პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ელენეს ისტორიას გიამბობთ.
ელენე ამაზე დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მას მუდმივად რაღაც აჩერებდა. ახლაც კი, როდესაც უკვე მზად არის, მაინც ფიქრობს, გააკეთოს ეს თუ არა. ის ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე სურათს, რომ ხელში პატარა ლამაზი გოგონა ეჭირა! მას შვილი ძალიან უნდოდა.
გზაში საკუთარ წარსულს იხსენებდა. ელენეს გაახსენდა, როგორ უთხრა გინეკოლოგმა, რომ ის შვილების გაჩენას ვეღარ შეძლებდა. მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ამის მოსმენა. შემდეგ კი, ბუნებრივია, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე აისახა. ელენემ სამსახური შეიცვალა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ის საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავიდა და თანდათან შეწყვიტა ადამიანებთან ურთიერთობა. ის მთლიანად კარიერაზე კონცენტრირდა, ძალიან ბევრს მუშაობა და თავისი სამსახური ძალიან უყვარდა. კოლეგები მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, მაგრამ მასთან განსაკუთრებულად არავინ მეგობრობდა. ბევრს ეგონა, რომ მას მარტოობა მოსწონდა.
ქარხნის ხელმძღვანელი მას ძალიან კარგად ეპყრობოდა. ელენემ როგორღაც გაიგო, რომ სწორედ მისი წყალობით მისცეს მას ბინა. თავად მას თხოვნა არ უნდოდა, რადგან არც გათხოვილი არ იყო და არც შვილები არ ჰყავდა. ელენე, მისი უფროსის წყალობით საერთო საცხოვრებლიდან ბინაში გადავიდა. იქ საერთო საცხოვრებელზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ კომუნალური ბინა იყო და პირობებიც მისი შესაფერისი. იქ უამრავი ბავშვი იყო და მუდმივად ხმაური იყო. სააბაზანო ოთახთან კი ყოველთვის რიგი იდგა, ამასთანავე, ძალიან მოხერხებული უნდა ყოფილიყავი, რომ ჩაიდნის დადგმა მოგესწრო.
ელენე ხშირად იკეტებოდა თავის ოთახში და წარსულს იხსენებდა. ცოტა ხნის შემდეგ ის აღარ გაურბოდა ადამიანებს და გარეთ გამოდიოდა. მან ისევ დაიწყო თავის მოვლა და სარკეში საკუთარი თავი მოეწონა კიდეც! შემდეგ მან ერთი მამაკაცი გაიცნო, რომელიც იმავე ქარხანაში მუშაობდა. დიახ, მათ ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მას სხვა ქვეყანაში მოუწია გამგზავრება. მამაკაცი დაჰპირდა, რომ მასთან ურთიერთობას გააგრძელებდა და წერილებს მისწერდა, მაგრამ ეს სიცრუე აღმოჩნდა. ელენე დიდად არ დაღონებულა. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მიჩვეული იყო მარტოობას. თუმცა იმ მამაკაცის სურათი საწოლთან ჩამოკიდა, ხშირად უყურებდა მას და მასზე ფიქრობდა. ამის შემდეგ ელენემ ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. ის უკვე ორმოცს გადაცილებული იყო. როდესაც ის ბავშვთა სახლში მოსალაპარაკებლად მივიდა, მან მოისმინა ფრაზა: “ქმრის გარეშე ბავშვის აყვანა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! სანამ ბავშვი გაიზრდება 15 წელი მაინც უნდა გავიდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენ ყველაფერს შესძლებთ!”
ცოტა ხნის შემდეგ ელენე ბავშვთა სახლში მივიდა, სადაც მას დირექტორი დახვდა. ისინი დასალაპარაკებლად კაბინეტში შევიდნენ.
-ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ? ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მინდა, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს. ზოგიერთებს ბავშვები მიჰყავთ და ისევ უკან მოჰყავთ.
