პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
მე მყავს ვაჟი. ის 35 წლისაა, მისი ცოლი კი 32 -ის. ისინი ათი წელია დაქორწინებულები არიან. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მუშაობენ, მოგზაურობენ, ერთმანეთს არ ეჩხუბებიან. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა – მათ შვილები არ ჰყავთ. არაერთხელ მითქვამს, რომ მე და ჩემს ქმარს შვილიშვილები გვინდა, მაგრამ ამაზე ან არ რეაგირებენ, ან ხუმრობაში გადააქვთ. აი, ჩემს მეზობელ ნანასაც ჰყავს ვაჟი და მას უკვე სამი შვილი ჰყავს. ისინი მოგზაურობაზე არც კი ფიქრობენ – საღამოობით ბავშვებთან ერთად სასეირნოდ ეზოში გამოდიან. შესანიშნავი ოჯახია! ძალიან დავიღალე ნანას ლაპარაკით, ის სულ თავის შვილიშვილებზე ლაპარაკობს. ჩემს შვილს ვუთხარი, მაგრამ ის მეუბნება, რომ თუ არ მოგწონს ნუ უსმენო… ასეთი პასუხების გამო, ადგილს ვერ ვპოულობ.
ეჭვი მაქვს, რომ ჩემს რძალს აქვს პრობლემა. ჩემი შვილი ჯანმრთელია, ზუსტად ვიცი: ის ძალიან ამტანია და ძლიერი. ჩემი რძალი კი – გამხდარი, ფერმკრთალი, ალბათ ავადმყოფი. გადავწყვიტე მემოქმედა და ყველაფერი გამეგო.
ჩემი კავშირების წყალობით ჩემი რძლის გინეკოლოგს დავუკავშირდი და აღმოჩნდა, რომ მართლაც ყველაფერი არც თუ ისე კარგად იყო. იქნებ ახალგაზრდობაში აბორტი გაიკეთა და ახლა შვილის გაჩენა არ შეუძლია? მისგან ეს მოსალოდნელია. თუმცა, შეიძლება არც გაუკეთებია, მაგრამ მე მინდა, რომ ჯანმრთელი შვილიშვილები მყავდეს! ავადმყოფი ბავშვი რომ დაიბადოს? ჩემი რძალი ხომ მკვდარ თაგვს ჰგავს: გამხდარი, ფერმკრთალი, მხოლოდ კანი და ძვლებია, ვერაფერს ჩაეჭიდები! ამიტომ, ჩემი აზრით, დროა ერთმანეთს დაშორდნენ. უფრო მეტიც, ახალი სარძლოც მყავს მხედველობაში – მეზობლის შვილიშვილი, ულამაზესი გოგო. ვარდისფერი ლოყები, ლამაზი ფეხები, თეძოები – ნამდვილად ჯანმრთელ ბავშვებს გააჩენს.
ჩემი შვილი ძალიან სიმპათიურია: მანქანა ჰყავს, ბინა აქვს, ძალიან ნიჭიერია. სხვა რა არის საჭირო? ქმარი კი არა – ოცნება! ჩემი რძალიც მოძებნის ვინმეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. არც კი დამენანება, თუ მანქანას თვითონ დაიტოვებს. აბა, რანაირი ცოლია? მხოლოდ სამსახურზე ფიქრობს და თავის ფიტნესზე: საღამოობით რკინებს ათრევს, სახლში კი – კომბოსტოს ჭამს. სახლში არ ამზადებს მსუყე წვნიანს და ღვეზელებს. ჩემი საწყალი შვილი, ის მხოლოდ რაღაც პროტეინებზე ზის.
ვფიქრობ, იქნებ მე თვითონ დაველაპარაკო და მივახვედრო? თითქოს, სულელი არ არის და უნდა მიხვდეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება: ჩხუბი არ მინდა. მინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. მე შვილიშვილები მინდა! ადრე რომ მცოდნოდა, რომ ასეთი იყო, იქნებ ახლა ჩემი შვილიშვილები უკვე სკოლის ასაკის ყოფილიყვნენ. ჩემი შვილი ალბათ არ მოიწონებს ჩემს სურვილს, მათი დახმარება რომ მინდა. იფიქრებს, რომ მათ ოჯახში ვერევი, მაგრამ თვითონ ხომ არაფერს აკეთებს!