ხანდაზმული ადამიანებისთვის ცხოვრება ისე არ მიედინება, როგორც ახალგაზრდებისთვის. კარგი სამსახურის პოვნის შესაძლებლობები დღითიდღე მცირდება. პერსპექტივები ორთქლდება. მხოლოდ ახალგაზრდების იმედი რჩება. თუ ვინმეს ქალიშვილი ან ვაჟი ჰყავს საზღვარგარეთ, ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ეს სიტუაციის გამოსწორების იმედს იძლევა, სამომავლოდ მაინც. მაგრამ რა მოხდება, თუ დედა-შვილი საზღვარგარეთ წლების შემდეგ ისევ ერთად აღმოჩნდებიან?
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთ ასეთ ისტორიას გიამბობთ.
დედა-შვილი საზღვარგარეთ
მთელი ცხოვრება შვილს მარტო ვზრდიდი. ნერვული უჯრედების დიდი რაოდენობა დავკარგე, ღამეებს ვათენებდი. ვცდილობდი მისგან, უპირველეს ყოვლისა, ნორმალური ადამიანი აღმეზარდა. რომ მას ცხოვრებისთვის თამამად შეეხედა და არაფრის არ შეშინებოდა. საჭიროებისამებრ დახმარებოდა სუსტებს და ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე უკან არ დაეხია. კმაყოფილი ვარ შედეგით?
16 წლის წინ ჩემი შვილი გერმანიაში, ბერლინში გაემგზავრა. სამშობლოში მხოლოდ 2-ჯერ დაბრუნდა, რაღაც საქმეების მოსაგვარებლად. სულ ეს იყო. ჩემს სანახავად არ ჩამოსულა, მაგრამ მე მას არ განვსჯი. მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, ამიტომ მისგან ფინანსური დახმარება არ მჭირდებოდა. თუმცა ის მაინც მიგზავნიდა ფულს დაბადების დღეზე და საახალწლოდ.
რთული პერიოდები
ახლახან სამსახურიდან გამათავისუფლეს. პენსიაზე გასვლამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი, ამიტომ რთული პერიოდი მაქვს. არავის სურდა ჩემი ასაკის თანამშრომლის ოფისში აყვანა, რადგან შეეძლოთ ახალგაზრდა დაესაქმებინათ. მას ნაკლებს გადაუხდიდნენ და უფრო მეტს მოსთხოვდნენ. ჩემი თაობა გამიგებს. ასე რომ, მომიწია სხვა პროფესიის ათვისება. თუმცა, საბოლოოდ, ფული მაინც არ მქონდა საკმარისი.
ვიქრე და გადავწყვიტე, რომ დახმარება ჩემი შვილისგან მეთხოვა. ის მაშინვე დამთანხმდა და ბერლინში წასასვლელად ბილეთების ყიდვაშიც კი დამეხმარა. დამპირდა, რომ გერმანული ენის ცოდნის გარეშეც კი – თავს, როგორც სახლში ისე ვიგრძნობდი. მართალი აღმოჩნდა, ამ ლამაზი ქალაქის ქუჩებში ხშირად მესმოდა ჩემს მშობლიურ ენაზე საუბარი. თუმცა, ჩემი ისტორია ამაზე არ არის.
მიუხედავად თავისი ასაკისა, ჩემი ვაჟი დაქორწინებას არ აპირებდა. ის მარტო ცხოვრობდა და ამბობდა, რომ ევროპაში ასეა მიღებული. პასპორტში დასმული შტამპი, მისი თქმით, არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ზღუდავს მამაკაცის უფლებებს. მე ძალიან მომეწონა მისი ლამაზი ოროთახიანი ბინა გერმანიის დედაქალაქის წყნარ უბანში. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ვსეირნობდით და ჩვენს ცხოვრებას ერთმანეთს ვადარებდით.
ახალი ცხოვრება
მთლიანობაში, ყველაფერი ძალიან მომეწონა. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ უკან გაფრენა აღარ მინდოდა. რა მელოდებოდა სახლში? მარტოობა, უფულობა, ნორმალური სამსახურის ამაო ძებნა და პენსიის მოლოდინი? აქ კი ასეთი კარგია, სასიამოვნო გარემო, მომღიმარი ხალხი, ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემს შვილს ვუთხარი.
აღმოჩნდა, რომ ის ამას არ ელოდა. თავიდან მან ჩემი გადარწმუნება დაიწყო და ის მოიმიზეზა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა. მერე თქვა, რომ მიჩვეული არ იყო ერთ ბინაში სხვასთან ერთად ცხოვრებას. ეს ხელს უშლიდა მას კონცენტრირებაში და ზოგადად, ბუნებით მას მარტო ყოფნა უყვარს. თუმცა, მან შემომთავაზა, რომ ჩემთვის ოთახს იქირავებდა, მისივე ხარჯით, შემდეგ კი შევხედავდით, რა იქნებოდა.
ბუნებრივია, დავთანხმდი. მაშინვე არა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. ოთახი, არც ისე მყუდრო არ იყო და თანაც ეს იყო გარეუბანი. მართალია, უფასო დახმარებაზე პრეტენზიების გამოთქმა არ შეიძლება, მაგრამ ჩემი შვილის თხოვნამ, რომ წყალი და სინათლე ზომიერად გამომეყენებინა, ცოტა გამაკვირვა. ნუთუ ზედმეტი რამდენიმე გროში რაიმეს ცვლის?
ცოტა ხანში მუშაობა დავიწყე, რთული არაფერი იყი, მომწონდა კიდეც. თუმცა, სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა მევლო და ამისთვის დილით ძალიან ადრე უნდა ავმდგარიყავი. ამის გამო უფრო ვწუხდი, რომ ჩემს შვილს ჩემთან ერთად ცხოვრება არ სურდა. მას ხომ მანქანა ჰყავს და გზას მხოლდ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა.
დედა-შვილი საზღვარგარეთ
ცოტა ხნით შევეგუე სიტუაციას და უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელე. მე და ჩემი შვილი ძირითადად ტელეფონით ვურთიერთობდით. სამაგიეროდ, ბოლოს და ბოლოს, ცოტათი მაინც გავიუმჯობესე ფინანსური მდგომარეობა. ერთ დღეს კი არ ვიცი, რა ბუზმა მიკბინა და მის მოსანახულებლად დარეკვის გარეშე წავედი. უფრო სწორად, მის კართან რომ ვიდექი, მაშინ დავურეკე.
დაჭყეტილი თვალებით დამხვდა და მთხოვა, რომ კართან დავლოდებოდი. რამდენიმე წუთში ჩაცმული გამოვიდა, ხელი მომკიდა და გაბრაზებულმა ეზოში გამომიყვანა. შემომთავაზა, რომ კაფეში წავსულიყავით და იქ გვესაუბრა. სხვა რა გზა მქონდა?
კაფეში მან ყველაზე განმარტოებული კუთხე მოძებნა და ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობდა. მითხრა, რომ ვუყვარვარ და პატივს მცემს, მაგრამ ამ სიტუაციაში ის შეწუხებულია. ის არ არის მიჩვეული, რომ დაუკითხავად სტუმრობდნენ და მის პირად ცხოვრებაში ერეოდნენ. მითხრა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩემს დასახმარებლად, მაგრამ ის არ აპირებს ამის გაგრძელებას. მან შემომთავაზა, რომ ცოტა ხანს ერთმანეთისაგან დაგვესვენა.
როდესაც ვკითხე, უნდოდა თუ არა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, მან დადებითად მიპასუხა. მითხრა, რომ ფულს გამომიგზავნიდა და უფრო ხშირად დამირეკავდა. მაგრამ საკუთარი დედის „მეთვალყურეობის ქვეშ“ ყოფნით ძალიან დაიღალა. რა უნდა მექნა? მომდევნო ორი დღე საბუთების შეგროვებასა და მოწესრიგებას მოვანდომე.
ახლა, როდესაც უკვე მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, სევდიანი ფიქრები არ მტოვებს. ჩემმა ვაჟმა პირობა შეასრულა. გარკვეულ თანხას მიგზავნის, შემიძლია არ ვიმუშაო. ჩვენ ვურთიერთობთ, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა ორივეს ყველაფერი გვესმის.
აღვზარდე თუ არა ჩემი შვილი ისე, როგორც მინდოდა? ერთის მხრივ, ის ფინანსურად დამოუკიდებელია და ცხოვრებაზე საკუთარი აზრი და შეხედულებები გააჩნია. მეორე მხრივ, მისმა საქციელმა გამაოგნა. მაგრამ, ალბათ, ეს მთლიანად ჩემი დამსახურებაა და, შედეგად, ჩემი პრობლემებია. კმაყოფილი ვარ? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, სხვა რა ვარიანტები არსებობს?