ჩემი და საკუთარ ცხოვრებას უჩივის და დღემდე ყველაფერში დედაჩემს ადანაშაულებს, თუმცა მე მახსოვს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი 

476

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცდებოდეს. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ დედა ყოველთვის მართალია. როდესაც საქმე შვილების პრობლემებს ეხება, ყველა დედას არ შეუძლია ადეკვატურად მსჯელობა და ფიქრი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს მისი შვილი.

არსებობს სიტუაციები, როდესაც დედის რჩევას უნდა დაუჯერო. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგჯერ დედები ბოლომდე არ იცავენ საკუთარ აზრს, როდესაც ხედავენ, რომ თავიანთი შვილები ემოციურ ნიადაგზე შეცდომებს უშვებენ, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მომავალზე.

დედა ყოველთვის მართალია

ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, როდესაც ადამიანები არჩევანს თავად აკეთებენ, მაგრამ საკუთარ უბედურრებაში სხვებს ადანაშაულებენ. დღეს ერთ ისტორიას გაგიზიარებთ. მაინტერესებს, რას ურჩევდით დედაჩემს და როგორ მოიქცეოდით თქვენ მსგავს სიტუაციაში?

მყავს უფროსი და – ანა. ის უკვე ზრდასრული ქალია, მაგრამ ბავშვივით მიამიტი. უკვე მრავალი წელია, რაც გათხოვილია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომლებზეც პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აქვს აღებული და ვაჟკაცურად უმკლავდება მათ პრობლემებს. აღმოჩნდა, რომ მის წარუმატებლობაში დამნაშავეა – დედაჩემი!

“რატომ გამიშვა დედაჩემმა, რომ ასე ადრე გავთხოვილიყავი?” – მითხრა ერთ დღეს ჩემმა დამ. მას კი არ მოუნდა 18 წლის ასაკში გათხოვება, არამედ დედამ გაუშვა! ბარემ ისიც ეთქვა, რომ ქმარი დედამ უშოვნა და 18 წლის ასაკში თავად არ გადაუწყვეტია, რომ საკუთარ ბედს შეხვდა!

მე, მაგალითად, დედა არასოდეს მიშლიდა გათხოვებას, მაგრამ მე მხოლოდ 30 წლის ასაკში გავთხოვდი, როდესაც მივხდი, რომ უკვე დრო იყო. არა, მე ამით არც ვამაყობ და არც ვტრაბახობ: მოხდა ისე, რომ 20 წლამდე გათხოვება არ მინდოლდა, 20-ის შემდეგ კი, ალბათ გონება ირთვება და უფრო წინდახედული ხდები. ისიც, გათხოვება იმდენად არ მინდოდა, რამდენადაც ბავშვზე ვოცნებობდი!

ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჩემი და ტყუის, როდესაც ამბობს, რომ “დედამ გაუშვა გათხოვება”. თავის უფროს ქალიშვილს დედა ჯერ არწმუნებდა, რომ არ უნდა ეჩქარა გათხოვება, მაგრამ ანა არ უსმენდა და იმუქრებოდა, რომ რაიმე სისულელეს ჩაიდენდა, თუ დედა ნებას არ დართავდა. ისინი დიდხანს კამათობდნენ, მაგრამ გრძობებმა ჩემს დას გონება დაუბინდა და მას ვერაფერს ვაგებინებდით.

ვინ არის მართალი: დედა თუ ქალიშვლი?

ამის შემდეგ დედაჩემი დაინტერესდა, თუ როგორი სახლი ჰქონდა მომავალ სიძეს და ვინ იყვნენ მისი მშობლები. ჩემა დამ უპასუხა, რომ ჩვენნაირი სახლი ჰქონდათ. მაშინ ამ კითხვის მნიშვნელობა არ მესმოდა, ახლა კი ვაცნობიერებ, რომ დედა მერკანტილურობის გამო კი არ ეკითხებოდა, არამედ იმიტომ, სახლის, ეზოსა და ნაკვეთის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლია იმსჯელო იმაზე, თუ როგორ გაუძღვება ოჯახს მომავალი ქმარი.

სიყვარული ბრმაა – ეს ჯერ კიდევ რბილი ნათქვამია! ამ შემთხვევაში არც სახლი იყო კარგი და არც მისი პატრონი. თუმცა, ჩემი დის საქმროზე ამბობდნენ, რომ ის კარგი მოსაუბრე და კეთილი ბიჭი იყო და დედაჩემი დანებდა. ქორწილმა ჩაიარა და ახალგამომცხვარ ცოლს ნელ-ნელა თვალები აეხილა. დედა თანახმა არ იყო მის გათხოვებაზე – შვილს სწყინდა, გაათხოვა და ისევ დედა აღმოჩნდა დამნაშავე! რას იტყვით?

ჩემი დის ქმარს ოჯახში შემომტანს ვერ უწოდებდი. ის არ არის მიჩვეული არც შვილებზე და არც ცოლზე ზრუნვას. ჩემს დას უჭირს. ამის მიუხედავად, ის უკვე მრავალი წელია თავის ქმართან ერთად ცხოვრობს და მთელი ამ წლების მანძილზე დამნაშავეს ეძებს. მას მიაჩნია, რომ ცუდად იმიტომ კი არ ცხოვრობს, რომ არასწორ ადამიანს გაჰყვა ცოლად, არამედ იმიტომ, რომ ადრე გათხოვდა!

უამრავი გოგონა თხოვდება ადრეულ ასაკში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ცუდად ცხოვრობენ თავიანთ ქმრებთან ერთად, ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგად ცხოვრობს. ყველა ქალი (გოგო) დამოუკიდებლად აკეთებს საკუთარ არჩევანს! იქნებ ვცდები?

ანამ მეუღლე თავად აირჩია და ვერ გამიგია, რა შუაშია დედაჩემი? რა თქმა უნდა, მას შეეძლო, რომ ბოლომდე თავისი გაეტანა: არავითარი გათხოვება 18 წლის ასაკში! მაგრამ მან თავის შვილს დაუთმო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს