ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე შორეული ნათესავი, ყველაზე ახლობელ და სანდო ადამიანად! 

0
247

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ანას ისტორიას გიამბობთ.

13 წლის ანა ცოტა ხნის წინ დაობლდა. არც ერთმა ნათესავმა არ მოინდომა გოგონას თავისთან წაყვანა. ყველა მათგანი თანაუგრძნობდა მას, მისთვის შოკოლადები მიჰქონდათ, მაგრამ არც ერთმა არ შესთავაზა თავისთან გადასვლა. საყვარელმა დეიდამაც კი განაცხადა, რომ თავისი ორი შვილი ჰყავდა და მესამეს ვერ მიიღებდა. ობოლს არ მიეხმარა არც ნინო დეიდა, რომელიც დედამისის დეიდაშვილი იყო და მათი ოჯახის ხშირი სტუმარი. მას არც თავი უმართლებია და არც რაიმე მიზეზი არ მოუგონია. მას ბიძაც ჰყავდა, მამის ძმა, მაგრამ ის სადღაც ძალიან შორს ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

ანა ბავშვთა სახლში მოხვდა. ოთახში მის გარდა კიდევ სამი ადამიანი ცხოვრობდა: ორი გოგონა მისი თანატოლი იყო, ერთი კი რამდენიმე წლით უფროსი. როგორც გოგოებმა თქვეს, ის გოგო მალე უნდა გადასულიყო. გოგოებმა მაშინვე აუხსნეს ანას, რა და როგორ იყო ბავშვთა სახლში. ახალ მეგობრებს მისთვის არ უკითხავთ იქ როგორ მოხვდა და რა დაემართათ მის მშობლებს. ანას თავადაც არ შეეძლო რაიმეს მოყოლა, რადგან სულიერად თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

ცოტა მოგვიანებით აღმზრდელი შემოვიდა და გოგოები სასადილო ოთახში გაიყვანა. სადილის დრო დასრულდა, მაგრამ ანას იმ დღეს არაფერი ეჭამა.

ერთი თვეში ანა ბავშვთა სახლში ცხოვრებას მიეჩვია. იქ თითქოს თავს ცუდად არ გრძნობდა. გოგოები ზოგჯერ მარტოები გადიოდნენ ეზოში გასასეირნებლად. ანას თანდათან უკეთ ეძინა და ნაკლებს ტიროდა. ერთ დღეს კი უფროსმა გოგოებმა დაცინვა დაუწყეს:

-რა თქმა უნდა, აქ მოგიყვანდნენ, ისეთი საფრთხობელა ხარ!

-ტყუილია! – იყვირა ანამ, – დედა და მამა ავარიაში დაიღუპნენ.

-არა, მათ უბრალოდ აქ მოგიყვანეს, რათა შენი ფიზიონომია არ ენახათ! – არ ჩერდებოდნენ ისინი.

-ისინი ცოცხლები აღარ არიან! – ყვიროდა ატირებული ანა. გოგონა ისე ტიროდა, რომ აღარ ესმოდა, ირგვლივ რა ხდებოდა. თვალები რომ გაახილა, მიხვდა, რომ თავის საწოლზე იწვა. მან მედდა და თავისი მეგობრები დაინახა.

-როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? – დაინტერესდა ქალი.

-ყველაფერი ტრიალებს, – ჩაიჩურჩულა ანამ.

-ასეთი რამ წაქცევის მერე ხდება. შენ გონება დაკარგე და წაიქეცი. – ნაზად უპასუხა მედდამ.

-იწექი, დასვენება გჭირდება.

საღამოს ანასთან უფროსი გოგოები მოვიდნენ და პატიება სთხოვეს:

-არ გვეგონა, ასე თუ გეწყინებოდა. ჩვენ მხოლოდ ვხუმრობდით. შენი უბედურების შესახებ არაფერი ვიცოდით.

-გასაგებია. – თქვა ანამ.

-რა გქვია?

-ანა.

-გვაპატიე.

-კარგი, გპატიობთ.

რამდენიმე დღის შემდეგ ანა გამოჯანმრთელდა და ბიბლიოთეკაში წავიდა. იქ მას ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი მიუახლოვდა და უთხრა:

-შენთვის საჩუქარი გვაქვს.

-რა საჩუქარი? – დაინტერესდა ანა.

ჩვენ შენს პირად საქმეში ჩავიხედეთ და გავიგეთ, რომ ბიძა გყავს. ჩვენ მას წერილი გავუგზავნეთ და პასუხიც მივიღეთ: მან არაფერი იცოდა, მაგრამ მალე შენთან ჩამოვა.

ანამ გაიღიმა:

-ნუთუ ბიძაჩემი ჩემს წასაყვანად ჩამოვა?

-ჩამოვა!

ანა მოლოდინით ცხოვრობდა. ერთ დღეს კი მის ოთახში აღმზრდელი შევიდა და უთხრა, რომ მასთან სტუმარი მოვიდა.

-ვინ? – იმედით იკითხა ანამ.

-მოდი და თავად ნახავ.

ანამ მაშინვე იცნო ბიძამისი და მისკენ გაიქცა. ის თავის ძმისშვილს ჩაეხუტა, შემდეგ ყურადღებით შეხედა და უთხრა: “როგორ გაზრდილხარ! ნივთები ჩაალაგე, მივდივართ!”

ანას სიხარულისგან აღარაფერი ახსოვდა, ყველაფერი ჩაალაგა, ყველას გამოემშვიდობა და ბიძასთან მიირბინა. შემდეგ ის უცებ მობრუნდა და იმ გოგონებთან მივიდა, რომლებმაც აწყენინეს. ანამ მათ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.