მოხუცთა კვების ძირითადი პრინციპები ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. კომაროვსკის რეკომენდაციები

591

ის, თუ როგორ ზრუნავთ საკუთარ ცხოვრებაზე ახლა, სიბერეში თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს. ამის მიუხედავად, ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე ზრუნვის დაწყება გვიანი არასდროსაა. ჯანმრთელობის თემა ყველასთვის აქტუალურია, მაგრამ მოხუცებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. ექიმი კომაროვსკი პედიატრია, მაგრამ ბევრი ასაკოვანი გამომწერი ჰყავს, ამიტომ მათთვის რჩევებს და რეკომენდაციებს გასცემს. Paparazzi გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ დიდხანს იცოცხლოთ და მხნეობა შეინარჩუნოთ, რა პრობლემები გვხვდება მოხუცებს შორის ყველაზე ხშირად.

ჯანმრთელობა მოწიფულ ასაკში – კომაროვსკი ამბობს, რომ სიბერეში სწორი კვება მთავარი პრობლემაა. პენსიონერი ბევრი ვიტამინის და მიკროელემენტის დეფიციტს განიცდის, ამიტომ ამის საფუძველზე სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ვითარდება. არასწორი კვება სხვადასხვა სოციალური პრობლემით გამოწვეული შეიძლება იყოს. მაგალითად, ფულის უქონლობით. პენსია საკმარისი არაა, ამიტომ იმას მიირთმევენ, რაც შეხვდებათ და ყველაფერზე ზოგავენ.

ამავდროულად, პენსიონერი საჭმლის კეთების სურვილს კარგავს ან გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ქურასთან დიდხანს ვერ დგება. პენსიონერის გემოს რეცეპტორები ისეთი არაა, როგორც ახალგაზრდების. ერთ დროს ფავორიტი კერძი ან დელიკატესი უგემური ხდება. ცუდი კბილები კიდევ ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა. ამ მიზეზით ნაცნობი პროდუქტების დაღეჭვა უჭირთ.

კვების პრინციპები ხანდაზმულ ასაკში – თუ სურვილი და რესურსი გაქვთ, კვების მოწესრიგებას ნებისმიერ ასაკში შეძლებთ. კომაროვსკი გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს ხანდაზმულთა კვების ძირითადი პრინციპების ცოდნით.

60 წელს გადაცილებული ადამიანის მენიუში ბევრი უჯრედისი უნდა შედიოდეს. უჯრედისით მდიდარია მთელი მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი და პარკოსანი. მოხუცმა დღეში მინიმუმ 1200 მგ კალციუმი უნდა მიიღოს. D ვიტამინიც აუცილებელია, დღიური ნორმა – 800-1000 სე. B12 ვიტამინიც არ გამოგრჩეთ. მას ცხოველური პროდუქტები შეიცავს, რომელსაც პენსიონერები ხშირად ვერ ყიდულობენ, ამიტომ ბიოდანამატი შესანიშნავი ალტერნატივაა. წყლის მიღებასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. სითხის დეფიციტი გაუწყლოებას და უსიამოვნებების განვითარებას იწვევს. სუფთა წყალი დანამატების გარეშე საუკეთესოა.

კომაროვსკმა მოხუცებისთვის სამომხმარებლო კალათა შეადგინა. აქ შედის მთელი მარცვლეული (წიწიბურა, შვრია, ყავისფერი ბრინჯი), ბოსტნეული და ხილი კანიანად, ცილებით მდიდარი პროდუქტები (ხორცი, კვერცხი, რძე და პარკოსანი). ცხიმები შეზღუდული რაოდენობით საჭიროა. მცენარეული ცხიმები (თესლი, კაკალი) კარგია. თევზი კვირის მენიუში ხშირად უნდა ჩართოთ. შაქარი და მარილი მაქსიმალურად შეზღუდოთ.

კვებასთან ერთად ფიზიკური დატვირთვაც აუცილებელია. მაგალითად, რეგულარულად ფეხით სეირნობა. დღეში სამჯერ პატარა ულუფებით იკვებეთ, თუნდაც ჭამის სურვილი არ გქონდეთ. სპორტი, სწორი კვება, კარგი ძილი და დღის რეჟიმი ძირითადი საკითხებია, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ექიმი გირჩევთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალგაზრდობიდანვე დაიწყოთ. ასე ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებას და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს