პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს.
სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის. მეზობელმა, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა და მას ვითომდა “ჩემი განერვიულება არ უნდოდა”, “საიდუმლოდ” შემატყობინა, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. უფრო მეტიც, ის თურმე მასთან ერთად ჩვენს სახლში ერთობა.
ჩემი სამსახურის სპეციფიკა რაიონში რეგულარული მივლინებებს გულისხმობდა და, როგორც წესი, ერთი-ორი მივემგზავრებოდი ხოლმე.
მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, დიდი რიცხვების კანონი არავის გაუუქმებია. მეზობელმა რამდენჯერმე “შენიშნა” ერთი ქალი, რომელიც ჩვენი სახლიდან ერთი კვარტლის მოშორებით ჩემი ქმრის მანქანიდან გადმოდიოდა. ჩემი ქმარი ჩვენი მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოში მარტო შედიოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის ქალიც მოდიოდა.
“გვიან საღამომდე” მორიგ მივლინებაში “გამგზავრებით” დავრწმუნდი, რომ ჩემმა მეზობელმა სიმართლე მითხრა. ყველაფერი ბანალურად მარტივი იყო, ჩემს ქმარს ჩემი სამსახურის მანქანისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.
ბრაზის პირველი მოზღვავების შემდეგ ჩემში აზარტმა გაიღვიძა. რა ვქნათ, თუ თამაშია, თამაში იყოს! დამშვიდობებამდე გავერთობი.
ძალიან ხელსაყრელი იყო ის, რომ ჩემი “საყვარელი ქმრის” დაბადების დღე ახლოვდებოდა.
სახლში გვიან საღამოს დავბრუნდი და დილით ქმარს შეწუხებული ხმით ვუთხარი, რომ მასთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ შემეძლო და ისევ ხანგრძლივი მივლინება მელოდა.
ქმარმა ამოიკვნესა და მიპასუხა, რომ ძალიან წუხდა, მაგრამ სამსახური სამსახურია და არა უშავდა, რადგან ნათესავები მაინც უქმეებზე უნდა მოსულიყვნენ. ის ალბათ ბოლომდე მოდუნდა, რადგან ერთი დღის შემდეგ მისი მაისურების ქვეშ აღმოვაჩინე სასაჩუქრე ყუთი ეროტიული თეთრეულით, რომელიც ჩემი ზომის არ იყო. ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მას ხმაურით უნდა დავშორებოდი.
დაბადების დღის დილას სახლიდან გავიქეცი, სანამ ჩემს ქმარს ჯერ კიდევ ეძინა, ერთი საათის შემდეგ კი ტელეფონით მივულოცე და სინანული გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად არ ვიქნებოდით.
სადილის შემდეგ ყველა ნათესავს და მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი ქმრის დაბადების დღეს დღეს ვიზეიმებდით და ეს მისთვის კიდევ ერთი საჩუქარი იქნებოდა. ყველას ვუთხარი, ვის რა უნდა მოეტანა – შუშხუნები, ბუშტები, ტორტი. ვუთხარი, რომ მათი დიდი იმედი მქონდა და რომ მოულოდნელობის გარეშე, სიურპრიზი უბრალოდ არ შედგებოდა. მათ ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ სიხარულით დამთანხმდნენ და ჩემმა მაზლმა კი ამ ყველაფრის ექსტრემალური კამერით გადაღება შემომთავაზა. სიურპრიზისთვის ასეთ “დამატებაზე” არც კი მიოცნებია.
შეხვედრა საღამოს 7 საათისთვის იყო დაგეგმილი. მეზობელმა, ვისთან ერთადაც ვთანამშრომლობდი, მანიშნა, რომ „თაგვები გალიაში იყვნენ”.
კარების გაღების შემდეგ ჩემთან ერთად ოთახში პირველი ჩემი მაზლი შემოვარდა ვიდეოკამერით, მის შემდეგ კი დანარჩენები შემოვარდნენ ყვირილითა და სიმღერით… საძინებელში ჩვენი საწოლი ხელის გულზე მოჩანდა. რამდენიმე ასაფეთქებლის ხმა უკვე სრულ სიჩუმეში გაისმა. ბოლო, რაც დავინახე, ეს იყო იყო სწორედ ის თეთრეული იმ ქალის სხეულზე.
მერე სიმძიმე შემომაწვა, სასწაულებრივად მივაღწიე ჩემი მშობლების სახლამდე ავარიის გარეშე.
რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობარმა, რომელიც “მილოცვაში” მონაწილეობდა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემმა დედამთილმა ტორტი თავის შვილს თავზე დააფარა, ჩემმა მამამთილმა კი – არანორმატიული ლექსიკის ბრწყინვალე ცოდნა გამოამჟღავნა, საყვარელმა ათჯერ გაიმეორა ერთი და იგივე ფრაზა: “შენ რა, იდიოტი ხარ?”
სასამართლო პროცესამდე ერთი თვით ადრე ჩემი ქმრის მშობლები მარწმუნებდნენ, რომ განცხადება გამომეტანა, ჩემი ახლა უკვე ყოფილი ქმარი კი ყოველდღე საჩუქრებს მჩუქნიდა, მაგრამ მე ვერ შევძელი მისი პატიება და საკუთარ თავზე გადაბიჯება.