ვაროშა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი-მოჩვენებაა. ჩრდილოეთ კვიპროსის 1974 წლის 20 ივლისს დაცლილი კურორტი აპოკალიფსის მოტივებზე გადაღებული ფილმებისთვის მზა დეკორაციად იქცა.
აღსანიშნავია, რომ თვითონ ვაროშა არა ქალაქი, არამედ მხოლოდ კვარტალია, ძველი ფამაგუსტას გარეუბანი. გაცარიელებული ცათამბჯენებისგან და ნახევრადჩამონგრეული სასტუმროებისგან ორი ნაბიჯის დაშორებით, ადამიანები ძველებურად ცხოვრობენ. თუმცა, ვაროშას ქუჩებში, უკვე 40 წელია, მხოლოდ შეიარაღებული ჯარისკაცები დადიან.
ჩვენ ყველამ იცის, რომ კვიპროსისთვის უკვე დიდი ხანია იბრძვის თურქეთი და საბერძნეთი. ახლა კონფლიქტი გაცილებით ჩამხშვალია, თუმცა, ვაროშას გაცარიელების წლებში, ქვეყნები მზად იყვნენ, ერთმანეთისთვის ცეცხლი გაეხსნათ და ომი დაეწყოთ. თუმცა, არეულ 1970-იანებშიც კი, ფამაგუსტა საკმაოდ პოპულარული კურორტი იყო.
ჩრდილოეთ კვიპროსს დასასვენებლად ირჩევდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბრიჯით ბარდო და ელიზაბეტ ტეილორი. ყველაფერი შეიცვალა, როცა თურქ-კვიპროსელების დასაცავად, მათმა ისტორიულმა სამშობლომ კუნძულზე ჯარი შეიყვანა! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თურქეთმა ეს მხოლოდ ბერძნების მიერ წამოწყებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გააკეთა.
უკან დახეულმა ბერძნულმა ჯარმა ევაკუაცია გამოაცხადა. 1974 წლის ივლისში, ვაროშადან და ფამაგუსტადან ათასობით ადამიანი გაიქცა, სიკვდილის შიშით. გაქცეულებს თან მხოლოდ ის მიჰქონდათ, რისი ტარებაც შეეძლოთ.
ახლაც კი, ვაროშა მოგვაგონებს აპოკალიფსის ერთგვარ ღია მუზეუმს. თუმცა, დამსვენებლები, რომლებიც ამ სანახაობას იხილავენ, ძალიან ცოტანი არიან: თურქი ჯარისკაცები დღემდე იცავენ კვარტალს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, ხოლო ფოტო- და ვიდეო-გადაღება, შორიდანაც კი, აკრძალულია.
რა თქმა უნდა, ბევრი უგულებელყოფს გამაფრთხილებენ დაფებს და მაინც ჩამოაქვთ კვიპროსიდან ფოტოები. თუმცა, ფოტოგრაფთა უმეტესობას არ სურს აკრძალვის უგულებელყოფის აღიარება. მხოლოდ ამ ანონიმური წყაროებიდან თუ ვიღებთ კადრებს მოჩვენებათა ქალაქიდან, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იბრუნებს ბუნება ძალაუფლებას ერთ დროს ხალხით სავსე ქუჩებში.
ვასია მარკიდესი, ამერიკელ-კვიპროსელი, იმედოვნებს, რომ ფამაგუსტასა და ვაროშას აღდგენა შესაძლებელი იქნება. ქალი ამის გაკეთებას აპირებს თავისი ეკო-ქალაქის პროექტის განხორციელებით, რის წყალობითაც ყველაფერი მზის ელემენტებზე იმუშავებს. გამომგონებელი თავისი საქმის ყველაზე დიდ ხელშემშლელ ფაქტორად არა ოკუპაციას, არამედ მრავალსართულიან სასტუმროებს მიიჩნევს.
მარკიდესის მტკიცებით, ამდენი მაღალსართულიანი შენობა ხელს უშლის მზის სხივების მიწოდებას არამხოლოდ ელემენტებისთვის, არამედ პლაჟისთვისაც, რაც ფამაგუსტის, როგორც კურორტის, აღდგენაზეც უარყოფითად ახდენს გავლენას.
ვასია დიდი ხნის წინ შეუდგებოდა ამ საქმეს, რომ არა საბერძნეთისა და თურქეთის შეუჩერებელი წინააღმდეგობები ერთმანეთის მიმართ, ხოლო გაეროს რეზოლუცია პირდაპირ უკრძალავს სხვა მხარეებს კონფლიქტში ჩარევას.
ქალაქის ყოფილი მაცხოვრებლები, რომლებმაც სახლები 1 დღესი დაცალეს, ჯერ კიდევ ოცნებობენ მშობლიურ ადგილებში დაბრუნებაზე. თურქი-კვიპროსელები კი შიშობენ: თუ ვაროშასა და ფამაგუსტაში ბერძნები დაბრუნდებიან, ყველაფერს წაიღებენ და სანაცვლოდ არაფერს მისცემენ.
კონფლიქტის მხარეებმა ვერა და ვერ შეძლეს მორიგება. მარკიდესი წუხილით ამატებს: ქალაქი ისევ შეიძლება სამოთხედ იქცეს, რომ არა ადამიანთა სიჯიუტე.
ვაროშას მიტოვებულ ქუჩებში დღემდე მხოლოდ ჯარისკაცთა პატრული დადის. პატარა თურქი ბიჭები, ახლომდებარე კვარტლებიდან, ღამღამობით იპარებიან ცარიელ კვარტალში და ერთმანეთს სიმამაცეში ეჯიბრებიან. უცხოელი ფოტოგრაფები კი წარმოიდგენენ, თუ რა ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ქალაქი, კონფლიქტის მხარეებს რომ ეცადათ მაინც.