წითელი და თეთრი მოცხარი ბევრ დაავადებას კურნავს. პოდაგრა და ქოლესტერინი ვერ შეგაშინებთ, თუ სუფრაზე კენკრა გაქვთ

491

წითელ და თეთრ მოცხარს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ოფლმდენი, სკლეროზის საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი, საფაღარათო, აღმდგენი, სისხლის შემაჩერებელი და ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება გააჩნია.

გარდა ამისა, წითელ მოცხარს მგრძნობელობის გამზრდელი, ანტი ალერგიული, ურატერების გამხსნელი, სისხლის გამწმენდი თვისებები გააჩნია, მას ნაწლავების ტოქსინების დონის და სისხლში ჭარბი ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია.

მკურნალობა წითელი და თეთრი მოცხარით

1. ვასკულიტი

წითელ მოცხარში დიდი რაოდენობით შემავალი P ვიტამინი ჰემორაგიული ვასკულიტის დროს სასარგებლოა. ამ მიზნით 200-250 გრ ახალი კენკრა დღის განმავლობაში მიირთვით. მკურნალობა მთელი კენკრის სეზონი გააგრძელეთ.

2. ყაბზობა

წითელი მოცხარის კენკრა კუჭის და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. მათ წვენს ყაბზობის დროს საფაღარათო საშუალების სახით იღებენ. მისი მიღება ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვისაც შეიძლება. ხანგრძლივი მოხმარებით ქრონიკულ შეკრულობას ებრძვის.

3. ჭარბი ქოლესტერინი

წითელ მოცხარში შემავალი პექტინები შესანიშნავად იწოვენ და ნაწლავებიდან ტოქსინებს გამოდევნიან. ასევე ჭარბი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ.

4. პოდაგრა, მარილები

წითელი მოცხარის წვენი ორგანიზმიდან შარდმჟავის მარილების გამოდევნას ხელს უწყობს და ნაღვლმდენი მოქმედება აქვს.

5. კოლიტი

წითელი მოცხარის წვენს სპასტიკური კოლიტის დროს სვამენ.

გარდა ამისა, მოცხარი საკვებით მოწამვლის დროს, განსაკუთრებით ხორცის შემთხვევაში, შესანიშნავი შხამის საწინააღმდეგო საშუალებაა. კენკრაში შემავალი პექტინები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდებიან, სივდებიან და ლორწოს ქმნიან, რომელიც ტოქსინებს იწოვს.

6. სურდო

წითელი მოცხარის წვენი ოფლმდენ და სიცხის დამწევ თვისებებს ფლობს, ამიტომ ხალხურ მედიცინაში სურდოს დროს ხშირად იყენებენ.

სურდოს ან გრიპის დროს ½ ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.

7. ღებინება, ძალების დაკარგვა, სისუსტე

ორგანული მჟავების შემცველობის წყალობით წითელი მოცხარის წვენი წყურვილს კლავს და ღებინებას აქრობს.

წითელი მოცხარის წვენი მძიმე ოპერაციის და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა.

8. შეშუპება, შარდის შეკავება

შეშუპების და შარდის შეკავების დროს როგორც შარდმდენი საშუალება წითელი მოცხარის ფოთლების ნაყენი გამოიყენება. ამისთვის 4-5 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ და გადაწურეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

9. ჰიპოვიტამინოზი

როგორც ახალი, ასევე ხმელი ფოთლები ჰიპოვიტამინოზის დროს დაგეხმარებათ. 2 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით ადუღეთ, 45 წუთის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

10. ცისტიტი

ცისტიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია წითელი მოცხარის ფოთლების ნაყენი. მის მოსამზადებლად 50 გრ ფოთლებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 4 საათით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ.

11. დიათეზი, კანის გამონაყარი

წითელი მოცხარის ფოთლების ნაყენით შეგიძლიათ ბავშვებში დიათეზი და კანის გამონაყარი განკურნოთ. ასევე კანის სხვადასხვა დაავადების დროს როგორც მატონიზირებელი საშუალება ისე გამოიყენეთ.

12. კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის დროს

ითვლება, რომ წითელი მოცხარის ფოთლების ნაყენი კუჭის წვენის გაზრდილ მჟავიანობას ამცირებს. მის მოსამზადებლად 4-5 კოვზ ახალ ფოთლებს 1 ლ თეთრი ღვინო დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

13. თრომბოზის, ინსულტის და ინფარქტის პროფილაქტიკა

ოქსიკუმარინი (ასეთი ნივთიერება შავ მოცხარშიც არის, ოღონდ მცირე რაოდენობით) სისხლის შედედებას ამცირებს, როცა ის გაზრდილია. ამასთან დაკავშირებით თეთრი და წითელი მოცხარის წვენის რეგულარული მიღება სისხლძარღვების თრომბოზის, ინსულტის და მიოკარდული ინფარქტის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

14. სიმსივნის პროფილაქტიკა

წითელ მოცხარში აღმოჩენილი სეროტონინი ზოგიერთი სახეობის სიმსივნეს აფერხებს.

15. კოსმეტიკაში გამოყენება

წითელი მოცხარი კოსმეტიკაშიც აქტიურად გამოიყენება. კანის გასაღიავებლად და გასაწმენდად წითელი მოცხარის ლოსიონს იყენებენ. მის მოსამზადებლად 1 ს/კ კენკრას 300 მლ არაყი დაასხით და 10 დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ოთახში დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ. გამოყენების წინ 1 ნაწილ ნაყენს 1,5-2 ნაწილი წყალი (მშრალი კანისთვის 3 ნაწილი) დაუმატეთ და გააზავეთ.

წითელი მოცხარის და მარწყვის ნიღაბი სახის კანს ატონიზირებს და აახალგაზრდავებს.

100 გრ კენკრა აიღეთ და წვენი გაწურეთ, 20 გრ ლანოლინი ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ და 20 გრ შვრიის ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ და ნელ-ნელა კენკრის წვენი დაუმატეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ.

წითელი მოცხარის კენკრას კანის გასაღიავებლად იყენებენ. ნაყოფი დაჭყლიტეთ, სახეზე წაისვით და 20-30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

წითელი მოცხარის ნიღაბი სახეზე პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. ცოტა ხალი კენკრის წვენი სახამებელს აურიეთ, რომ ფაფა მიიღოთ. სახეზე წაისვით, 20-30 წუთში ნიღაბი მოიშორეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

წითელი მოცხარის ფოთლები აბაზანის შესანიშნავი არომატიზატორია. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და კანს უფრო ჯანსაღ იერს ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს