კარგია, რომ ახალგაზრდა თაობა თავის ისტორიას უბრუნდება და მივიწყებულ ტრადიციებსა და რეცეპტებს აცოცხლებს. ერთ-ერთი ასეთი სააღდგომო ტრადიცია – შავი მარილის მომზადებაა. ხალხში მას ხუთშაბათის მარილს უწოდებენ.
მას ამზადებენ ოთხშაბათს ღამით ვნების კვირაში. თუ ღამით ადგომა არ გსურთ, შეგიძლიათ ხუთშაბათს დილით ადრე მოამზადოთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მზის ამოსვლამდე იბანავებთ. ზუსტად როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ხუთშაბათის მარილი
შავი მარილი სრულ სიჩუმეში და ჰარმონიაში უნდა დამზადდეს. თავისი უნიკალური მომზადების გამო, ეს მარილი ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე თუნდაც იოდირებული ზღვის მარილი. მაგრამ, მისი მომზადება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
მარილის გაცხელების და გამოწვის ეს მეთოდი მისი სპილენძით, თუთიით, იოდით, კალციუმით, კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით გამდიდრების საშუალებას იძლევა. ქლორის დონე კი, რის გამოც მარილი საზიანო ხდება, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ასევე, ხუთშაბათის მარილის მოსამზადებლად მარილს ბევრი მწვანილი და სანელებლები ემატება, რომლებიც აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ხუთშაბათის მარილის მრავალი რეცეპტი არსებობს. დღეს მოგითხრობთ მართლმადიდებელი ბერების უძველეს რეცეპტზე, რომლებიც დღესაც აგრძელებენ შავი მარილის მომზადებას. რა თქმა უნდა, სრულიად სამონასტრო რეცეპტის გამეორება ვერ გამოგვივა. ამისათვის ნამდვილი ნახშირის ღუმელი უნდა გვქონდეს და მომზადებული არყის მორები. ყველაფერ დანარჩენის პოვნა კი უპრობლემოდ შეიძლება.
როგორ მოვამზადოთ ხუთშაბათის მარილი
ჩვენ დაგვჭირდება მსხვილი სუფრის მარილი და შვრიის ფანტელი. ეს ყველაფერი კარგად უნდა შევურიოთ ერთმანეთს და ქსოვილში უნდა გავახვიოთ, სასურველია სელის ქსოვილი იყოს. შემდეგ ის ღუმელში უნდა მოვათავსოთ. აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ლოცვა „მამაო ჩვენო“ – სულ მცირე სამჯერ. მარილს დროდადრო მორევა სჭირდება. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ღუმელიდან მზა მარილს გამოვიღებთ. სურვილისებრ, ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები და არომატული მწვანილი.
ასეთი მარილი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, თირკმელებისა და ღვიძლის გამართულ მუშაობას. ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებას ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებში. პროდუქტი ასევე ბუნებრივი სორბენტია. მას ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოჰყავს, ასევე ახდენს აირების ცვლისა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, ზრდის მადას. ამ მარილს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი გააჩნია და ის ასევე მხედველობასაც აუმჯობესებს.
აღდგომის დღესასწაულზე, ხუთშაბათის მარილი აუცილებლად მიჰქონდათ ტაძარში საკურთხებლად სააღდგომო კულიჩებთან და კვერცხებთან ერთად. სადღესასწაულო სუფრაზე ყველა კერძს მხოლოდ ხუთშაბათის მარილს ამატებდნენ. ეს წარმატებას და კეთილდღეობას გპირდებათ მთელი წლის განმავლობაში.
გარდა ფიზიკური თვისებებისა, ხუთშაბათის მარილს ჯადოსნური თვისებებიც გააჩნია. მაგალითად, ის იცავს სახლს და მის მაცხოვრებლებს წარუმატებლობისგან, ბოროტი თვალისგან, ქურდობისა და სხვა უარყოფითი მოვლენებისგან. ის სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ და ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი იქნება.
ამისთვის აუცილებელია, ოჯახის თითოეულმა წევრმა აიღოს ერთი მუჭა მარილი, რამდენიც ხელისგულში ჩაეტევა და ჩაყაროს ტილოს პატარა ტომარაში. ეს ტომარა მთელი წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ ან თავთან უნდა შეინახოთ.
აღდგომა – უნიკალური დღესასწაულია, რომელიც ზამთრის შემდეგ მთელი სიცოცხლის გაღვიძების, სხეულის, აზრებისა და ირგვლივ სივრცის განწმენდის სიმბოლოა. გაატარეთ ეს დღე თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი!