ყველაზე მეტად იმ ისტორიებზე გვეცინება, რომლებიც სინამდვილეში მოხდა, განსაკუთრებით, თუ მსგავსი რამ ჩვენც გადაგვხდენია! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მსგავს ისტორიებს გთავაზობთ.
ბავშვი ექიმთან მივიყვანე. ის სტანდარტულ გამოკითხვას უტარებდა, რომელსაც ჩემი შვილი შესანიშნავად უმკლავდებოდა, ერთ კითხვამდე:
-მიშიკო, ძაღლი როგორ ყეფს?
-ჰავ.
-კატა?
-მიაუ!
-ცხენი?
-ფრრ!
-არა, კარგად დაფიქრდი.
-ფრრ.
-არ არის სწორი, – ექიმმა რვეულში რაღაც ჩაინიშნა, შემდეგ კი მითხრა: – პატარა ჩამორჩენა განვითარებაში. – ცხენი გამოსცემს: “იჰო-ჰო”, – ეს უკვე ჩემს შვილს უთხრა.
-მაპატიეთ, ბოლოს ნამდვილი ცხენი როდის ნახეთ? ჩვენი სახლი იპოდრომის სიახლოვეს მდებარეობს და არასოდეს გამიგია, რომ ცხენები ასეთ ხმას გამოსცემდნენ. იქნებ, ჩამორჩენა მათ აქვთ?
მე და ჩემი მეგობარი მთელი ერთი თვის მანძილზე ვსვამდით მწვანე ჩაის, რომელსაც ცხიმის მწველი თვისებები გააჩნია. ერთი თვის შემდეგ ავიწონეთ. სასწორზე იგივე ციფრები დავინახეთ. ამოვიოხრეთ, ჩუმად ვართ. ჩემმა მეგობარმა კი თქვა:
-მოკლედ, ჩაი გახდომაში მხოლოდ მაშინ დაგეხმარება, თუ თავად დაკრეფ პლანტაციებზე.
ახალი წლის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა შეხვედრა და ახალი წლის აღნიშვნა გადავწყვიტეთ. ის ატირებული მოვიდა, ძალიან მოწყენილი სახით. ვცდილობ, გავიგო, რა მოხდა.
-ჩემს ქმარს ძალიან მაგარი სათევზაო ნაკრები ვაჩუქე.
-და? არ გაუხარდა? მას ხომ თევზაობა ძალიან უყვარს.
-საქმეც მაგაშია. მან დიდხანს ათვალიერა ეს ნაკრები, შემდეგ კი მკითხა: “ეს რა არის?”…
ჩემი მეგობარი 30-ის გახდა. არც საყვარელი ჰყავს, არც ს***სი აქვს. მგონი, ცოტა ხანში მთლად ველური გახდება. თუმცა ძალიან კარგად გამოიყურება. კარგი ფიგურა აქვს, ლამაზია და ფულიც აქვს. მას აღარაფერი არ უნდა, არც საჩუქრები და არც რესტორნებში დაპატიჟება. მხოლოდ ის სურს, რომ მარტო არ იყოს. ალბათ, მარტოობა უკვე ძალიან მოსწყინდა. ამ დღეებში კი მითხრა:
-იქნებ ქუჩის მამაკაცების სალონი გავაკეთოთ, სადაც მათ მოაწესრიგებენ: დაბანენ, ჩააცმევენ, თმას შეჭრიან და მარტოხელა გოგონებს მიუყვანენ?
ერთ-ერთი ახალი წელი ისეთი აურზაურიანი გამოდგა, რომ სახლი ვერ მოვრთეთ და საზეიმო ატმოსფერო ვერ შევქმენით. სტუმრები რომ მოვიდნენ, ჩქარ-ჩქარა დავიწყეთ მოსართავების ჩამოკიდება და ნაძვის ხის მორთვა. ბავშვებიც გვეხმარებოდნენ, ასაფეთქებლებს ისვროდნენ. საზეიმო განწყობის შექმნას ცდილობდნენ. ყველაზე მეტად ჩემი პატარა ბიჭი დაგვეხმარა. მან ასაფეთქებელი ოლივიეში ჩააგდო, იქამდე კი თქვა, რომ ახლა ყველაფერი გალამაზდება. ნამდვილი მამაკაცი! თქვა და გააკეთა!
ცოტა ხნის წინ ბავშვები ბებიასთან დავტოვეთ. მათთვის, ეს რაღაც დონით სასჯელის მსგავსი იყო, მაგრამ ჩვენ გვიხაროდა, ბებიას კი – ყველაზე მეტად. ჩემი ქმარი შხაპის მისაღებად შევიდა, მე მალ-მალე გამოვეწყვე. რომ გამოვიდა, ვუთხარი:
-რაც შეგიძლია მკაცრად დამსაჯე!
-ერთი კვირა, ტელევიზორის გარეშე! – ავტომატურად წარმოთქვა მან და რაღაც მომენტში ვერ მიხვდა, რაზე ვიცინოდი. შედეგად, ის თვითონ დაისაჯა.
ძალიან მოწყენილი ვიყავი, რადგან ტელეფონი დავკარგე. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს ცოლს დაურეკეს და გვითხრეს, სად უნდა მივსულიყავით ტელეფონის წამოსაღებად. შევხვდით, ისინი კი მეუბნებიან:
-კონტაქტებში გიწერიათ: ალექსანდრე – “კრიშა”, ვასიკო – “კრიშა”, აკაკი – “კრიშა”. ვიფიქრეთ, რომ ასეთ სოლიდურ მამაკაცს, უმჯობესია, დავუბრუნოთ თავისი ტელეფონი.
პირველად გამახარა იმ ფაქტმა, რომ გადახურვაზე ვმუშაობ.
მათ, ვისაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ, ხშირად უყვართ იმის თქმა, რომ დიპლომი, უბრალოდ ქაღალდია, რომელიც არაფერს ამბობს. მე კი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და დარწმუნებით ვაცხადებ, რომ დიპლომი ქაღალდის ნაჭერი არ არის, ის მუყაოს ნაჭერია!ნაცნობობის საიტზე დავრეგისტრირდი. ზოგჯერ ათას სისულელეს მწერენ, ზოგჯერ კი მწერენ ხოლმე: “გამარჯობა, ლამაზო, ცოლს ვეძებ!” თავდაპირველად, ხუმრობით ვპასუხობდი, ხან საერთოდ არ ვპასუხობდი. ახლა კი ვპასუხობ: “თქვენი ცოლი ჩემთან არ არის!”.