როდესაც ელენემ უთხრა, რომ იგი ფრონტზე იყო ნამყოფი, მაშინ დირექტორი უფრო თბილი ხმით დაელაპარაკა და იმ ოთახში შეიყვანა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
მის შესახვედრად მაშინვე ერთი მხიარული ქერათმიანი ბიჭი გამოიქცა, რომელსაც სახეზე ჭორფლი ჰქონდა.
-დედა, ჩემთან მოხვედი? უკვე წავიდეთ? – იმედიანი თვალებით შესცქეროდა ბიჭი ელენეს.
-არა, არა, შემდეგში. – ყოყმანით უთხრა ელენემ.
რა უნდა ექნა? მას ხომ გოგონა უნდოდა ძალიან. დიახ, არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იქნება!
ამ დროს დირექტორმა ელენე ისევ კაბინეტში შეიყვანა და უთხრა:
-დიახ, არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ახლა ბავშვები მალევე მიჰყავთ, მაგრამ ეს ბიჭი რატომღაც არ წაიყვანეს. ის კი ზის და იცდის.
ელენე სახლში დაბრუნდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. ეს ბიჭი გონებაში ჩარჩა, მაგრამ მას ხომ გოგო უნდოდა! ელენე ოთახში შევიდა და სურათს შეხედა. ბიჭი ძალიან ჰგავდა კოტეს! გადაწყდა!
ბავშვთა სახლში წასვლის შემდეგ ელენეს საქმეები ცუდად წარიმართა. მან შემთხვევით მოისმინა, როგორ ეუბნებოდა კონტროლიორი მის უფროსს, რომ მას დღეს ელენეს ნამუშევრები არ მოეწონა. კონტროლიორი ამბობდა, რომ ელენეს ბავშვი მხოლოდ ბინის გამო სჭირდებოდა, უფროსის პასუხი მას აღარ მოუსმენია, ატირდა და სახლში გაიქცა.
რამდენიმე დღის შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, რომ ბავშვთა სახლში წასულიყო და ბავშვი წამოეყვანა. ოთახში შევიდა თუ არა, ბავშვებმა მაშინვე სიხარულით დაიყვირეს, რომ ილიას დედა მოვიდა. იმ ქერათმიანმა ბიჭმა მაშინვე მასთან მიირბინა და ჩაეხუტა. ელენე მიხვდა, რომ ეს ბედი იყო და სწორედ ეს ბიჭი უნდა ეშვილა.
როდესაც ელენე სახლში ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა, ის თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ის ნამდვილად ბედნიერი იყო. ამ დროს მას გაახსენდა, რომ პატარა გოგონასთვის ჰქონდა სიურპრიზი მომზადებული. ეს იყო დიდი თოჯინა და სხვა სათამაშოები.
-ილია, ცოტა ხანს მეზობელთან დაგტოვებ, მე კი მაღაზიაში წავალ.
-შეიძლება მეც წამოვიდე? – იკითხა ბიჭმა.
-დღეს არა, შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდა.
ცოტა ხნის შემდეგ ელენე დაბრუნდა და ხელში საჩუქარი ეჭირა. ილიამ მასთან ისე მიირბინა, რომ თითქოს ის მაღაზიიდან კი არა, არამედ მივლინებიდან დაბრუნდა. შემდეგ ისინი სავახშმოდ დასხდნენ. ბიჭი მადიანად მიირთმევდა.
-ეს მამაჩემია? – იკითხა მან, როდესაც კედელზე მამაკაცის სურათი შენიშნა.
-კი, მამაშენია. მოდი ახლა დავიძინოთ, – უთხრა ელენემ.
-დედა, ხომ არ მიმატოვებ? ზოგიერთ მშობელს ბავშვები ისევ ბავშვთა სახლში მიჰყავს, – შიშით იკითხა ბიჭმა.
-არა, რას ამბობ! – სიხარულით უპასუხა ელენემ.
როდესაც ილიას ჩაეძინა, ელენემ შენიშნა, რომ ის ძალიან ჰგავდა კოტეს. ის ოთახიდან გავიდა, თავის დირექტორს დაურეკა და უთხრა, რომ ბინა აღარ სჭირდებოდა. მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა სად იცხოვრებდა, რადგან ის ძალიან ბედნიერი იყო!