ეტიკეტის წესები საზოგადოებრივ საპირფარეშოშიც უნდა იყოს დაცული, მხოლოდ უცოდინრები არღვევენ მათ

63

რისთვის არის საჭირო საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესების ცოდნა? დღეს ხომ არავინ გვზღუდავს ტანსაცმლის სტილში ან სატრანსპორტო საშუალებებში? ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. თუ გსურთ, რომ ადამიანებს უბრალოდ სურდეთ თქვენთან ურთიერთობა, თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საზოგადოებრივ ადგილებში.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში. დიახ, ეს ადგილი ყველასთვის ნაცნობია. დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, ყოველდღე დავდივართ სამსახურში, ვსტუმრობთ რესტორნებსა და გამოფენებს, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება კი არსად ქრება.

წესების არ ცოდნა პასუხისმგებლობისაგან არ გვათავისუფლებს. იგივე ეხება ეტიკეტისა და კარგი მანერების წესებს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ წესებს გვკარნახობს. დემოკრატიისა და თავისუფალი გამოხატვისადმი თანამედროვე მიდგომა ბევრი რამის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ არსებობს წესები, რომელთა დარღვევაც დამღუპველ შედეგებს იწვევს. თუ გსურთ, რომ საზოგადოებაში აღიარება და პატივისცემა მოიპოვოთ, უბრალოდ უნდა დაიცვათ ეს წესები.

ასეა თუ ისე, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ნებისმიერ ადამიანს უწევს შესვლა, სადაც არ უნდა იყოს იგი. ამ ადგილს კი თავისი წესები და დაუწერელი კანონები აქვს, რომლთა დაცვაც აუცილებელია.

პირველი რაც უნდა იცოდეთ – ეს არის პირადი სივრცის დაცვა. თუ საპირფარეშოში, რომელშიც შეხვედით, ორზე მეტი კაბინაა და პირველი კაბინა დაკავებულია, მაშინ თქვენ უნდა შეხვიდეთ ერთი კაბინის გამოტოვებით. ასე, ადამიანი, რომელიც პირველ კაბინაშია, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს და არც თქვენ იგრძნობთ თავს უხერხულად.

მეორე მთავარი წესი ისაა, რომ ყველა კარის გამოღებას ნუ შეეცდებით, მათი გამოგლეჯის სურვილით. ხშირად ხდება ისე, რომ კაბინებს არ აქვთ თავისუფალი სივრცე კარსა და იატაკს შორის და ძალიან რთულია იმის დადგენა, არის თუ არა ის დაკავებული.

ასეთ შემთხვევებში, საკმარისია კარის ნაზად გამოწევა. თუ ის არ გაიღება, უბრალოდ უნდა შეეშვათ. არ არის საჭირო, კარის უფრო ძლიერად გამოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში, შიგნით მყოფი ადამიანი იძულებული გახდება აგიხსნათ, რომ ის იქ არის. ეს კი არც ისე სასიამოვნოა.

და მესამე წესი, რომელსაც ძალიან ხშირად არღვევენ. თუ რესტორანში ყოფნისას საპირფარეშოში მეგობარს შეხვდებით, არ არის საჭირო მასთან მისვლა და ხელის ჩამორთმევა. საკმარისია მისალმების ნიშნად თავის დაქნევა. საუბარი და ხელის ჩამორთმევა უფრო სასიამოვნო ადგილასაც შეგიძლიათ.

როგორც ხედავთ, ეს წესები მარტივია, მაგრამ მათი დაცვა ცხოვრებას აადვილებს და უფრო სასიამოვნოს ხდის მას. სოციუმს ხომ, თავისი მრავალფეროვნებით – ყველანაირი ნორმისა და წესის დაცვა უყვარს. ადამიანი, რომელიც ამ წესებს იცავს, სოციალურ კიბეზე ავტომატურად უფრო მაღლა დგას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს