ერთი შემთხვევა ფსიქოლოგის პრაქტიკიდან 

0
230

ეს ამბავი შორეულ ოთხმოცდაათიანებში მოხდა. იმ დროს სამხედრო სასწავლებელში ვსწავლობდი. ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს, რომ ხელმძღვანელთან შევსულიყავი. გენერლის კაბინეტში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ტიროდა და ცრემლებს დროდადრო ცხვირსახოცით იწმენდდა.

ჩვენი უფროსი ყოფილი სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც ავღანეთშიც იყო ნამყოფი. ის ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანობით გამოირჩეოდა. კურსანტებს მისი ეშინოდათ, მაგრამ პატივს სცემდნენ. ასეთ მდგომარეობაში ის პირველად ვნახე. ის სასოწარკვეთილი სახით მომიახლოვდა და მითხრა:

-დღეს მინდა მოგმართო, როგორც მეგობარს და არა როგორც კურსანტს. მე შენი დახმარება მჭირდება.

ერთი წუთითაც კი არ დავფიქრებულვარ და წარმოვთქვი: “რას მიბრძანებთ? რით შემიძლია თქვენი დახმარება?”

-ჩემი ძმის შვილიშვილი სიკვდილის პირასაა, – წარმოთქვა გენერალმა. “შარშან მან ჩვენი სასწავლებელი დაამთავრა, შეიძლება შენც იცნობდი. შემდეგ სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ჩააბარა და უბედური შემთხვევა შეემთხვა. ჩვენ მხოლოდ პაპაშენის იმედი გვაქვს. შეგიძლია, დაგვეხმარო? იქნებ ნახოს და გვითხრას, როგორ მოვიქცეთ?

მე აღარაფერი მიკითხავს. მაშინვე დავურეკე პაპაჩემს და 15 წუთის შემდეგ ყველა ერთად პაპაჩემთან წავედით. საბედნიეროდ, მას მაშინ შვებულება ჰქონდა და ჩვენ იქამდე მივუსწარით, სანამ ის აგარაკზე გაემგზავრებოდა.

ის ბიჭიც ჩვენთან ერთად იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მე მას პირადად ვიცნობდი, ბიჭი ვერ ვიცანი. მის თვალებში სიცარიელე იყო, იგი ჭკუიდან გადასულივით გამოიყურებოდა და მზერა ჩამქრალი ჰქონდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს ფიქრებით სადღაც შორს იყო. მე ცოტა შემეშინდა.

პაპაჩემთან რამდენიმე წუთში მივედით და მას ყველაფერი ავუხსენით.

ექვსი თვის წინ ბიჭმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მას გაკვეთილზე მოულოდნელად კრუნჩხვა დაემართა. ის საავადმყოფოში გაგზავნეს და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, მაგრამ არანაირი დეფექტი არ დადგინდა. როგორც კი გამოწერეს, ბიჭს კრუნჩხვა ისევ გაუმეორდა. ამის შემდეგ კიდევ უმეორდებოდა, მაგრამ ვერავის შეეძლო იმის დადგენა, თუ რატომ ემართებოდა. მხოლოდ პაპაჩემის იმედი ჰქონდათ, ის ხომ მთელს რაიონში ფსიქიატრიული დაავადებების საუკეთესო სპეციალისტი იყო.

ის რაც შემდეგ მოხდა, ძალიან საინტერესო იყო. პაპაჩემი ბიჭთან ერთად კაბინეტში შევიდა და 15 წუთის შემდეგ მარტო გამოვიდა.-მორჩა, სახლში დაბრუნდით. – მშვიდად და ხმადაბლა წარმოსთქვა პაპაჩემმა.

-და ჩემი შვილი? – იკითხა ბიჭის დედამ.

-თქვენ სახლში წადით, მე და ის კი აგარაკზე წავალთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, პაპაჩემმა ჩვენ გამოგვიშვა, თავად კი იმ ბიჭთან ერთად აგარაკზე გაემგზავრა.

ერთი თვის შედეგ ისევ გენერლის კაბინეტში შევედი. მასთან ისევ ის ქალბატონი იყო, მაგრამ ამჯერად უკვე სხვაგვარად გამოიყურებოდა – ის იღიმებოდა. მის გვერდით უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული ბიჭი იდგა და სულ სხვა გარეგნობა ჰქონდა. დაავადებისაგან კვალიც კი აღარ დარჩენილიყო. მან დახმარებისთვის მადლობა გადამიხადა, მის შემდეგ კი იგივე გენერალმაც გააკეთა. რანაირად მოხდა, რომ სრულიად უიმედო პაციენტი ერთ თვეში სრულიად გამოჯანმრთელდა? ეს ყველამ სასწაულად მიიჩნია. ეჰ, რამდენი მსგავსი სასწაული მოუხდენია პაპაჩემს ცხოვრების მანძილზე…

მოგვიანებით პაპაჩემს ვკითხე, რით იყო ის ბიჭი ავად. მან მითხრა, რომ ზედმეტი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის გამო, მას ნერვული აშლილობა დაემართა. მისი ტვინი ძალიან გადატვირთული იყო და უბრალოდ “გაჭედა”. პაპაჩემი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მას გონებრივი დატვირთვა ჩამოაშორა. ამის ნაცვლად მან შეშის დაჭრა და ბოსტანში მუშაობა დაავალა. გონებრივი დატვირთვა – ფიზიკური დატვირთვით ჩაანაცვლა. ის მხოლოდ მაშინ ისვენებდა, როდესაც საკვები უნდა მიეღო. მთელი დღის მანძილზე ისე იღლებოდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა და მომენტალურად იძინებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისმა ტვინმა დაისვენა და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. არავითარი აბები მას არ მიუღია.

აი, ასეც ხდება ხოლმე. და ასეთი ისტორია, რომელიც პაპაჩემს გადახდა, ძალიან ბევრია.