დაბალანსებული კვება კარგი განწყობის და სასიცოცხლო ძალების საფუძველია. ბუნება ძალების ბუნებრივი წყაროა, ამიტომ რაციონის ბოსტნეულით და ხილით გამდიდრება მნიშვნელოვანია. მეცნიერება არ ჩერდება და ყოველწლიურად ამა თუ იმ პროდუქტის ახალ და ახალ თვისებებს აღმოაჩენს. ამჯერად სიცოცხლის ნამდვილი ელექსირი იპოვეს. ესაა საჭმელი ცხრატყავა. Paparazzi გიამბობთ, რა სასწაულის მოხდენა შეუძლია ამ უნიკალურ კენკრას.
საჭმელი ცხრატყავა – კენკრა აზიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში იზრდება. გარეგნულად ამერიკულ მოცვს ჰგავს, მაგრამ უფრო მოგრძო ფორმა აქვს და თითქოს ზემოდან ცვილით დაფარულია. ბუჩქი 2 მ სიმაღლემდე იზრდება. მცენარე ვიტამინებით მდიდარია. კენკრა საკმაოდ მარტივი მოსავლელია. სხვადასხვა ამინდის პირობების მიმართ დიდი ამტანობით გამოირჩევა და -45 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს. მარტში ვეგეტაციური პერიოდი ეწყება. აპრილში არომატული ყვავილები ჩნდება. ეს პირველი მარწყვის მომწიფებამდე ხდება. ნაყოფს დარგვიდან მხოლოდ მეორე წლიდან იძლევა.
ცხრატყავას გასაზრდელად მიწას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. წყალგამტარი, ჰუმუსით მდიდარი და სველი მიწა სუსტი ph–ით შესაფერისია. კარგად დამტვერავი ბუჩქია, შესანიშნავად ზრუნავს გვერდით გაშენებულ სხვა კენკროვანზე, რომელიც მასთან ერთად ყვავილობს. ბუჩქებს შორის 1 მ დისტანცია დაიცავით. ბაღის ან ბოსტნის მზიანი მხარე შეურჩიეთ. გრუნტში გაზაფხულზე, აპრილში დარგეთ. ეს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. დარგვამდე მიწა ნაკელით ან კომპოსტით გაანოყიერეთ. ასე ბუჩქი ადვილად გაფესვიანდება. დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ პირველად შეგიძლიათ გადაჭრათ, როცა ბუჩქი საკმარისად გაიზრდება. ფრთხილად მორწყეთ, რომ ფესვები არ დაალპოთ.
ცხრატყავას სასუქი აპრილის დასაწყისში, ყვავილობის წინ, ან ივლისის ბოლოს, ნაყოფის მიღებისთანავე, შეგიძლიათ დაუმატოთ. ცხრატყავას სარეველა არ უყვარს, ამიტომ აკონტროლეთ და არასასურველი მეზობლები მოაშორეთ. უპრეტენზიოა, მაგრამ სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა. ხშირად აწუხებს ანთრაკნოზი. ბუჩქზე ყავისფერი ლაქები ჩნდება. ამ უსიამოვნებასთან საბრძოლველად ყველა დაზიანებული ტოტი და ფოთოლი მოაშორეთ და ბუჩქი დანამეთ. მავნებლებიც ხშირად თავს ესხმის. მაგალითად, სვიის ობობის ტკიპა, ბუგრი, მუხლუხი. მათთან საბრძოლველად ქიმიური ინსექტიციდები გამოიყენეთ.
რატომ უნდა გაზარდოთ ცხრატყავა ნაკვეთზე – ნაკვეთზე ცხრატყავას გაზრდით სილამაზის და დღეგრძელობის ელექსირს მიიღებთ. ამ პატარა კენკრაში ვიტამინების და მიკროელემენტების მთელი საგანძურია. ცხრატყავას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ქრონიკული უსიამოვნებების განვითარებას ხელს უშლის, თავისუფალი რადიკალების მოქმედებას აქრობს. კენკრა სიბერის პროცესს ანელებს და იმუნიტეტს მხარს უჭერს. მასში გვხვდება B, C და A ვიტამინები, ასევე მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი. კენკრა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. არტერიული წნევის და გულის პრობლემების განვითარების რისკის შემცირებას ხელს უწყობს. შეგიძლიათ უმი მიირთვათ, გაყინოთ, ნაყენი და მურაბა გააკეთოთ.