ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ბავშვის აღზრდისას აუცილებელია მათთვის იუმორს გრძნობის, საზრიანობის, ფანტაზიის განვითარება და ცოტაოდენი ეშმაკობის სწავლება. ასეთი მშობლებისგან მაგალითის აღება მოგინდება.
პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ მშობლების ისტორიებს, რომლებმაც თავიანთი შვილებს დაუვიწყარი ბავშვობა აჩუქეს.
ისტორია №1
ერთხელ სოფელში ვისვენებდით. მამაჩემი ყოველ დილით საქათმეში შედიოდა და ქათმების მახლობლად ქინდერ სიურპრიზს დებდა. მე მჯეროდა, რომ ეს ჯადოსნური ქათმები ამ სასწაულ კვერცხებს მხოლოდ ჩემთვის დებდნენ.
ისტორია №2
პატარა რომ ვიყავი, მე და ჩემი მშობლები ესპანეთში ვისვენებდით, სადაც ჩვენი მეზობლების კატა მომეწონა და ძალიან მინდოდა მისი სახლში წამოყვანა. დედა წინააღმდეგი იყო, მამამ კი ყველაფერი ლოგიკურად ახსნა და თქვა, რომ ეს კატა ესპანურად ლაპარაკობდა, ჩვენი ადგილობრივი კატები კი ინგლისურად, ასე რომ, ის ჩვენს მხარეში მოიწყენდა და მეგობარი არ ეყოლებოდა. მე მას დავთანხმდი, რომ ჯობდა ის თავის სამშობლოში დაგვეტოვებინა.
ისტორია №3
5 წლის ასაკში მეგონა, რომ მამაჩემი აგენტი 007 იყო. მან მითხრა, რომ საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა და ერთხელ სპეციალურ დავალებაზეც კი წამიყვანა, „ბომბი“ უნდა გაგვეუვნებელყო. ეს ბომბი პატარა ყუთი იყო, რომელსაც ლედ განათებები და მავთულები ჰქონდა შემოხვეული. მამაჩემმა დამავალა, რომ ორი მავთულიდან ერთ-ერთო გადამეჭრა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ თუ არასწორ მავთულს ავირჩევდი, ყველაფერი აფეთქდებოდა. ვინაიდან ხუთი წლის ასაკში ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემეშინდა, უარი ვთქვი და დავალების შესრულება მამაჩემს მივანდე. შემდეგ მამამ საიდუმლო კარის შესახებ მიამბო, რომელიც ლაბორატორიაში შემიყვანდა. ჩემთვის ეს იყო კარადა, რომლის წინაც დიდი ხნის განმავლობაში ვიდექი და ხმოვან პაროლს ვარჩევდი.
ისტორია №4
პატარაობაში მამაჩემმა ამიხსნა, რომ კივი მაიმუნის კვერცხი იყო. თუ მოვითმენდი და დაველოდებოდი, კივიდან მაიმუნები გამოიჩეკებოდა. მე კი ველოდი და ველოდი, სანამ კივი არ გაფუჭდა.
ისტორია №5
როდესაც ჩვენს სამი წლის ქალიშვილს გლანდების ოპერაცია დასჭირდა, დაახლოებით ერთი კვირა მოგვიწია მისი მომზადება. საჭირო იყო ხალათების, ბახილებისა და ნიღბების მომზადება. მერე რესპირატორი მოვისინჯეთ – ჩვენდა გასაკვირად, მოგვეწონა. ამის შემდეგ, ჩემმა შვილმა თავად ჩაჰკიდა ექთანს ხელი და საოპერაციოში შევიდა. მან თქვა, რომ რესპირატორი მოეტანათ და ოპერაცია აღარ გადაედოთ. ექიმები დიდხანს იცინოდნენ და ჩვენი შვილიც. არავითარი ყვირილი. მოიფიქრეთ მსგავსი რამ, თუ უცებ რაიმე სახის ოპერაცია დაგჭირდებათ, ექიმებიც მადლობას გეტყვიან და თქვენი შვილიც, როდესაც გაიზრდება.
