ეკას დედასთან ძალიან რთული ურთიერთობა აქვს. ქალი დაუგეგმავად დაორსულდა, ხოლო ორსულობის საწყის ეტაპზე ბავშვის მოშორება ვერ შეძლო. მთელი ბავშვობა დაუდევარი დედის ზეწოლის ქვეშ გაატარა. წლების შემდეგ დედამ დანაშაულის გამოსყიდვა სცადა. შეიძლება თუ არა დაკარგული ნდობის აღდგენა ადამიანის მიმართ, რომელსაც არასოდეს უყვარდით?
„მე და დედას ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. სასურველი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. უფრო შემთხვევით გავჩნდი. გასაკვირი არაა, რომ დედას ჩემი თავი არ ჰქონდა. მამა თითქმის მაშინვე დაშორდა, როგორც კი ჩემს შესახებ გაიგო. დედას პატარა ბავშვის აღზრდაში ახალგაზრდობის გატარება არ სურდა. ბებია მზრდიდა. ხანმოკლე პერიოდები, რომელიც დედასთან ერთად გავატარე, დამამახსოვრდა იმით, რომ სულ ეჩქარებოდა. ბევრი საქმე ჰქონდა და იქ ჩემი ადგილი არ იყო.
გავიზარდე და ასაკთან ერთად ჩემ მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა. უფრო მომთხოვნი გახდა. სურდა, რომ მისი მოლოდინები გამემართლებინა. ყოველთვის ისე არ ვაკეთებდი, როგორც სურდა. თავში იდეალური ქალიშვილის სურათი წარმოიდგინა. ბებიაჩემისთვის იდეალური შვილიშვილი ვიყავი და არა ქალიშვილი დედისთვის.
ჩვენი ურთიერთობა შედარებით დალაგდა, როცა სხვა ქალაქში სასწავლებლად წავედი. რამდენიმე წლის შემდეგ დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინა, მაგრამ დედა ამ ავანტიურაში სერიოზულად ჩაება. დედის გადაწყვეტილება მშვიდად მივიღე. მოკლედ, რა აზრი აქვს, სად იქნება, თუ მაინც იშვიათად ვნახულობ. ყველაზე საინტერესო მოგვიანებით დაიწყო, როცა დედა ყოველი ხელფასიდან ფულს მიგზავნიდა.
რა თქმა უნდა, მახეს ველოდი. სწორედ ამიტომ, გამოგზავნილ ფულს ვაგროვებდი. მაინც იმედი მქონდა, რომ მომავალში ამ თანხით შეიძლება საკუთარი საცხოვრებელი მეყიდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამსახური სწრაფად ვიპოვე და საკუთარი ფულის დაზოგვა დავიწყე. მთელი 15 წელი გავიდა. მთელი ეს პერიოდი დედა ფულს მიგზავნიდა. უცნაური იყო ფულის მიღება ადამიანისგან, რომელიც ჩემ მიმართ სიყვარულს არასდროს იჩენდა. ნუთუ ასე ცდილობს დაკარგული ნდობის აღდგენას? მესმოდა, რომ დედას ამ თანხის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა.
ამ დროში საკუთარი ფულის დაგროვება მოვასწარი. დედის გამოგზავნილ ფულთან ერთად კარგი ოროთახიანი ბინის ყიდვა შემეძლო. მაინც, რაღაც მაჩერებდა. მოგვიანებით დედამ მითხრა, რომ ბრუნდებოდა. თითქოს, სტუმრად. ეს ჩვენი ყველაზე უცნაური შეხვედრა იყო. სულ სხვა დედა და სულ სხვა მე. პირველი კითხვა, რომელიც დამისვა, ვიყიდე თუ არა ბინა ჩემთვის. გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ჯერ კიდევ ნაქირავებში ვცხოვრობ. კიდევ უფრო გააოცა იმ ფაქტმა, რომ მისი ფულიდან ერთი თეთრიც არ დამიხარჯავს. თითქოს ეწყინა კიდეც.
დედამ სასწრაფოდ ბინის ყიდვა მიბრძანა. თითქოს, ჩემთვის ნამდვილად კარგი სურდა. და მაინც, ვერ ვიშორებ ფიქრს, რომ ამ ფულის უკან დაბრუნებას მომთხოვს. ამბობენ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. ასეა სინამდვილეში? ნებისმიერ შემთხვევაში, ერთოთახიანი ბინისთვის საკმარისი თანხა მაქვს. თუმცა სისულელე იქნება სტუდიოს ყიდვა, როცა ოროთახიანის ყიდვა შემიძლია. რა გავაკეთო, აღარ ვიცი“.
წლების განმავლობაში დედის დამოკიდებულება ეკას მიმართ შეიძლება შეცვლილიყო. ადამიანები საკუთარ შეცდომებს აანალიზებენ და გამოსწორებას ცდილობენ. იქნებ, მიხვდა, რამდენად არასწორად იქცეოდა ახალგაზრდობაში, როცა შვილს საკუთარ პრობლემებში ადანაშაულებდა. დედა ქვეცნობიერად ფულის დახმარებით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს. მასაც და ეკასაც გულახდილი საუბარი სჭირდებათ. ასე მიხვდებიან, რა აკავშირებთ ცხოვრების ამ ეტაპზე სინამდვილეში.