ამბავი ქალზე, რომელიც მეორე ბავშვის გაჩენას აპირებს იმ იმედით, რომ ქმარი სმას შეწყვეტს

0
497

იცვლებიან თუ არა ადამიანები? ალბათ, ამაზე არაერთხელ დაფიქრებულხართ. ბევრი დარწმუნებულია, რომ ადამიანთან სერიოზული მეტამორფოზა შეუძლებელია. თითქოს, პიროვნებად უკვე ჩამოყალიბდა და მისგან ცვლილებების ლოდინი სისულელეა. ელისო სხვაგვარად ფიქრობს. იმედს არ კარგავს, რომ მისი ქმარი შეიცვლება, როგორც კი კიდევ ერთ ბავშვს გააჩენს. რამდენად კარგი იდეაა, ამას სტატიაში გაარკვევთ.

„მომავალ მეუღლესთან ურთიერთობა ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყე. ჩემი პირველი სიყვარულია. განშორებას ვერ გადავიტან. ახლა მე და ლაშა ჩვენს ქალიშვილს, სალის ვზრდით. თუმცა პატარა პრობლემები გვაქვს. მეუღლე ბევრს მუშაობს, მაგრამ ოდნავ მოსმა უყვარს. იმ მომენტში ჩემი ცხოვრება იცვლება. სულ სხვა ადამიანი ხდება. აგრესიული და უმართავი. ზოგჯერ მასთან ერთ ოთახში ყოფნა მეშინია. მეგობრები მარწმუნებენ, რომ მივატოვო. როგორ მივატოვო ასეთ მდგომარეობაში მარტო? დედას ამ თემაზე ჩემთან საუბარი საერთოდ არ სურს. კარგად იცის, რა არის ეს. მამაჩემიც ასეთი იყო.

ლაშა მეავეჯედ მუშაობს. მაგიდებს და კარადებს შეკვეთით ამზადებს. კარგ ფულს იღებს, ასე რომ ცუდად არ ვცხოვრობთ. თუმცა ყოველ შაბათ–კვირას ერთი და იგივე ისტორია მეორდება. პარასკევს შიშით ველოდები, რადგან ვიცი, როგორ ჩაივლის საღამო. ქმარი მარტო სვამს, მაგრამ ბოლო დროს სურს, რომ მისი კომპანიონი გავხდე. ქალიშვილის დაბადებამდე ამას ზოგჯერ ვაკეთებდი. ალბათ, უფრო უსაფრთხოების მიზნით, რადგან ქმარი თავისას მკაცრი ფორმით დაჟინებით მოითხოვდა.

ბოლო დროს ხშირად მეუბნება, რომ შეცვლა სურს. მზადაა ყველაფერი დათმოს, მაგრამ ამისთვის ვაჟი სჭირდება. მისი თქმით, მემკვიდრე მისი მთავარი მოტივაცია გახდება. ჩვენი გოგო 3 წლისაა. მამასთან განსაკუთრებული კომუნიკაცია არ აქვს. ქმარი მასზე მიჯაჭვული არაა ისე, როგორც მე. ეს გულს მტკენს. ვფიქრობ, რომ ქალიშვილთან კავშირის ნაკლებობა სმისგან უბიძგებს. არ ვიცი, რა გავაკეთო. კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი არ ვარ. მსურს, რომ მეუღლეზე გავლენა ნამდვილად მოახდინოს. როცა პირველად დავორსულდი, მთელი 9 თვე სასმელს არ გაკარებია. საუკეთესო პერიოდი იყო. როცა ვიმშობიარე, მთელი თვე სმაში გაატარა. ვერც ვხედავდი. როგორი რთული იყო ჩვილ ბავშვთან გამკლავება ქმრის გარეშე. ახლა სხვაგვარად იქნება. მჯერა!

ლაშასთან ერთად დედასთან წავედი, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეტყობინებინა. როცა მეორე ბავშვზე გაიგო, ყვირილი დამიწყო, თითქოს პატარა დამნაშავე ბავშვი ვარ. მითხრა, რომ პირველსაც ძლივს ვუმკლავდები: „გაიხსენე, როგორ დარბოდი პირველ წელს მეგობრებთან!“  ჩემს ქმარს პირდაპირ უთხრა, რომ უკუღმართია. ვაღიარებ, რთული იყო. ამჯერად სხვაგვარად იქნება. ლაშა დამპირდა, რომ შეიცვლება. „რას გააკეთებ, თუ ისევ ქალიშვილი გაგიჩნდება?“ – მკითხა დედამ პირდაპირ. ამაზე არ დავფიქრებულვარ. არ მინდა ამაზე განვეწყო. ყველაფერი ხომ ჩვენს თავშია! დედასთან მხარდაჭერის მისაღებად მივედი, მაგრამ დამცირება მივიღე. იცვლებიან ადამიანები? დედაჩემი ნამდვილად არა, მაგრამ ლაშას შეცვლის მჯერა!“

ელისო ცხოვრობს მამაკაცთან, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულია. ბავშვი საქმეს ვერ გამოასწორებს. ლაშას მკურნალობა ან მინიმუმ ფსიქოლოგთან მუშაობა სჭირდება. ელისოს ეს არ ესმის, რადგან ასეთ ოჯახში გაიზარდა. ასეთი ქცევის მოდელი მისთვის სამაგალითო გახდა. იმედი გვაქვს, რომ ქალი გადაწყვეტილებას შეიცვლის და ქმარს სხვა კუთხიდან შეხედავს.