ისტორია №6
დედაჩემი სადღაც იყო წასასვლელი, ჩემი ხუთი წლის და კი ძალიან ჭირვეულობდა და მისი გაშვება არ სურდა. მამაჩემმა უთხრა, რომ ის ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა, რასაც დედა უკრძალავდა. მაგალითად, დედაჩემის კოსმეტიკის აღებას და კედლებზე ხატვას. ჩემს დას თვალები გაუბრწყინდა და დედა დაავიწყდა. ჩვენ შპალერს ორმაგი წებოვანი ლენტით კიდევ ერთი ფენა შპალერი დავაკარით და კედლების მოხატვა დავიწყეთ. ჩემი დაიკო ძალიან ბედნიერი იყო!
ისტორია №7
ბავშვობაში დედაჩემისგან გავიგე, რომ ყოველი ტყუილის თქმის დროს შუბლზე წითელი წრე დამეხატებოდა, რომელსაც მხოლოდ დედები ხედავენ. ამიტომ, როდესაც მოტყუება მჭირდებოდა, შუბლზე ხელს ვიფარებდი, დედამ კი ყოველთვის იცოდა, როდის ვიტყუებოდი.
ისტორია №8
სახლში რომ მივდიოდი, გოგონა შევნიშნე, რომელსაც ძალიან უნდოდა კედელზე კურდღლის დახატვა, მაგრამ დედა უკრძალავდა და ეუბნებოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ეს კანონით იყო აკრძალული.
ისტორია №9
სანამ წვნიანს ვამზადებდი, ჩემი ქმარი ბავშვს ეთამაშებოდა. შემდეგ კი მათი ხმები გავიგონე: „პირველი, პირველი, მე მეორე ვარ“ და ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ კი ჩემი გოგონას ხმა გავიგონე: “მამა, დავიღალე, დასვენება მინდა”. ოთახში შევდივარ და რას ვხედავ – ჩემს ქმარს სძინავს, ქალიშვილი კი საწვიმარი ქურთუკით, თოფით და ხმლით, ოთახში აქეთ-იქით დადის. როდესაც ვკითხე, რას აკეთებდა, მან მიპასუხა: „მე და მამა დივნის მეფეს ვთამაშობდით, მან გაიმარჯვა“.
ისტორია №10
მე სტომატოლოგი ვარ. აღსანიშნავია, რომ ძალიან საზრიანი მშობლებიც არსებობენ, რომელთაც ბავშვის შემოყვანამდე, სათამაშოები ან ტკბილეული მოაქვთ, რომლებიც შემდეგ ბავშვს უნდა მივცე. ზოგი კი ექიმთან მისვლას სუპერგმირის განსაკუთრებულ დავალებად აღწერს, რადგან სუპერგმირი ჯანმრთელი უნდა იყოს, რათა სამყარო გადაარჩინოს. და მართლაც, ასეთი მიდგომა ექიმს მუშაობას უმარტივებს.
ისტორია №11
ერთხელ დედამ მითხრა, რომ ისპანახს თუ შეჭამდი, სახლის აწევას შევძლებდი. ისპანახი შევჭამე, მერე კი გარეთ გავედი და სახლის აწევა მოვინდომე. დედამ მითხრა, რომ სახლი ადგილიდან უკვე გატოკდა და კიდევ ცოტაოდენი ისპანახის ჭამა მჭირდებოდა.
ისტორია №12
როცა პატარა ვიყავი, მამაჩემს მისი ძველი შავ-თეთრი ფოტოების შესახებ ვკითხე. მამამ ამიხსნა, რომ ადრე პლანეტა მთლიანად შავ-თეთრი იყო, მაგრამ როდესაც ჩრდილო პოლუსზე ფერადი მანქანა დადგეს, ყველაფერმა ფერები შეიძინა.
ისტორია №13
ერთხელ სტუმრად ვიყავი და ასეთი საინტერსო სიტუაციის მომსწრე გავხდი. მამამ გატეხილი სათამაშო იპოვა და მშვიდად იკითხა, ვისი ნამოქმედარი იყო. მისი ვაჟი მიუახლოვდა და აღიარა, რომ ეს მან ჩაიდინა. რაზეც მამამ უთხრა: “შენ თუ გატეხე, რა უნდა გააკეთო?” ვაჟმა უპასუხა: “ჩემი სათამაშო უნდა ვაჩუქო და მე უკვე ვაჩუქე.” მამამ ჰკითხა, დაენანა თუ არა მას საკუთარი სათამაშოს მიცემა? შვილმა კი მშვიდად უპასუხა, რომ დაენანა, მაგრამ ის ხომ დამნაშავე იყო. მაშინ ის პატარა ბიჭი სულ რაღაც 5 წლის იყო.