თანდაყოლილი წიგნიერება. ფენომენი, როცა ადამიანი ყოველთვის სწორად წერს, მაგრამ წესები არ იცის 

0
37

ბევრი დარწმუნებულია, რომ ადამიანის წიგნიერება მისი მრავალწლიანი შრომის შედეგია. მხოლოდ სანიმუშო მოსწავლეს, რომელიც ყველა წესს და გამონაკლისს იზუთხავს, ზუსტად შეუძლია იცოდეს, რა და როგორ დაწეროს თითოეულ შემთხვევაში. არის შემთხვევები, როცა ადამიანი კარგი მოსწავლე არაა, მაგრამ მისი წიგნიერება მაღალ დონეზეა. თითქოს თავში ლექსიკონით დაიბადა. ეს ხომ შეუძლებელია. Paparazzi გიამბობთ, რაშია საქმე.

ადამიანის წიგნიერება – ნამდვილად, ენის შესწავლა ყველას განსხვავებულად გამოდის. ზოგს წლები სჭირდება, რომ წესები, სიტყვები და ფონეტიკური ტრანსკრიფცია შეისწავლოს, მაგრამ მაინც შეცდომებს უშვებს. სხვა კი უბრალოდ გრძნობს, რომელი ვარიანტია სწორი. როგორ ახერხებს მეორე კატეგორიის წარმომადგენლები წიგნიერების შენარჩუნებას წესების ცოდნის გარეშე? სინამდვილეში, „თანდაყოლილი წიგნიერება“ თანდაყოლილი ვერ იქნება. ადამიანმა უნდა იცოდეს ორთოგრაფიის და პუნქტუაციის წესები, თან თანამედროვე ცვლილებებით, ახალი სიტყვებით.

ერთ–ერთი მთავარი ახსნა, რომელზეც ფილოლოგები საუბრობენ, კარგი ვიზუალური მეხსიერებაა. ადამიანი სიტყვებს და სიტყვით კონსტრუქციებს იმახსოვრებს. როცა ამ სიტყვას შეცდომით ხედავს, შეუსაბამობას ამჩნევს და თავში რაღაც წკრიალებს. იმას ჰგავს, როგორ წითლდება მესენჯერში ადგილები, სადაც, დიდი ალბათობით, შეცდომა დაუშვით.

ცნობილია, რომ ადამიანების უმეტესობაში (მემარჯვენეები) ენობრივი ინფორმაცია მარცხენა ნახევარსფეროში მუშავდება. თუმცა ადამიანს შეუძლია გავრცელებული სიტყვები და სიტყვითი კონსტრუქციები მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენების გარეშეც ამოიცნოს. აქ ნამდვილად მეხსიერება ეხმარებათ. როცა ადამიანს „თანდაყოლილი წიგნიერებით“ რომელიმე სიტყვის მართლწერის შემოწმება სჭირდება, ყველა ვარიანტს ფურცელზე წერს, შემდეგ არასწორ ვარიანტებს ხაზავს. საკმაოდ საინტერესოა.

ფილოლოგები განმარტავენ, რომ ასეთი ადამიანებისთვის ტექსტის შეცდომით წაკითხვა უკიდურესად უსიამოვნოა, რადგან თითოეული უზუსტობა უარყოფით ემოციებს იწვევს. სამაგიეროდ, ტექსტის წერა პრობლემა არაა. სანამ მარტივად და მშვიდად იწერება, ყველაფერი სწორია. როგორც კი შეცდომას უშვებს, ტვინი მაშინვე უსიამოვნო სიგნალს აძლევს.

როგორ განვავითაროთ ასეთი წიგნიერება წესების და გამონაკლისების გარეშე? ბევრი კითხვით. თან ხარისხიანი ლიტერატურა უნდა წაიკითხოთ და არა მეგობრების პოსტები სოციალურ ქსელებში. შეცდომებით სავსე ტექსტის კითხვით წიგნიერება გაუარესდება. კარგ კითხვასაც სწორი მიდგომა სჭირდება. თუ ადამიანი ტექსტს სწრაფად შთანთქავს, სიტყვებს მათი სავარაუდო კონტურის მიხედვით იცნობს, შედეგი არ იქნება. თუ აუჩქარებლად და გააზრებულად წაიკითხავთ, თუ თითოეული დაწერილი სტრიქონით ისიამოვნებთ, თითოეული სიტყვა მეხსიერებაში აღიბეჭდება.