აკეთეთ სიკეთე, ან როგორ შეცვალა უბრალო საპონმა ადამიანის ცხოვრება

209

მაშინაც კი, როდესაც მეგაპოლისში არ ვცხოვრობთ და ვცხოვრობთ პატარა ქალაქში, სადაც 300-400 ათასი მოსახლეა, ხშირად, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვამჩნევთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან.

ჩვენ ყოველთვის სადღაც მივიჩქარით, გვეჩქარება და ვაგვიანებთ, თანამედროვე ცხოვრების აურზაურმა ზომბებად გვაქცია, ჩვენ აღარ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს გარშემო არსებულ სივრცეს. ჩვენ აღარ ვართ გულწრფელები და ჰუმანურები.

ადამიანებს შორის ისე დავდივართ, თითქოს ბამბუკებს შორის, არ ვამჩნევთ მათ ემოციებს და არ გვინდა, რომ თანავუგრძნოთ მათ და არ გვაინტერესებს სხვა ადამიანების ბედი. რა უნდა ვილაპარაკოთ უცხო ადამიანების ბედზე, როდესაც თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქამ ისე შეგვაცვალა, რომ ზოგჯერ საკუთარ ბედზეც კი არ ვღელავთ.

დღეს მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც ერთი წლის წინ გადამხდა თავს. იმ დროს მეც, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული ადამიანები, აბსოლუტურად გულგრილი ვიყავი ყველაფრის მიმართ, საერთოდ არ მაინტერესებდა გარშემომყოფი საზოგადოება, საკუთარ სამყაროში ვცხოვრობდი, როგორც ჭუპრში გახვეული პეპელა.

ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში ვიმყოფებოდი. ეს იყო ადგილობრივი მინი მარკეტი, პოსტსაბჭოთა დროინდელი მაღაზიის მსგავსი, რომელიც, წესით, უნდა განვითარებულიყო პროგრესისკენ, მაგრამ განვითარების ეტაპზე გაიყინა.

ასეთ მაღაზიებში არ არის სალარო აპარატები და თვითმომსახურების ტერმინალები, მაგრამ არის კოლორიტული გამყიდველი, რომელსაც შეუძლია, რომ გარკვეული რაოდენობის თანხა ისე დაგახარჯინოთ, რომ ვერც კი მიხვდეთ.

იმ დღეს ბევრი რამის ყიდვა არ მინდოდა, უბრალოდ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აღარ მქონდა. სწორედ ამიტომ მომიწია ამ მაღაზიაში შესვლა, თუმცა ვცდილობ ხოლმე, რომ იქ ხშირად არ შევიდე.

ჭურჭლის სარეცხი საშუალების არჩევისას, შევნიშნე, რომ მაღაზიაში დაახლოებით 25 წლის გოგონა შემოვიდა. ის დამთრგუნველად გამოიყურებოდა, მთლიანად ჭუჭყიანი იყო, თმები ერთ ჩახლართულ გროვად ჰქონდა შეკრული, ტანსაცმელიც ძველი და ჭუჭყიანი ეცვა.

ის ძალიან მორიდებულად მომიახლოვდა. ახლა მძიმე ცხოვრებაზე დაიწყებს წუწუნს და 3 მცირეწლოვანი შვილის აღსაზრდელად ფულს მომთხოვს, – გავიფიქრე მე.

მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მან დახმარება არ მთხოვა. გოგონამ მხოლდ 2 ლარი მთხოვა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საპნის საყიდლად. მან მითხრა, რომ ბანაობა უნდოდა, რადგან უკვე დავიწყებული ჰქონდა, თუ რა იყო სისუფთავე.

რა თქმა უნდა, ფული მივეცი, რადგან მისი მოთხოვნა მართლაც არასტანდარტული იყო. ნეტავ რას იზამს, გავიფიქრე მე. გოგონამ ყველაზე იაფფასიანი საპონი იყიდა, რომელიც 1 ლარი ღირდა და დანარჩენი თანხის დაბრუნება სურდა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე.

