პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლელა გვიამბობს.
მე და დედაჩემს ყოველთვის რთული ურთიერთობა გვქონდა. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემს გადაკეთებას, მის სასიკეთოდ, მაგრამ მე პაპაჩემის ხასიათი მაქვს და მან ჩემი დამორჩილება ვერ მოახერხა.
დედაჩემი ძალიან მშვიდი და ადეკვატური ქალია. ის სამედიცინო მუშაკია. მას ძალიან მბრძანებლური ხასიათი აქვს. ყოველთვის ითხოვს იმის გაკეთებას, რაც მას უნდა. ის თავს მახვევდა საკუთარ აზრს ტანსაცმელთან, ქცევასა და ჩადენილ საქციელთან დაკავშირებით. მე კი ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გამაჩნდა, რადგან მე დედაჩემი არ ვარ.
დედას ორი შვილი ჰყავს – მე და ჩემი და, ის უმცროსია. მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ, რადგან ჩემი და ძალიან რბილი ხასიათის ადამიანია და დედას მისი მართვა შეუძლია.
სრულწლოვანი რომ გავხდი, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი. მერე მუშაობა დავიწყე და ცოტა ხნის შემდეგ გავთხოვდი. გავიდა დრო და ქმარმა მიმატოვა. დეპრესია დამეწყო. 30 წლის ვარ, არც შვილი მყავს და არც ცხოვრების აზრი გამაჩნია. ძალიან გავსუქდი, ხშირად ვტიროდი და თავს ცუდად ვგრძნობდი.
საბოლოოდ, მიმიწია, რომ თავი ხელში ამეყვანა და ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. შევიცვალე ჩაცმის სტილი, თმა შევიჭერი, ინგლისურის სწავლა დავიწყე. მოკლედ, ყველაფერში ცხოვრების აზრს ვეძებდი. წონა 80 კგ-ზე ჩამოვიყვანე, 170 სმ სიმაღლით. ინტერნეტში მამაკაცებს ვეცნობოდი. დროთა განმავლობაში ურთიერთობა ყველასთან შევწყვიტე, ერთის გარდა. ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ ჯერ სერიოზული არაფერი იყო.
ახალი წლის აღსანიშნავად დედაჩემთან ჩავედი. მან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დამისვა. მე მას იმ მამაკაცის შესახებ ვუამბე, რომელიც ინტერნეტით გავიცანი და რამდენჯერმე შევხვდი. ამ დროს მან მითხრა:
-მაგ ბიჭმა ნამდვილად გნახა? შენ ხომ მსუქანი ხარ!
-მე მსუქანი არ ვარ. მან ჯერ ჩემი სურათები ნახა, შემდეგ კი შევხვდით, – გავაპროტესტე მე.
-მსუქანი ხარ! გასაოცარია, რომ არ გაიქცა! – დედამ ისევ თავისი “სიმღერა” ჩართო.
ასეთი საწყენი სიტყვების შემდეგ ისევ ავტირდი. შესაძლოა, ცოტა ხნის წინ მისი ნათქვამი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ იმ დღეს უბრალოდ ვრე გავუძელი…
იმ შემთხვევის შემდეგ ჩვენ ურთიერთობა შევწყვიტეთ. მე ისევ გავთხოვდი და ახლა ბავშვს ველოდები. დედას მაინც ვერ ვპატიობ.