პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას თეა გვიამბობს.
ჩვენს ოჯახში ასეთი ჩვეულება გვაქვს, რომ სახლში მოულოდნელი დაბრუნებით ერთმანეთს სიურპრიზებს არ ვუწყობთ. მათ შორის სამსახურიდან დაბრუნებით. ჩემმა ქმარმა დამირეკა და გახარებული ხმით შემატყობინა, რომ სამუშაო დღე დასრულდა, მე კი ვიცი, რომ მის მოსვლამდე კიდევ 1 საათი და 15 წუთი მაქვს. ეს ცოტა არ არის იმისთვის, რომ, მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ, საყვარელმა ინფარქტი არ მიიღოს და მე შხაპის მიღება და თეთრეულის გამოცვლა მოვასწრო… მოკლედ, იმისთვის, რომ ჩვენმა მეგობრულმა ოჯახმა ურთიერთპატივისცემა და ნდობა არ დაკარგოს.
გუშინ, როგორც ყოველთვის, ჩემმა ქმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან, სიყვარულის ფრთებით მოფრინავდა. – გელოდები, ჩემო მზეო, – ვპასუხობ მე, – არავინ მჭირდება, შენ საუკეთესო ხარ!” ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი და უცებ მომესმა: “მოვრბივარ, მოვრბივარ, მაგრამ მარტო არ ვიქნები …” და – მოკლე ზუმერი.
იმ დღეს ცუდი დღე მქონდა. დედაჩემთან საავადმყოფოში ტრამვაით წავედი, ავტობუსის გაჩერებაზე ბებომ, რომელიც ურიკით მოძრაობდა, ჩექმა გამიფუჭა. ურიკაში ნახევარი ტომარა კარტოფილი ედო, ჩექმაზე გადამიარა და ტრამვაიში ახტა. დედაჩემის მკურნალი ექიმის არაოპტიმისტური პროგნოზები, მისი რჩევები მომავალ ოპერაციასთან დაკავშირებით.
კლასიკური გაუგებრობა ონლაინ მაღაზიასთან, ამანათი სხვა საწყობში ჩამოვიდა, მათ შეცდომა დაუშვეს! ის საწყობი კი ქალაქის მეორე ბოლოშია! როდესაც საჩხუბრად მოვემზადე, ბიჭმა დაიფიცა, რომ ხვალ დილით ჩემს ფენს პირადად მომიტანდა.
საკეტში გასაღები გადავატრიალე, დივანზე წამოწოლაზე ვოცნებობდი, რადგან ვახშამი წინადღეს მოვამზადე და მხოლოდ უნდა გამეცხელებინა, ამ დროს კი ჩემმა ქმარმა დარეკა და ასეთი რაღაც მითხრა! თავიდან ასეთი რამ მოვიფიქრე, რომ კომპანიას მწოლიარე მდგომარეობაში დავხვედროდი მარტივი ფრაზით: ”ყველაფერი მაცივარშია, თქვენ მხოლოდ გაათბეთ…” “მოიტანე-მომართვის” იმედი არ ექნებოდათ და მალე დაიშლებოდნენ.
თავი ხელში ავიყვანე. ქმრის ნაცნობების ვიზიტები არც ისე ხშირია, რომ ეს პრობლემად გადამექცია. თანაც გამჭორავდნენ, იტყოდნენ, რომ უზრდელივით დაწვა და არც გამარჯობა გვითხრა და არც სახელიო…
შეძლებისდაგვარად გავხალისდი და სპორტულ კოსტიუმში გამოვეწყვე, რომელიც, ჩემი მეუღლის თქმით, მომგებიანად უსვამს ხაზს ჩემს ღირსებებს და სამზარეულოში შევედი.
კულინარიული ფანტაზიები თანდათან სტუმრის (ან სტუმრების) ვარიანტების არჩევად გადაიქცა. ეს ალბათ ის ახალი თანამშრომელი იქნება მათი განყოფილებიდან, მასზე ხშირად ლაპარაკობდა, მსახიობს ჰგავს, ტრენაჟორებს ამტვრევს სპორტდარბაზში, ფეხების და ბიცეფსის ზომა ერთი და იგივე აქვს, საქმეს მაშინვე გაუგო … თავადაც კი მომინდა რამდენიმე ცვლაში მასთან მუშაობა. ის კი აქ მოდის! სასწრაფოდ დავიწყე ჩემი საფირმო ვაშლის შარლოტას გამოცხობა – ჩაიზე დიდხანს ვისაუბრებთ.
შარლოტა ღუმელშია, მაგრამ ახლა თავში სხვა აზრი მიტრიალებს, რატომ მსახიობი? ცოტა ხნის წინ, მათთან ახალი ბუღალტერი მოვიდა და ჩემი ქმარი მასაც დაუმეგობრდა. ძალიან ხშირად არა, მაგრამ რეგულარულად ვისმენდი მისი პროფესიონალიზმის შესახებ. ეს თანამშრომელი რატომღაც მოულოდნელად მოვიდა, არა და, იმ წინა ბუღალტრის დროსაც ფირმა ძალიან კარგად მუშაობდა.
მაშინვე ასეთ სურათი წარმოვიდგინე: კარი იღება, ქმრის დამნაშავე მზერა, ქალი მაღალქუსლიანი ჩექმებით და ბანალური ტექსტი: „ჩვენ დიდი ხანია ვხვდებით. მინდა, რომ ერთმანეთი გაიცნოთ. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ! უფრო მეტიც, ჩვენი შვილები იზრდებიან და ჩვენ როგორმე უნდა მოვაგვაროთ მატერიალური საკითხები… რაში გვჭირდება გაურკვეველი ურთიერთობები?”
მოკლედ, რაღაც ამდაგვარი. ის ქალი კი დადის და ბინას ათვალიერებს, მზერით კუთხის მტვერს და ფარდის ჩამოკიდებულ კუთხეს აფიქსირებს, უცებ შარლოტას შეხედავს და ამბობს: „მე კი ჩვენს მამაკაცს ტორტებით ვანებივრებ…” და “ჩვენი მამაკაცი” ტორტებთან მიემგზავრება, მე კი ვკარგავ ჩემი შემოსავლის ძირითად წყაროს! არავითარ შემთხვევაში!
ფიქრებმა თმა ყალყზე დამიყენა, დაქოქილივით ვტრიალებდი და ჩემი ქმრის მოსვლამდე ჩვენი ბინა სისუფთავით ბრწყინავდა. მაგიდაზე ტორტი იდო, ახლომდებარე საცხობიდან, ოლივიეს არომატს ძვირადღირებული კონიაკის ბოთლის მბზინვარება ავსებდა, ჩუსტების ნაცვლად ფეხსაცმელი მეცვა.
როდესაც ჩემი ქმარი შემოვიდა, მე მის უკან გავიხედე – “სად არიან? ..” ვერც მსახიობი დავინახე და ვერც ბუღალტერი.
ჩემს ქმარს გაეცინა. “აგერ, აქაა! – და განუსაზღვრელი ჯიშის რბილი ცხოველი მაჩვენა. ეს იყო პრიზი კორპორატიული წვეულებიდან, – ეს ვასოა! იმედი მაქვს, დამეგობრდებით!”
ძალა მოვიკრიბე, ქმარს ვაკოცე და სავახშმოდ დავუძახე. საღამო კი ლოგიკური გაგრძელებით დასრულდა…