ეს გოგონა ძალიან შემეცოდა. საბრალო, ეტყობა, რომ ლოთი არ არის და არც ნარკომანია, როგორც ჩანს მართლაც რთული ბედი აქვს.

სანამ ვფიქრობდი, გოგონამ ფუნთუშების დახლს ჩაუარა, რამდენიმე წამით გაჩერდა და სწრაფად წავიდა. ალბათ ძალიან მშიერია, გავიფიქრე მე. მაშინვე შევიძინე ახლად გამომცხვარი ფუნთუშები და გოგონას დავეწიე.

ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სკვერში დავეწიე, ჩემს დაძახილზე შეშინებული გაჩერდა, ალბათ ეგონა, რომ მისი წყენინება მინდოდა. სკვერში სკამზე დავსხედით, ფუნთუშებით გავუმასპინძლდი, ჭამდა და ჩემი თხოვნის შემდეგ, თავისი სულისშემძვრელი ამბავი მიამბო.

მოკლედ, ეს იყო ბანალური ისტორია, მასში ჩართულია ორი კლასიკური, ასე ვთქვათ, შექსპირის ტრაგედია, კერძოდ კი, სიყვარული და მშობლებისა და შვილების რთული ურთიერთობა.

ის 17 წლის იყო, როდესაც, როგორც მაშინ მას ეჩვენებოდა, თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდა. ახალგაზრდამ, რომელიც მასზე თითქმის 10 წლით უფროსი იყო, შესთავაზა, რომ ერთად დაეწყოთ ცხოვრება.

რაზეც მისმა მკაცრმა დედამ კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ სიყვარულმა თავისი გაიტანა და გოგონა დედის აკრძალვის მიუხედავად, საცხოვრებლად თავის შეყვარებულთან გადავიდა. ექვს თვეზე ნაკლები პერიოდის შემდეგ, მამაკაცს უბრალოდ მობეზრდა ის და სახლიდან გააძევა. დედამ ვერ აპატია თავის ქალიშვილს დაუდევარი საქციელი და უკან აღარ მიიღო. თავიდან ის მეგობრებთან ცხოვრობდა, მერე კი, როცა მიხვდა, რომ არავის სჭირდებოდა და ქუჩაში წავიდა საცხოვრებლად. სულ ეს იყო. ქუჩამ კი თავისი საქმე უკვე გააკეთა, გოგონა ძალიან სწრაფად გადაიქცა მოვლილი ლამაზმანიდან – ჭუჭყიან მათხოვრად.

მე ის ძალიან შემეცოდა და სახლში წავიყვანე. მან იბანავა, მე კი თმა შევაჭერი. სხვათა შორის ძალიან მოკლედ მომიწია შეჭრა, საპარიკმახერო საქმეში გამოცდილება მქონდა და ვარცხნილობა ძალიან ლამაზი გამომივიდა.

მერე ვივახშმეთ, რის შემდეგაც საკუთარი გარდერობიდან ტანსაცმელი შევურჩიე. ჩემს მეგობრებს დავურეკე და ისინი დამეხმარნენ, რომ მისთვის საერთო საცხოვრებელში ოთახი მიეცათ. ჩემი მეგობრები გოგონას დასაქმებაშიც დამეხმარნენ. ახლა ის სუპერმარკეტში მუშაობს მოლარედ და განყოფილების გამგის კურსების გავლასაც აპირებს. მის ცხოვრებაში თანდათან ყველაფერი დალაგდა, მან ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

სხვათა შორის, მან თეატრში დამპატიჟა, ამიტომ მომავალ კვირას თეატრში მივდივართ.

იმედია, ეს ამბავი გულგრილს არ დაგტოვებთ და გაჭირვებულ ადამიანებს თქვენც დაეხმარებით. გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნად აუცილებლად უნდა იყვნენ კეთილი ადამიანები. აკეთეთ სიკეთე და ის სამმაგად დაგიბრუნდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს