
თანამშრომელმა თავისი ბიჭის ისტორია გვიამბო. ჩვეულებისამებრ, ის სკოლიდან დაბრუნდა, მან კი მისი რვეულების შემოწმება დაიწყო. მან ნახა, რომ საშინაო დავალებაში ბავშვს ოთხიანი ეწერა და მასწავლებელს სიტყვიერადაც დაეწერა შენიშვნა, მაგრამ ერთი სიტყვა არასწორად ეწერა. ბუნებრივია, ჩემი თანამშრომელი გაოცდა და საღამოს ამის შესახებ თავის ქმარს უამბო. ბავშვმა კი ამ დროს თქვა, რომ მათი მასწავლებელი რაღაცნაირი უცნაურია, ის მუდმივად ასოებს აკლებს წერის დროს. აღმოჩნდა, რომ მასწავლებელს ნიშანი დაეწერა და შენიშვნაც, მაგრამ ბავშვს ეგონა, რომ მასწავლებელს შეეშალა და ერთი ასო თვითონ ჩაემატებინა.
ერთხელ ჩემმა შვილმა თქვა, რომ სკოლაში აღარ წავიდოდა. წერა და კითხვა მან უკვე ისწავლა და კალკულატორით მუშაობაც. მისი აზრით ეს ცოდნა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომექანიკოსი გახდეს.
ბავშვი მორე სმენაში სწავლობდა, ამიტომ სკოლაში ბებია ატარებდა. წელს ის პირველ სმენაში გადაიყვანეს და თავად დავიწყე მისი სკოლაში ტარება. ერთხელ სკოლაში მივედით და ვუთხარი, რომ ქურთუკი გაეხადა. მან კი მითხრა, რომ მე დავხმარებოდი, თუმცა სახლში ყველაფერს თავად აკეთებს. მე მივხვდი, რომ როდესაც სკოლაში მოდიოდნენ, მას ბებია ეხმარებოდა. ვუთხარი, რომ თვითონ გაეხადა, მან კი ტირილი დაიწყო, პირდაპირ ისტერიკა დაიმართა. ამ დროს არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალისტი მოგვიახლოვდა. ვიფიქრე, რომ მორჩა, ახლა დაიწყება – ოქმები, საბუთები, დირექტორი. მან იკითხა, რა ხდებოდა, ჩემმა შვილმა კი თვალცრემლიანმა უპასუხა, რომ მე მას გახდაში არ ვეხმარებოდი. ინსპექტორმა მას მკაცრი მზერით შეხედა და უთხრა, რომ სწრაფად გაეხადა ქურთუკი და კლასში შესულიყო. მან მაშინვე შეასრულა ყველაფერი. საღამოს სახლში იმაზე ვისაუბრეთ, რომ ეს აღარავის გაეკეთებინა.
შრომის გაკვეთილზე ჩემს შვილს დაავალეს, რომ სახლში რაიმე მოექსოვა. საღამოს მე და ჩემი მეგობარი სამზარეულოში ვისხედით და ოპოთეკის თემაზე ვსაუბრობდით. ამ დროს ჩემი შვილი საუბარში ჩაერია და გვითხრა: “რად გვინდა სკოლაში ქსოვას რომ გვასწავლიან, უკეთესი იქნებოდა, თუ იპოთეკის საკითხებში გარკვევას გვასწავლიდნენ!”
ჩემი მეზობლები საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ. ბავშვი სკოლაში უნდა მისულიყო. მასწავლებელს დაურეკეს და შეთანხმდნენ, რომ სკოლასთან შეხვდებოდნენ. მასწავლებელმა უთხრათ, რომ ჩიტებთან დაელოდებოდა. მეორე დღეს სკოლაში მივიდნენ და იმ ჩიტებს ეძებდნენ. ჩემს მეზობელს ეგონა, რომ ეს ჩიტები ან დახატული იქნებოდა სადმე ან პლასტმასის ჩიტები იქნებოდა. როდესაც მივიდნენ, ნახეს, რომ ეზოს ცენტრში ვოლიერები იდგა ცოცხალი ჩიტებით. გაჩნდა კითხვა: სად მიჰყავთ ეს ჩიტები ზამთარში?
მშობელთა ჩატში ბევრი ახალი ამბის გაგება შეიძლება, მაგალითად იმის, რომ ბევრი ადამიანი წინადადებას მრავალწერტილით ამთავრებს. რატომ აკეთებენ ამას, ვერავინ ახსნა. ალბათ იმას გულისხმობენ, რომ მათ კიდევ ბევრის თქმა უნდოდათ.