ისტორია იმის შესახებ, რომ ლამაზი გარეგნობა ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის

148

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ელენე სრულიად შემთხვევით გავიცანი. მე მას საერთოდ არ ვიცნობდი და არასდროს მინახავს. მე და ჩემი სკოლის მეგობარი კაფეში შევედით ჭიქა ძლიერი ამერიკანოს დასალევად და სალაპარაკოდ. დავსხედით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. უცებ ერთმა გოგონამ ჩაგვიარა, შემდეგ კი მობრუნდა და ჩემს მეგობარს მხარზე შეეხო. ისინი თბილად მიესალმნენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი და ელენე კოლეჯში პირველ კურსზე ერთად სწავლობდნენ. ვალერის კურსელი მარტო არ იყო, მას მეგობარი ახლდა, რომელიც ერთი ნახვით მომეწონა…

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ყველანი ერთად ვისხედით მაგიდასთან და ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ჩემი მეგობარი თავის ძველ მეგობარს ესაუბრებოდა, მე კი – მის მეგობარს.

თუ მამაკაცებს სილამაზის იდეალი ჰყავთ, მაშინ ნათია სწორედ ასეთი იდეალი იყო. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს მოდური ჟურნალის გარეკანიდან იყო გადმოსული: ლამაზი მაკიაჟი, კარგი აღნაგობა, მოვლილი თმა და ძალიან მოდურად ჩაცმული. მინდოდა, რომ სულ მისთვის მეყურებინა და სწორედ ამას ვაკეთებდი. გარდა ამისა, რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ ის სულელი არ იყო. ნამდვილი ჯეკპოტი! სხვა რაზე შეიძლება იოცნებოს ახალგაზრდა ბიჭმა?

მოკლედ, იმ საღამოდან ჩვენი ურთიერთობის ისტორია დაიწყო. სამსახურის მერე საღამოობით ნათიასთან მივდიოდი და ერთად ვსეირნობდით. ის მშვენიერი სქესის ნამდვილი წარმომადგენელი იყო და როგორც ყველა ქალი, ყოველთვის ცოტას იგვიანებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ამად ღირდა, რადგან ჩემს გვერდით ნამდვილი ლამაზმანს და ტოპ მოდელს ვხედავდი.

არ მოგატყუებთ, ჩემში მამრობითი სქესის ინსტინქტებმა გაიღვიძა. ვიცოდი, რომ ნათია მარტო ცხოვრობდა და ყველანაირად ვცდილობდი, რომ სტუმრად დავეპატიჟებინე. ხან ხუმრობით მივანიშნებდი რომანტიკულ სადილზე, ხან საღამოს ფილმის ყურებას ვთავაზობდი. ნათია სულელი ნამდვილად არ იყო, როგორც უკვე დავწერე, ამიტომ ის ტაქტიანად იცინოდა და საუბრის თემა სხვა რამეზე გადაჰქონდა.

ასე გავიდა რამდენიმე კვირა. ჩვენ ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთად ვსეირნობდით. შემდეგ კი მოულოდნელი, მაგრამ აუცილებელი რამ მოხდა. ნათია სახლიდან გამოვიდა და უცებ მიხვდა, რომ ბინის გასაღები სახლში დარჩა და კარი ავტომატურად ჩაიკეტა.

ერთად ვიდექით და ვფიქრობდით, რა მოგვემოქმედებინა. ნათიამ გაიხსენა, რომ მისი აივნის კარი ზაფხულში ყოველთვის ღიაა. მაგრამ ეს მეხუთე სართულია! არცერთმა ჩვენგანმა კედლებზე სიარული არ ვიცოდით, ზეშესაძლებლობები არც ერთს არ გაგვაჩნდა. დავურეკე ჩემს ნაცნობებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მუშაობდნენ და ავუხსენი სიტუაცია. ისინი საკმაოდ სწრაფად მოვიდნენ, თავები გააქნიეს, მხრები აიჩეჩეს და თქვეს, რომ ვერ ვერაფერს გვიშველიდნენ. სახლთან რბილი ნიადაგი იყო და ამწის დადგმას ვერ შეძლებენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიწა სიმძიმეს ვერ გაუძლებდა.

ერთმა ნაცნობმა მირჩია, რომ „ქურდებისთვის“ მიმემართა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საკეტების სპეციალისტებისთვის და ნომერიც მომცა. ნახევარი საათის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მამაკაცი, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გამოიყურებოდა და გასაღებების კომპლექტი ჰქონდა. ორიოდე წუთის შემდეგ მან საკეტი გახსნა. მეგონა, რომ ამ საკეტს ვერავინ გახსნიდა, მაგრამ ცოტაოდენ ფულს და მოხერხებულ ხელებს, როგორც ჩანს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ჩვენ ბინაში აღმოვჩნდით. მართალი გითხრათ, გაოგნებული დავრჩი იმ სურათით, რომელიც ახალგაზრდა გოგონას სახლში დავინახე. სრული არეულობა, ნივთები ავეჯზე კი არ იყო მიმოფანტული, არამედ იატაკზე ეყარა. ოთახში სამი კატის საშინელი მკვეთრი სუნი იდგა, რომლებიც ნათიასთან ერთად ცხოვრობდნენ. ჩანდა, რომ ბინა არასოდეს ლაგდებოდა. მართალი გითხრათ, ძალიან მინდოდა, რომ ამ ბინაში აღარასოდეს მოვხვედრილიყავი.

ბინაში ყოფნის რამდენიმე წუთის და იმ დროის განმავლობაში, რაც დერეფნიდან მისაღებ ოთახში მისვლას მოვანდომე, ფეხებზე სხვადასხვა ფერის მატყლის რამდენიმე ბურთულა მიმეწება. სამზარეულოში გაურეცხავი ჭურჭლის უზარმაზარი მთა დავინახე. ჩემი ზიზღი ამ სახლის მიმართ ორმაგად გამძაფრდა. ამას დაემატა ზიზღი ლამაზი და წესიერი გარეგნობის გოგოს ცხოვრების წესის მიმართ, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, კარადაში ტარაკნების სასაფლაო აქვს.

ყოველთვის არ მომწონდა კატების სუნი, რომელიც ზოგიერთი რაიონის სადარბაზოებშია. იქ კი რამდენიმე კატის არომატი ერთად იყო.

მართალი გითხრათ, გოგოსთან ამ სტუმრობის შემდეგ მთელი ჩემი ვნება და სიმპათია გაქრა, როგორც კარგი ამინდი გრძელ შემოდგომაზე. იმ გოგოს მიმართ ჩემი განწყობა უკვალოდ გაქრა, მე მას სწრაფად დავემშვიდობე და მას შემდეგ მასთან სტუმრად აღარ მივსულვარ. ჩვენი ურთიერთობა ნულამდე დავიდა.

ასე რომ, ლამაზი გარეგნობა საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანი და როგორ ცხოვრობს. ხანდახან ახლაც მეშინია გოგონებთან ოთახში ან ბინაში შესვლის, რადგან ქვეცნობიერად ამ ისტორიის გამეორების მეშინია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს