ტკიპებს მისი ისე ეშინიათ, როგორც ცეცხლის. თავხედი მავნებლების ერთხელ და სამუდამოდ დასაფრთხობი საიმედო საშუალება

16

გაზაფხულისა და სითბოს დადგომასთან ერთად ძალიან გვინდება პარკში ან ტყეში გასეირნება. გრძელი ნაცრისფერი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის სუფთა ჰაერი, ახალი ბალახი და სასიამოვნო მზე – კარგი განწყობით გვავსებს. ხეების ტოტებზე ჩიტები ჭიკჭიკებენ, იღვიძებენ ცხოველები და მწერები, ტკიპების ჩათვლით. ეს ობობასნაირები ძალიან ადრე ჩნდებიან. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსს მიაღწევს, მათ აქტიური ფაზა ეწყებათ. თბილი ზამთრის პირობებში კი – ისინი მთელი წლის განმავლობაში აქტიურობენ.

ტკიპის ნაკბენი კარგს არაფერს მოგიტანთ. ტყეში ან პარკში წასვლისას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროთ. ტკიპების პრევენცია გაცილებით იაფი და უსაფრთხოა, ვიდრე ნაკბენის მკურნალობა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მეთოდს ამ მწერების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

ტკიპის პრევენცია

ტკიპები შესანიშნავი ცილოვანი საკვებია სხვა მწერებისთვის, გომბეშოებისთვის, ფრინველებისთვის, ვირთხებისთვის, თაგვებისთვის და ქათმებისთვისაც კი. ტყეში ან პარკში ტკიპების მთავარი მტერი ჭიანჭველაა. ჭიანჭველამჟავა, რომელსაც ეს პატარა მწერები გამოყოფენ, უბრალოდ დამღუპველია ობობასნაირებისთვის. მაღალი კონცენტრაციით კი – ის ტკიპებს ადგილზე კლავს.

გარდა ამისა, ჭიანჭველებიც იკვებებიან ტკიპებით და მუდმივად ნადირობენ მათზე. ტკიპები შესანიშნავად გრძნობენ სად მდებარეობს ჭიანჭველების ბუდე და ამიტომ ჭიანჭველებს 20 მეტრზე მეტის გავლა უწევთ ტკიპებზე სანადიროდ. როგორც კი ტკიპები იგრძნობენ ჭიანჭველას მოახლოებას, მაშინვე სხვა მიმართულებით გარბიან.

ამიტომ, თუ ტყეში ღამისთევით აპირებთ წასვლას, გირჩევთ კარვის გაშლას ის სადაც ჭიანჭველები არიან. მაშინ ტკიპების თავდასხმა ნამდვილად არ შეგაშინებთ. კიდევ ერთი მარტივი გზა ტკიპების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად არის თქვენი ტანსაცმლის ჭიანჭველების სიახლოვეს დადება. 20 წუთის შემდეგ უბრალოდ მოაშორეთ ყველა ჭიანჭველა, რომელიც ტანსაცმელზე აღმოჩნდა და მშვიდად ჩაიცვით. ჭიანჭველები თავის სურნელს დატოვებენ ნივთებზე და ტკიპები აღარ მოგეკარებიან.

როგორ ვებრძოლოთ ტკიპებს

ყველა ეს მეთოდი კარგად მუშაობს, როდესაც ტყეში ბევრ დროს ატარებთ. მაგრამ, როდესაც უბრალოდ სასეირნოდ მიდიხარ უახლოეს პარკში, ჭიანჭველების მოძებნის სურვილი არ გაქვს და ისინი შეიძლება იქ ვერც იპოვოთ.

ამ შემთხვევაში აფთიაქში შესვლა დაგჭირდებათ. იქ ნახავთ ჩვეულებრივ ჭიანჭველას სპირტს. ეს არის იგივე ჭიანჭველამჟავა, მაგრამ გაწმენდილი წყლისა და ეთანოლის დამატებით. მისი მთავარი თვისება – გამათბობელი ეფექტია, რის წყალობითაც ის ხსნის ტკივილს სახსრებსა და კუნთებში. ის ტკიპების დასაფრთხობადაც გამოიყენება!

საკმარისია მოამზადოთ ხსნარი. ჭიანჭველას სპირტი უნდა განაზავოთ წყლით 1:1 თანაფარდობით. ეს ხსნარი შესასხურებლიან ბოთლში უნდა ჩაასხათ და უნდა შეასხუროთ ტანსაცმელს. შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაისეირნოთ ბუნებაში და აღარ შეგეშინდეთ საშიში ტკიპების.

გაზაფხული სახლში ჯდომის დრო არ არის. ეს არის სეირნობის და კარგი განწყობის დრო. ამიტომ, ნუ მისცემთ ტკიპებს საშუალებას, რომ ხელი შეგიშალონ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს