ამბობენ, რომ ყველა შვილის მოვალეობაა მშობლებზე ზრუნვა. ლარისა ამ პარადიგმაში გაიზარდა. მართალია, ბევრი მშობელი ვარაუდობს, რომ შვილები სიბერეში დაეხმარებიან. ლარისას დედ–მამას სხვა მოსაზრება აქვს. ახლა ლარისა ფიქრობს, რომ თავიდანვე მონად გაზარდეს. ოღონდ მონებით მოვაჭრეც ცოცხალი საქონლის მიმართ უფრო გულმოწყალეა, ვიდრე მისი მშობლები.
„ჩემი მშობლები ყოველთვის ფულით შეპყრობილნი იყვნენ. უდარდელი ცხოვრება მათი თვითმიზანი იყო. მისკენ მიმავალ გასაღებად შვილის სწორად აღზრდაში ხედავდნენ. 5 წლიდან მხოლოდ ის მესმოდა, რომ ზრდასრულ ასაკში მშობლებზე უნდა ვიზრუნო. ასე თითქოს ვალში ჩაფლულმა გავიზარდე, სრულწლოვანებას შიშით ველოდი. დედ–მამას საკუთარი თავი მისაბაძ მაგალითად მოჰყავდა. ბებიისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, მეტსაც. ფულს აძლევდნენ, კომუნალურებს უხდიდნენ, კვირაში ორჯერ ბინას ულაგებდნენ. სახლის დასალაგებად მეც მივყავდი, რომ ბავშვობიდან უფროსების დახმარება მესწავლა.
რა თქმა უნდა, ასეთმა აღზრდამ ჩემს ბავშვურ გონებაში მკაფიო თანმიმდევრობა განავითარა. მშობლებს, როგორც მივხვდი, ვუყვარდი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათთვის სასარგებლო ვიქნებოდი. შესაბამისად, სკოლასა და უნივერსიტეტში ბეჯითად ვსწავლობდი. სხვაგვარად ხომ დედ–მამის სიყვარულს ვერ დავინახავდი! სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტი – წარჩინებით. მეორე კურსიდან ვმუშაობ. დედამ მირჩია. მისი თქმით, ასე ზრდასრულ ცხოვრებას ადვილად შევეგუებოდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნის პრობლემა არ მქონია. კარგ კომპანიაში კარგ თანამდებობაზე ვიყავი. კარიერულ კიბეზე წინ მივიწევდი, მაგრამ სულის სიღრმეში მეშინოდა, რომ ადრე თუ გვიან, მშობლები პასუხს მომთხოვდნენ.
ასეც მოხდა. დედამ 25 წლის იუბილეზე დამირეკა. მომილოცა და მითხრა, რომ ახლა ვალდებული ვარ მშობლებს ფინანსურად დავეხმარო. არ შევკამათებივარ, რადგან ბავშვობიდან ამისთვის ვემზადებოდი. ოღონდ გაირკვა, რომ მშობლების მადა ბებიის მოკრძალებულ მოთხოვნებს არ ჰგავდა! მაშინ დედა 50 წლის იყო, მამა – 52. ჯანმრთელობა არ აწუხებდათ, მუშაობდნენ, მაგრამ თვლიდნენ, რომ მათი მოთხოვნები მე უნდა დავაკმაყოფილო. კარგი, კომუნალურების გადახდისთვის მზად ვიყავი. საჩუქრების ჩუქებაც მხოლოდ მიხარია, მაგრამ ჩემი ბიუჯეტის 80%–ის მათ სისულელეებზე დახარჯვა ზედმეტია.
არა, ჯერ კიდევ მზად არ ვარ, რომ მშობლებს დავეხმარო. ჯერ ფეხზე დადგომის უფლება მომეცით. პირადი ცხოვრება არ მქონია და არ მაქვს. ბინაც არ მაქვს. როგორც ჩანს, ვერც შევძლებ, რადგან მთელი ფული დედ–მამის ჯიბეში მიდის. მათთან საუბარი უსარგებლოა, უკმაყოფილების მცირე გამოვლენაზეც სკანდალი იწყება. არ მესმის, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ერთი მხრივ, ჯერ კიდევ ვთვლი, რომ მშობლების დახმარება შვილის წმინდა მოვალეობაა. მეორე მხრივ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება მსურს!