“შუადღე მშვიდობისა, ჩემო პრინცესა!” – თბილი მოგონებები

185

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ირინას ისტორიას გიამბობთ.

სოფლის განაპირას გიორგი პაპა ცხოვრობდა. ის ყოველთვის ძალიან მეგობრული იყო, მისი სიკეთე კი მთელ მსოფლიოს ეყოფოდა. დილით დედა ირინას მასთან გზავნიდა ხოლმე, თვითონ კი მთელ დღეს სამსახურში ატარებდა. გიორგი პაპა ირინას სიამოვნებით უვლიდა, დედამისი კი მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ გოგონა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გიორგი პაპა წიგნის მოყვარული იყო და თავადაც ბევრი წიგნი დაწერა. იგი ირინას ყოველდღე ახალ წიგნს აძლევდა.

-აბა, ჩემო პრინცესა, დღეს მინდა, რომ “ნამცეცა” წაიკითხო. იმედი მაქვს მოგეწონება.

თვითონ მაგიდასთან ჯდებოდა და თავის მოთხრობებს წერდა. ალბათ, გიორგი პაპა ირინაში პატარა პრინცესას ხედავდა, რომელიც დამაბრმავებელი სილამაზის მქონე დედოფლად უნდა გადაქცეულიყო.

სადილის დრო დადგა. გიორგი პაპამ სკამი გასწია და სამზარეულოსკენ წავიდა. იქიდან სურნელოვანი წვნიანის თეფშით დაბრუნდა. ტრაპეზს თან ახლდა გიორგი პაპას გასართობი ისტორიები, ირინა კი ვერ ამჩნევდა, როგორ ჭამდა მთელ თეფშ წვნიანს ერთ წუთში. თავად გიორგი პაპა კი პრაქტიკულად არაფერს ჭამდა.

-გიორგი პაპა, იქნებ ავად ხარ?

-არა. მე უბრალოდ დიდი ხანია ვცხოვრობ ამ ქვეყნად. თითოეულმა ადამიანმა საკუთრი კვალი უნდა დატოვოს, ამიტომ მინდა წავიდე და იშვიათი ხე ჩამოვიტანო და დავრგო. მე აღარ ვიქნები, ადამიანები კი ხეს შეხედავენ და გამიხსენებენ.

დადგა შემოდგომა. ირინა პირველ კლასელი გახდა. ის ძალიან კარგად სწავლობდა. გიორგი პაპა მოგზაურობიდან დაბრუნდა და ლურჯი ნაძვი ჩამოიტანა. გოგონა მას მოუთმენლად ელოდა.

-ეს რა ხეა?

-ეს იშვიათი ლურჯი ნაძვია. ახლა უნდა დავრგოთ. დამეხმარები?

-რა თქმა უნდა. ძალიან მაინტერესებს.

ათ წელზე მეტი გავიდა. გიორგი პაპა გარდაიცვალა. ირინა ინსტიტუტში ჩაბარებას აპირებდა. ის გაიზარდა და ლამაზი გოგონა გახდა. მან გადაწყვეტა, რომ ცხოვრება ხეებთან დაეკავშირებინა. სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. გიორგი პაპა მას ყოველთვის ახსენდებოდა. ირინა სოფელში მხოლოდ მეგობრების მოსანახულებლად ჩადიოდა, სრულიად ქალაქელ გოგოდ გადაიქცა. მოხუცის სახლთან რომ ჩაივლიდა, მშვენიერ ცისფერ ნაძვს უყურებდა, რომლის ტოტებიც მზეზე ლამაზად ბრწყინავდა.

ერთხელ ირინამ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელსაც ის მოსწონდა. ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. ახალი წლის წინა დღეს ახალგაზრდამ მისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.

-შენ ჩემი პრინცესა ხარ!

ირინა ადგილზე გაეყინა. მას ასე მხოლოდ გიორგი პაპა მიმართავდა.

-მინდა, რომ პატარა საჩუქარი გაგიკეთო, რომელსაც მხოლოდ შენ იმსახურებ.

გარეთ ქარბუქი იყო, მაგრამ გოგონა დანიშნულ ადგილას მაინც წავიდა.

-შუადღე მშვიდობისა, ჩემო პრინცესა! – იღიმოდა ბიჭი და მარჯვენა ხელში ლურჯი ნაძვი ეჭირა.

ირინამ ძალიან მოიწყინა, ატირდა და გაიქცა. მას გიორგი პაპასთან დაკავშირებული მოგონებები არ ასვენებდა. ყველაფერი მოგონებად იქცა: ლურჯი ნაძვიც და პირველი სიყვარულიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს