სეზონს სათესი კალენდრის გარეშე არ ვიწყებ. თარიღებს ყურადღებით ვამოწმებ

0
394

გაზაფხულზე ახალი ბოსტნეული და ხილი იმდენად გვინდა, რომ თესლის ყიდვისგან თავის შეკავება უბრალოდ შეუძლებელია. საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავალი უფრო გემრიელი და სასარგებლოა. ბევრმა ფერმერმა და მებოსტნემ იცის, რომ საბოსტნო საქმეში მხოლოდ იღბლის იმედად ვერ დარჩები. თუ გსურთ, რომ ბოსტანში მუშაობამ სიამოვნება მოგანიჭოთ და უხვი მოსავალი მიიღოთ, 2023 წლის სათესი კალენდარი შეისწავლეთ. თანამედროვე ცხოვრება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ხოლო კვლების გაყვანის მეცნიერება სამეცნიერო მიდგომის პრაქტიკული გამოყენების მთელი ფენაა. Paparazzi გიამბობთ, როდის და რა დარგოთ ამ სეზონზე.

2023 წლის სათესი კალენდარი – ბოსტანში სამუშაოს მოსამზადებელი ეტაპი სათესი კალენდრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მიწათმოქმედება ერთ–ერთი უძველესი ხელობაა, რომელიც ადამიანმა აითვისა. ჩვენი წინაპრები მთვარეზე დაკვირვებით განსაზღვრავდნენ, როდის უნდა დაეთესათ და დაერგოთ ესა თუ ის კულტურა. ღრუბლების და მზის მოძრაობას, ჩიტების და ცხოველების ქცევასაც მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ანიშნებდათ, როგორი იქნებოდა ზაფხული, როდის და სად უკეთესია დარგვა. მებოსტნეობის მეთოდოლოგია არაერთ წიგნში აღწერილია, მაგრამ ყველა ფერმერი დღემდე მთვარეს და ამინდის პირობებს აკვირდება.

რა და როდის დარგოთ 2023 წელს – როდის და რით დავიწყოთ დარგვა? ნერგების გაზრდა გაზაფხულის პირველი დღეების დადგომამდე იწყება. ჯერ კიდევ დეკემბერში ფანჯრებში ვარდისფერი განათება შეიძლება დაინახოთ. ეს მებოსტნეების ბინა და სახლია, სადაც მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყეს. თითოეულ კულტურას სინათლის, წყლის და მიწის მიმართ განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

  • მარტში მცენარე ზრდის აქტიურ ფაზაში გადადის. თესლი სითბოს მოახლოებას გრძნობს და გაზრდას აქტიურად იწყებს. მოსავალმა სიამოვნება რომ მოგიტანოთ, პომიდორი დარგეთ მარტის პირველ დღეებში, ასევე 14, 16, 22, 25-26 და 31-ში. ეს დღეები პომიდვრის საადრეო ჯიშების ნერგების გასაზრდელად და დასარგავად საუკეთესოა. საგვიანო ჯიშები დათესეთ აპრილში: 1-2, 10 და 12. მაისში შესაფერისია: 10–12, 15–17, 20, 25–27. საშემოდგომო ჯიშები 3-4, 7-8, 13, 18, 22-23 ივნისს დარგეთ.
  • კომბოსტოს და სატაცურის ყველა სახეობა მარტში პომიდორთან ერთად შეგიძლიათ დარგოთ. აპრილში სხვა დღეები შეეფერება: 1-2, 7, 10, 15, 20, 24-25, 28-29. მაისში კომბოსტოს საგვიანო ჯიშებისთვის შესაფერისია 4–6, 17, 25–27 რიცხვები, ხოლო სატაცურისთვის 4–6, 10–12, 15–17, 20, 25–27 მაისი. ივნისში კომბოსტოსთვის ხელსაყრელია 1-4, 13, ხოლო სატაცურისთვის 1-4, 7-8, 13, 18, 22-23, 28-30. ივლისში კომბოსტო და სატაცური შეგიძლიათ დარგოთ 1, 11, 16, 25-29 რიცხვებში.
  • პარკოსნები და ბარდა თავს შესანიშნავად იგრძნობს, თუ 1–6, 12, 14, 22 და 26-31 მარტს დარგავთ. აპრილში თვის პირველი დღეები ყველაზე შესაფერისია. მაისში პარკოსანი დარგეთ 1, 2, 4-6, 17, 23-29 მაისს, ბარდა კი – 20, 23-29 მაისს. ივნისში ხელსაყრელი დღეებია 1-4 და 13.
  • ყაბაყი, პატისონი, ნესვი და გოგრა მარტში 4-6, 12, 14, 22 და 31 რიცხვში დარგეთ. აპრილში ხელსაყრელია 1-2, 7, 10, 15, 20, 28-29. მაისში ყაბაყი და პატისონი 4-6, 17 და 25-27, ხოლო ნესვი და გოგრა 10-12, 15-17, 20, 25-27 რიცხვებში დარგეთ. ივნისში ყაბაყი და პატისონი 1-4 და 13 რიცხვებში უკეთ გაიზრდება, ხოლო გოგრა და ნესვი – 1-4, 7-8, 13, 22-23 ივნისს.
  • ცხარე წიწაკა და პრასი ერთსა და იმავე დროს შეგიძლიათ დარგოთ. ხელსაყრელი პერიოდებია 2-6, 11-14, 22, 25-26, 31 მარტი, 1-2, 10, 25-27 აპრილი, 6, 10–12, 15–17, 20, 23–27 მაისი, 3, 4, 7 და 8 ივნისი.

მეცნიერული მიდგომების გარდა მცენარეებისადმი თქვენი დამოკიდებულებაც უნდა გაითვალისწინოთ. ბოსტნეული და მწვანილი სიყვარულით უნდა დარგოთ. თუ რომელიმე დღეს განწყობა არ გაქვთ, არც საკუთარი თავი და არც მცენარე არ დატანჯოთ. უკეთ გახდომას დაელოდეთ და საქმეს ახალი ძალებით შეუდექით. გარანტიას გაძლევთ, ულამაზეს და მოსავლიან ბოსტანს მიიღებთ.