ჩემი ქმარი სახლიდან გავაგდე

3439

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას მარინა გვიამბობს.

ჩემს ქმართან ერთად 10 წელზე მეტხანს ვიცხოვრე. მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება გვქონდა. მეგონა, რომ ჩემს ქმარს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი და მასში დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, ვცდებოდი.

ერთხელ ჩემი ქმარი სამსახურიდან ოდნავ ნასვამი დაბრუნდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კორპორატიული წვეულებების პერიოდი იყო და შეიძლებოდა თანამშრომლებთან ერთად ცოტა მოდუნება. რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია განმეორდა. შემდეგ ისევ და ისევ. თანდათანობით ჩემმა ქმარმა სმას მოუხშირა და თითქმის ყოველდღე სვამდა. მე ვცდილობდი მის გონზე მოყვანას. თავიდან ველაპარაკებოდი, ვთხოვდი, რომ გონს მოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. მერე ჩხუბსა და მუქარაზე გადავედი, მაგრამ ყოველდღე ჩხუბი ვის მოეწონება? ბოლოს, მოთმინება ამომეწურა და ჩემი ქმარი სახლიდან გავაგდე.

თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ლოთთან ცხოვრებაც არ შემეძლო. ღამემ მშვიდად ჩაიარა, დღემაც. მე სახლის საქმებით ვიყავი დაკავებული. ბავშვები თამაშობდნენ. ყველაფერი მშვიდად და გაწონასწორებულად იყო. უქმე დღე იყო. საქმეებს მოვრჩი და ბავშვების ოთახში გავედი, მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ. ოთახში ჩემი უფროსი გოგო იჯდა და ხატავდა, ბიჭი კი – ოთახში არ იყო.

-მაშო, გიორგი სად არის?

-არ ვიცი, დიდი ხანია არ მინახავს. შენთან არ იყო?

-არა, მე ვახშამს ვამზადებდი და მეგონა, რომ შენთან იყო.

გიორგი სახლში არ აღმოჩნდა. უკვე ღამდებოდა, მალ-მალე გავემზადე და ჩემი შვილის მოსაძებნად წავედი. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ეზოში დავდიოდი და ჩემს შვილს ვეძახდი. სკამზე ბიჭის ფიგურა შევნიშნე. სილუეტზე საკუთარი შვილი ვიცანი.

-გიორგი, აქ რას აკეთებ?

-მამას ველოდები.

-მამას? რატომ?

-შენ მამას გასაღები წაართვი და ის სახლში ვერ შემოდის. ამიტომ ვზივარ და ველოდები, რომ გასაღები მივცე.

-საყვარელო, სახლში წავიდეთ. მამა რომ მოვა, კარს ჩვენ გავუღებთ.

-ნამდვილად?

-დიახ.

-მპირდები?

-დიახ, გპირდები.

მე და ჩემი შვილი სახლში დავბრუნდით. მე მივხვდი, რომ ჩემი ქმრის ლოთობასთან ბრძოლა, მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ იყო, ამაში ყველა ვიყავით გარეული: მე, ჩემი ქმარი და ჩემი შვილები. ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, რადგან ჩემი ქმრის სახლიდან გაგდებით ჩემს შვილსაც ვაწყენინე.

ჩემი ქმარი ერთი დღის შემდეგ დაბრუნდა სახლში და ჩემი შვილები ძალიან გახარებულები იყვნენ. ღამე სად იყო არ ვიცი, მაგრამ ჩემმა საქციელმა შედეგი გამოიღო. ჩვენ ერთად დავიწყეთ ბრძოლა მის დამოკიდებულებასთან, შვილების სიყვარული კი მას ძალიან ეხმარებოდა, რომ არ დანებებულიყო.

ყველაფერი მალევე არ დალაგებულა, თუმცა ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს