თაღლითები მიამიტ მოქალაქეებს ურცხვად ატყუებენ. როგორ ამოვიცნოთ ისინი და არ გავხდეთ მათი მსხვერპლი

0
321

თაღლითები ყოველდღე ასობით ათეულ ზარს ახორციელებენ, რომ მიამიტ ხალხს მოტყუებით ფული წაართვან. ერთი შეხედვით, სტატისტიკა დამნაშავეების სასიკეთოდ არ თამაშობს, მაგრამ მათ ხელში ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი ხვდება. Paparazzi დეტალურად გიამბობთ, როგორ ამოიცნოთ თაღლითები.

თაღლითის ამოცნობა – ნებისმიერი თაღლითის მთავარი მიზანი თქვენი ფულის მითვისებაა. ხშირად თაღლითური სქემა საბანკო ბარათებს ეხება და ბანკის ცრუ თანამშრომლის სახელით დაგირეკავთ. ბოროტმზრახველებიც ვითარდებიან. არსებობს ბევრი სქემა, რომლის მიხედვითაც მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, 100 შემთხვევიდან მხოლოდ 5% არის მომგებიანი თაღლითებისთვის. ეს საკმარისია, რომ ბოროტმზრახველმა ბედნიერად იცხოვროს. ამ საჩოთირო თემაზე ყველაზე წერტილს დავსვამთ. ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, როგორ ამოვიცნოთ სატელეფონო თაღლითობა. ამისთვის უნდა იცოდეთ 5 ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თაღლითს ესაუბრებით.

როგორ გავიგოთ, რომ თაღლითს ვესაუბრებით

  1. თაღლითი ყოველთვის პირველი რეკავს. ყოველდღე ათობით ან ასობით პოტენციურ მსხვერპლთან დაკავშირება უწევს. მუშაობენ ოფისიდან, რომელიც ქოლცენტრს ჰგავს. აქედან ბოროტმზრახველი სატელეფონო ზარებს ახორციელებს, სმს შეტყობინებებს ან მთელ წერილს ელექტროფოსტაზე აგზავნის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, წერილი მაშინვე „სპამის“ კატეგორიაში შეგიძლიათ გააგზავნოთ. ტელეფონის თანამედროვე მოდელებს ასეთი ნომრების მონიშვნაც შეუძლიათ, იმის გაცნობიერებით, რომ ამ ნომერზე პასუხი არ ღირს. როცა რაღაც მსგავსი ხდება, უბრალოდ არ ვპასუხობ, მაგრამ მაშინვე გუგლის საძიებო სისტემაში ვეძებ. ხშირად მას სახიფათოდ განსაზღვრავს.
  2. შემდეგი ნაბიჯი მონაცემების გადაცემაა. რა თქმა უნდა, თაღლითი ეცდება თქვენგან ინფორმაცია მიიღოს, რომლის წყალობით ფულის მითვისებას შეძლებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. გახსოვდეთ, ბანკის ნამდვილი თანამშრომელი არასდროს მოგთხოვთ თქვენი ბარათის CVV კოდს. ამის გაკეთების უფლება არ აქვს. ასეთი მონაცემები მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
  3. თაღლითების ყოველი საუბარი ფულთან მიდის, თუმცა სხვა თემით შეიძლება დაიწყოს. არსი იგივეა: თითქოს თქვენს ფულს საფრთხე ემუქრება და საჭიროა რიგი ოპერაციების შესრულება, რაშიც კეთილი ბიძა დაგეხმარებათ. მსგავსი საუბრის არ დაიჯეროთ.
  4. ასეთი საუბრისას თქვენს დაბნევას ეცდება. თქვენ შეიძლება მოისმინოთ ბევრი ზღაპარი და სისულელე, რომლითაც დაშინებას ცდილობს. მიზანი ერთია, მსხვერპლის ნდობის მოპოვება. ამისთვის ყველა მეთოდი კარგია. აკონტროლეთ, რას გეუბნებიან და ემოციურ მანიპულირებას არ აჰყვეთ.
  5. საუბრისას თქვენზე ზეწოლას მოახდენს. თაღლითი პირდაპირ გეტყვით, რომ დრო იწურება, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ. ჩვეულებრივ, ადამიანი ამ მომენტში ძალიან განიცდის და საღად ვეღარ აზროვნებს.

თუ რომელიმე ზემოთ მოცემულ პუნქტს შეამჩნევთ, მაშინვე საუბარი შეწყვიტეთ. უმჯობესია, უცხო ნომრებს საერთოდ არ უპასუხოთ. ასეა თუ ისე, როგორიც არ უნდა იყოს სატელეფონო საუბარი, ყოველთვის აკონტროლეთ, რას გეუბნებიან და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. თაღლითების ზარებს გონივრულად უნდა უპასუხოთ.