ეკონომიურმა პენსიონერმა გვიამბო, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ძველ ტანსაცმელს. სამი გონივრული გზა

0
358

ყველა ქალის გარდერობში არის მინიმუმ ერთი თარო, სადაც არის ტანსაცმელი განსაკუთრებული შემთხვევისთვის. როგორც წესი, ეს არის შემთხვევები: “თუ წონაში დავიკლებ“ ან “თუ პრინცესა გავხდები“. დროთა განმავლობაში, ასეთი ტანსაცმელი ბევრი გროვდება და აღარ გრჩება ადგილი ყოველდღიური ნივთებისათვის. ამავე დროს, გენანება, რომ რომელიმე მათგანი გადააგდო.

მაგრამ ძველი ტანსაცმლის გადაყრა, რომელსაც აღარ ატარებთ, სულაც არ არის საჭირო. ჩნდება კითხვა: სად წავიღოთ ძველი ნივთები? თუ კარგი ნივთებია, შეიძლება სხვებმაც გამოიყენონ. დღეს, ტანსაცმლის ნაგავსაყრელები დედამიწის დიდ ნაწილს იკავებს. ნაგავსაყრელები ყოველწლიურად სულ უფრო დიდი ხდება.

სად უნდა წავიღოთ ძველი ნივთები

ჩვენი ტანსაცმელი ჩვენი შინაგანი სამყაროს გარეგანი გამოხატულებაა. მაღაზიაში მისვლისას ჩვენ თვითონ ვირჩევთ ტანსაცმელს. ახალ ტანსაცმელს ვუთავსებთ იმას, რაც უკვე გვაქვს. ჩვენ ვქმნით ახალ იმიჯებს და ახალ ემოციებს.

ფერთა გამასაც კი ბევრის რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. მაგალითად, ინტროვერტი მორცხვი ადამიანი აირჩევს პასტელისფერ, ნაცრისფერს და მუქ ფერებს. მას სურს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს და არ მიიპყროს ყურადღება. ასეთი ადამიანი პრაქტიკულად არ ატარებს აქსესუარებს, ის მოცულობით სამოსს ირჩევს.

გახსნილი ადამიანი, პირიქით, აირჩევს ნათელ ფერებს, უჩვეულო სტილებს, არასტანდარტულ კომბინაციებს. მისი ტანსაცმელი (უფრო მომდგარი), მიჰყვება მისი სხეულის კონტურებს. ტანსაცმელი შთანთქავს ჩვენს ენერგიას, განწყობას და შინაგან მდგომარეობას. ამიტომ, ძალიან ხშირად ფანატები ცნობილი ადამიანების ტანსაცმლის ყიდვას ცდილობენ. ასეთი ტანსაცმელი გაჯერებულია წარმატებებით. ადამიანი, რომელსაც ასეთი ტანსაცმლის პატარა მონაჭერი მაინც აქვს, იკვებება წარმატებული ცნობილი ადამიანის ენერგეტიკით.

ტანსაცმელი და მისი ენერგეტიკა

ყოველ დილით ქალები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: „რა ჩავიცვა დღეს?“ შეგიმჩნევიათ, საღამოს დილისთვის გამზადებული სამოსი, უმეტეს შემთხვევაში დილით არ ჩაგიცვამთ? ეს იმიტომ ხდება, რომ დილით სხვა განწყობით გაიღვიძეთ, თქვენს თავში უკვე ჩამოყალიბდა ახალი დღის გეგმა და უკვე ქვეცნობიერი გხელმძღვანელობთ, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამთ დღეს.

ძველ დროში, დიდი წოდებების მქონე ან უაღრესად სულიერი ადამიანების ტანსაცმელი არასოდეს ნადგურდებოდა. ის ყოველთვის საგულდაგულოდ იყო დაცული და მემკვიდრეობითაც კი გადადიოდა. ასეთ ტანსაცმელს აღარ იცვამდნენ. იგი რელიქვიად ინახებოდა. მაგრამ თუ ადამიანს ყველაფერში წარუმატებლობა სდევდა თან, მაშინ ასეთ ტანსაცმელს უბრალოდ წვავდნენ. ითვლებოდა, რომ ტანსაცმელთან ერთად, ადამიანის ყველა უბედურება იწვოდა.

საბჭოთა დროიდან ჩვენ მიჩვეული ვართ ტანსაცმლის ვინმესთვის მიცემას ან ვიღაცის ტანსაცმლის ჩაცმას. ხდებოდა ტანსაცმლის გადაკეთება, მისგან სხვა სამოსის შეკერვა. ძალიან ცუდ ტანსაცმელს იატაკის გასაწმენდად იყენებდნენ ან ბაღში საფრთხობელას რთავდნენ.

დღესაც ანალოგიურად ვაძლევთ ჩვენს ტანსაცმელს სხვა ადამიანებს ან ვყიდულობთ მეორად ტანსაცმელს. და ეს არის სრულიად ნორმალური, რაციონალური ნაბიჯი. მაგრამ იმისათვის, რომ ტანსაცმელი სხვისი ენერგეტიკისაგან გაიწმინდოს და საკუთარ თავზე არ გამოსცადოთ, უნდა დაიცვათ მარტივი წესები, რომლთა შესახებაც ცოტამ თუ იცის.

ჯერ ერთი, თუ ტანსაცმელს ვიღაცას ჩუქნით, უბრალოდ არ აჩუქოთ. ამ ადამიანმა სანაცვლოდ რაიმე უნდა მოგცეთ. ეს შეიძლება იყოს მონეტა ან რაიმე სხვა ნივთი. ასე თქვენ თქვენს ტანსაცმელს ყიდით და მას თქვენი ენერგეტიკისგან ათავისუფლებთ.

მეორეც, თუ მეორად ტანსაცმელს ყიდულობთ და არ იცით, როგორი ენერგეტიკა აქვს ამ ნივთს, მაშინ წყალში მოათავსეთ, სადაც ჩვეულებრივი სუფრის მარილი იქნება ჩაყრილი. მარილი და წყალი გაწმენდს ტანსაცმელს და მის ენერგეტიკას გაანულებს. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ასეთი ტანსაცმელი მშვიდად ჩაიცვათ.