“აბორტი უნდა გამეკეთებინა!” ახალგაზრდობის შეცდომა

0
5871

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – გიორგის ისტორიას გიამბობთ.

ლელამ და ალექსანდრემ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. ორივე მათგანი 15 წლის იყო. პირველი სიყვარული ორსულობით დასრულდა.

მშობლები შოკში იყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახალგაზრდა ოჯახი მალევე დაინგრა. მათ გართობა სურდათ და ბავშვის მოვლა მათ გეგმებში არანაირად არ ჯდებოდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და თითოეული მათგანი საკუთარი გზით წავიდა.

განშორების შემდეგ ლელამ საერთოდ დაკარგა ინტერესი საკუთარი შვილის მიმართ. მან ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო და შვილი აღსაზრდელად თავის მშობლებს დაუტოვა. ბავშვი მას ახალი ურთიერთობების დამყარებაში ხელს უშლიდა.

წლები გადიოდა, გიორგი კი სიყვარულსა და მზრუნველობაში იზრდებოდა. პაპა და ბებო ძალისხმევას არ იშურებდნენ შვილიშვილის აღსაზრდელად. ისინი მას აცმევდნენ, კვებავდნენ, გაკვეთილებს ასწავლიდნენ და ყოველ ზაფხულს ზღვაზე მიჰყავდათ დასასვენებლად. ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ მშობლების ჩანაცვლებას, რომლებიც თავიანთი შვილით არც კი ინტერესდებოდნენ.

გიორგი 17 წლის იყო, როდესაც ნათესავების ქორწილში დედამისს შეხვდა. ის ელოდა ამ შეხვედრას და ღელავდა, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებდა. რატომ მიატოვა დედამ, რატომ ცხოვრობს თავის უმცროს შვილებთან ერთად (მას 2 ჰყავდა) და რატომ არ სურს მისი წაყვანა? ბევრი “რატომ” და არც ერთი პასუხი.

დედას ეს შეხვედრა მაინცდამაინც არ გახარებია და მთავარ კითხვაზე, თუ რატომ მიატოვა, მან უპასუხა, რომ ის ახალგაზრდობის შეცდომის წყალობით გაჩნდა ამ ქვეყნად და რომ მას მაშინ აბორტი უნდა გაეკეთებინა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბიჭი შოკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. მას შემდეგ მას დედა აღარ უნახავს და უფრო მეტად დააფასა პაპამისის და ბებიამისის შრომა.

გავიდა კიდევ 5 წელი, გიორგი დაქორწინდა და ვაჟი შეეძინა. ზამთრის ერთ საღამოს ტელეფონმა დარეკა.

გიორგი, გამარჯობა. დედაშენი ვარ. შენი ნომერი დეიდაშენმა მომცა. ვიცი, რომ იმ ინსტიტუტის სიახლოვეს ცხოვრობ, სადაც ჩემი ქალიშილი სწავლობს. მას საერთო საცხოვრებელში ცხოვრება არ უნდა, მე კი ბინის დაქირავების საშუალება არ მაქვს. გთხოვ, შეიფარე შენი და. ჩვენ ხომ ნათესავები ვართ.

ბოდიშს გიხდით, ნომერი შეგეშალათ. გიორგიმ ტელეფონი გათიშა, ბავშვს ქურთუკი ჩააცვა და უთხრა:

შვილო, წავიდეთ დედას შევხვდეთ სამსახურიდან და მერე ბებოსთან წავიდეთ დაბადების დღეზე. ტრადიციების დარღვევა არ შეიძლება, ბებო გველოდება.

ისინი გაემზადნენ და გზას გაუდგნენ. გიორგის თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის მეუღლესთან და მის მშობლებთან. მას ძალიან უყვარდა თავისი შვილი და თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ცდილობდა, რომ თავის ცოლ-შვილთან ერთად გაეტარებინა.

„დედა“ მას აღარ უნახავს. ზოგიერთმა ნათესავმა დაგმო ის მისი ამ საქციელის გამო, ზოგმა კი მხარი დაუჭირა, მაგრამ გიორგის სხვისი აზრი არ აინტერესებდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ოჯახი იყო, რომელშიც „დედა“ არ შედიოდა. მან საკუთარი სტატუსი დიდი ხნის წინ დაკარგა.