ძალიან მეშინია ჩვენი შვილების გამო. რეალური შემთხვევა, რის გამოც კანზე ტაომ დამაყარა

1939

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნანა გვიამბობს.

გუშინ უნებურად ერთი კოშმარული სიტუაციის მძევალი გავხდი, არ ვაჭარბებ, ნამდვილად საშინელება იყო ის, რაც დავინახე.

აი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. დილით მეჩქარებოდა, სახლში ვერ ვისაუზმე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყავა ერთ-ერთ ჩემს საყვარელ კაფეში დამელია, რომელიც სამსახურთან ახლოს მდებარეობს. ყავა შევუკვეთე, მაგიდასთან დავჯექი და ველოდებოდი. ჩემი მაგიდიდან არც თუ ისე შორს დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცი და დაახლოებით რვა წლის გოგონა ისხდნენ. გოგონა სკოლის ფორმაში იყო, რომელსაც ჩვეულებრივ გიმნაზიებში ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი გიმნაზია ყავის მაღაზიის მახლობლად მდებარეობს. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ გოგონა რაღაცნაირად უცნაურად იქცეოდა, თითქოს მორცხვობდა. ბავშვი აშკარად ნერვიულობდა, მაგრამ რატომ? ჩვეულებრივ, ბავშვები ახლობელ ადამიანებთან ასე არ იქცევიან, თუ ეს კაცი მისი მამა, ბაბუა ან ბიძაა.

მათზე დაკვირვება განვაგრძე. ვნახე, რომ მიმტანმა მათ მაგიდასთან სხვადასხვა ტკბილეული მიიტანა, ეს კაცი კი ისე დაჟინებით უყურებდა გოგონას თვალებში, რომ თავი საშინლადაც ვიგრძენი. ნორმალური ადამიანები ბავშვებს ასე არ უყურებენ და მით უმეტეს, ახლო ნათესავები. ამ დროს რაღაც ცუდი ვიეჭვე და მათი საუბრის მოსმენა დავიწყე.

მამაკაცმა გოგონას კითხვები დაუსვა მშობლებზე, სკოლაზე, შემდეგ კი მანქანით გასეირნება შესთავაზა. უთხრა, რომ ახლოს ცხოვრობდა და სახლში ძაღლი ჰყავდა და ლეკვები. თავდაპირველად გოგონამ უარი განაცხადა და უთხრა, რომ მშობლები უცხო ადამიანებთან სტუმრად სიარულის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ მამაკაცი არ ნებდებოდა და გოგონას დაყოლიებას ცდილობდა. შემდეგ ბავშვი დაფიქრდა, აშკარა იყო, რომ მას ძაღლის და ლეკვების ნახვა აინტერესებდა.

ამასობაში, მე ყავის სმა დავამთავრე, გოგონამ კი ტკბილეულის ჭამა დაასრულა. ყავის საფასური გადავიხადე და კაფე დავტოვე. მანქანაში ჩავჯექი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჩარევა უხერხული იყო, რადგან იქნებ რაიმე არასწორად გავიგე, მაგრამ უმოქმედობაც არ შეიძლებოდა. ყავის მაღაზიის გვერდით საგზაო პოლიციის პოსტი იყო, გადავწყვიტე მათთან მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა. თუ ისინი არ მომისმენდნენ, მაშინ პოლიციას გამოვიძახებდი.

მათთან მივედი და ყველაფერი ისე მოუყვი, როგორც იყო. კანონის მცველებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება, მანქანით კაფესთან მივედით. ამ დროს იქიდან ის მამაკაცი და გოგონა გამოდიოდნენ. საგზაო პოლიციამ მამაკაცს საბუთები მოსთხოვა, ბავშვმა კი მაშინვე ტირილი დაიწყო. მეც და ისინიც მანქანაში ჩაგვსვეს მე და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონას მშობლებს ეგონათ, რომ მათი ქალიშვილი სკოლაში იყო, პატარა გოგონას კი გაკვეთილების გაცდენდა მოუნდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამავე რაიონში „ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად“ ემოგზაურა. აქ კი “კეთილი” ბიძია გამოჩნდა, კაფეში დაპატიჟა, ტკბილეულითა და სხვა სიკეთეებით მიიტყუა. ბავშვს კი სხვა რა უნდოდა?

“კეთილი ბიძია” სამოცდასამი წლის აღმოჩნდა, მას უკვე ორი ნასამართლეობა ჰქონდა პედოფილიის გამო.

განყოფილებაში დიდხანს არ დავრჩენილვარ, ოქმი შეადგინეს, ხელი მოვაწერე და გამიშვეს. პოლიციელები ძალიან თავაზიანი იყვნენ ჩემ მიმართ და მადლობაც კი გადამიხადეს, რომ ასეთი ფხიზლად ვიყავი და პოლიციას მივმართე.

სამსახურში რომ დავბრუნდი, არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, ისეთი შოკირებული ვიყავი ამ სიტუაციით! მეც დედა ვარ და საშინლად მეშინია, რომ ამქვეყნად ამდენი ბოროტებაა, ამდენი საშინელება, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული! ამდენი უვარგისი ადამიანი დადის ჩვენს გარშემო, ჩვენ კი შეიძლება ეს დროულად ვერ შევნიშნოთ!

ახლაც ვფიქრობ, კონკრეტულად რა მომეჩვენა უცნაურად არსებულ სიტუაციაში, რამაც დამაეჭვა… მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც ვიგრძენი და ეს გოგონა საშინელი უბედურებისგან გადავარჩინე!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს