ამჟამად ჩემს ქმარზე მეტს გამოვიმუშავებ, რის გამოც მან მიმატოვა

615

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

30 წლის რომ შევსრულდი, გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, საწარმოში ვმუშაობდი, სახლის საქმეებს ვაკეთებდი და დროს ჩემს ოჯახსაც ვუთმობდი. მე და ჩემს ქმარს ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ხდებოდა ხოლმე, რომ ვჩხუბობდი, მაგრამ მერე ვრიგდებოდით. მოკლედ, როგორც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება.

ცოტა ხნის წინ იდეა გამიჩნდა, რომ საქმიანობას შემეცვალა. მაშინვე ჩემს ქმარს ვკითხე, თუ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რას ფიქრობდა. მან მახრი დამიჭირა და მითხრა, რომ მთავარი იყო, ისეთი რამ მეპოვა, რის გაკეთებაც მომწონდა, გამომუშავებული ფულის რაოდენობას კი – მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძველ სამსახურში კიდევ 14 დღე ვიმუშავე და ბოლო დღეს სამხატვრო მაღაზიაში წავედი.

ზოგადად, არქიტექტურის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული, რადგან ხატვა მიყვარდა. შემდეგ სხვა სპეციალობით დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან ვინანე, რადგან იმას არ ვაკეთებდი, რაც მომწონდა. ახლა კი, გამბედაობა მოვიკრიბე და საკუთარი ცხოვრების შეცვლა გადავწყვიტე!

ქარხანაში დიდი ხელფასი არ მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მთელი ხელფასით შემოქმედებისათვის საჭირო ნივთები მეყიდა. ქაღალდი, ტილო, საღებავები, ფანქრები, ფუნჯები, მოლბერტები და კიდევ უამრავი რამ. ხატვა იმ დღესვე დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვხატავდი, ჩემს ნახატებს არანაირი შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ ახლობლების მხარდაჭერამ ჩემთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მოგვიანებით დიდი მხატვრების ნახატების ხატვა დავიწყე. ბავშვმა შემომთავაზა, რომ ჩემი ნახატები ერთ-ერთ მხატვართა ჯგუფში განეთავსებინა. გადავწყვიტე, რომ მეცადა, მაგრამ წარმატების დიდად არ მჯეროდა. ჩემი ნახატები საკმაოდ ძვირად დავაფასე. გადავწყვიტე, რომ საკუთარი შრომა ღირსეულად დამეფასებინა, მე ხომ მათ დახატვაზე ამდენი დრო დავკარგე!

ორი თვის შემდეგ ერთი ნახატი გაიყიდა, მოგვიანებით – კიდევ ერთი. შემდეგ ერთმა ქალმა მთხოვა, რომ მისთვის შეკვეთით დამეხატა. შემდეგ დავიანგარიშე, რამდენს გამოვიმუშავებდი ნახატებით და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ერთ სურათში იმდენს გამოვიმუშავებდი, რამდენსაც ჩემი ქმარი მთელ თვეში. მე ეს არ მანაღვლებდა, ჩემი ქმარი კი განერვიულებული და დათრგუნული დადიოდა. შევნიშნე, რომ ჩემი ქმარი გაღიზიანებული და ფეთქებადი გახდა. ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამის მიზეზი, მით უმეტეს, რომ ამ ფულს საკუთარ თავზე კი არ ვხარჯავდი, არამედ ოჯახის ბიუჯეტში ვდებდი. მე მას შევთავაზე, რომ ფული ბავშვების ანგარიშზე დამედო, მაგრამ ამან უფრო მეტი ნეგატიური ემოცია გამოიწვია ჩემი მისამართით!

რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ხატვას მივატოვებდი. მე უარი განვაცხადე. ჩვენ განვქორწინდით. იცით, რომ ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ? მე დროს ჩემს საყვარელ საქმეს ვუთმობ და ამაში ძალიან ბევრ ფულს ვღებულობ. ამ ფულს საკუთარ თავსა და შვილებზე ვხარჯავ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საყვარელი საქმე ავირჩიე და არა ჩემი ყოფილი ქმარი, რომელიც პატარა ბავშვივით იქცევა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს