სახლის დალაგებისას რაღაც უცნობი საქაღალდე ვიპოვნე, როდესაც გავხსენი მივხვდი, რომ მე ეს ქაღალდები არ უნდა მენახა

1881

ყველას გვყავს ახლო და შორეული ნათესავები. ზოგ მათგანს ქორწილის შემდეგ ვიძენთ: მძახლები, მაზლები, მულები. გუშინ არც კი იცნობდით ამ ადამიანს, დღეს კი – უკვე ნათესავები ხართ. ამასთან დაკავშირებით უამრავი მორალური კითხვა ჩნდება. უნდა დაუფარო თუ არა სესხი ასეთ ახალ ნათესავს, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება? თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს?

ყველა ჩვენგანი არ არის მზად ასეთი მსხვერპლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ. შესაძლოა, ეს არის პრინციპული პოზიცია ან ახალგაზრდა ოჯახისთვის სახსრების ნაკლებობა. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს შენი მეორე ნახევრისთვის ძალიან სერიოზული საკითხია, შენთვის კი – თითქოს არაფერი განსაკუთრებული? და როგორ უნდა აუხსნათ ახლობლებს თქვენი საქციელის მიზეზი?

გადავიხადოთ თუ არა სესხი

როდესაც პირველად 25 წლის ასაკში თხოვდები, ბევრი რამის სწავლა გიწევს. უმაღლეს განათლებასთან ჩემი დამოკიდებულების გამო, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ მქონდა პირადი ცხოვრება, იმ დროს, როდესაც ჩემს თანატოლებს უკვე შეყვარებულები ჰყავდათ. ამის გამო ჩემს თავს ცოტას ვსაყვედურობ, მაგრამ, მეორე მხრივ, არ მექნებოდა ის ყველაფერი, რაც ახლა მაქვს.

ასე მასწავლეს მშობლებმა: ჯერ საქმე, მერე სხვა დანარჩენი. მამაჩემი ხშირად ხუმრობს, რომ მამაკაცის ხასიათი მაქვს. თუმცა არავინ მაიძულებდა, რომ ასეთი ვყოფილიყავი. პირიქით, მთელი ყურადღება ჩემი ძმისკენ იყო მიმართული, მაგრამ ის განსხვავებული აზრის იყო. მან ჩემზე ადრე დატოვა სახლი და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. რა გაეწყობა, ალბათ მისთვის ასე უფრო მოსახერხებელი იყო.

ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე უფასო ფაკულტეტზე. ბევრს ვსწავლობდი, ამიტომ სწავლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შემქმნია. რაღაც არეულობები მქონდა სოციალურ ცხოვრებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს ერთი სანდო მეგობარი გყავდეს, ვიდრე ასი ნაცნობი. ბიჭების შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემი ვატო ჩემი მეორე შეყვარებული იყო. კარგია ეს? ვნახოთ.

უსიამოვნო მოულოდნელობა

ზოგიერთი პრობლემა ძლიერად იჩენს თავს. სწორედ, ამის მოყოლა მინდოდა. ბოლო მოვლენებიდან: ცოტა ხნის წინ ვიპოვე საქაღალდე დოკუმენტებით, რომელიც, აშკარაა, არ უნდა მეპოვნა. იქ იყო სხვადასხვა საბუთები, მაგრამ ვნახე სესხის განულების საბუთიც. სესხი ახლახან იყო განულებული, მაგრამ ჩემი მეუღლე ამ სესხს თურმე ერთი წლის განმავლობაში იხდიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცხოვრობდით, როგორც ოჯახი.

უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ხვდები, რომ გატყუებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არანაირი ღალატი არ არის, მაგრამ ასეთი რამეების გამო, ყველაზე ძლიერი ურთიერთობებიც კი ინგრევა. თანაც, მე ისეთი ხასიათის ადამიანი ვარ, რომ ასეთ რამეს არავის ვაპატიებდი. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, საერთო ბიუჯეტი გვაქვს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს მომენტი სულაც არ არის „სისულელე, რომლის დავიწყებაც შეგიძლია“. როგორც ვატომ მითხრა.

სიცრუის მიზეზი

ოჯახური საუბრის, მცირე ჩხუბისა და შერიგების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ჩემი დედამთილი გახდა ავად. მათ ოჯახს მცირე შემოსავალი აქვს, პენსიონერები არიან. ვატომ გადაწყვიტა, რომ დედამისს დახმარებოდა. დიდი სესხი აიღო და ჩემგან მალულად, როგორც შეეძლო, ისე იხდიდა. მისმა ყველა ახლობელმა იცოდა ამის შესახებ, ჩემს გარდა.

ჩემი მეუღლის თქმით, მას ეს სესხი არც თუ ისე მნიშვნელოვან რამედ მიაჩნდა. თქვა, რომ ეს მხოლოდ ფული იყო და მას უნდა ეშოვნა. სულ ეს იყო. და ის, რომ მე მისი ცოლი ვარ… ეს უკვე სხვა ამბავია. მითხრა, რომ მე ასეთ წვრილმან რამეებზე არ უნდა მენერვიულა. მას ხომ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის არაფერი მოუკლია.

ისე გამოვიდა, რომ დამნაშავეც გამოვედი, რადგან მის ნივთებში ვიქექებოდი. მისი მხრიდან ძალიან ელეგანტურია, ჩემს მიმართ პრეტენზიების გამოთქმა. როდესაც მომხდარის შესახებ დედაჩემს მოვუყევი, მან მხარი დამიჭირა. მან მითხრა, რომ ქმარს არ უნდა ჰქონდეს რაიმე საიდუმლო ცოლისგან. მან ასევე დაამატა, რომ ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ერთად ცხოვრების წესები. ქორწინება ორივე მხრიდან მოითხოვს გაგებას.

გადავიხადოთ თუ არა კრედიტი

მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ მომატყუეს და უბრალოდ არ მითხრეს, რა ხდებოდა სინამდვილეში. ამაში დამნაშავე არა მხოლოდ ვატო, არამედ მთელი მისი ოჯახია. მათ ყველაფერი იცოდნენ. იქნებ მე თვითონაც ვერ მომეხერხებინა ოჯახის ბიუჯეტში ჩემი წილი თანხის ჩადება, ან, მაგალითად, მე გავმხდარიყავი ცუდად. ამ შემთხვევაში, რა იქნებოდა?

მოკლედ, გამოდის, რომ მე ვიღაც უუფლებო არსება ვარ და შეიძლება, რომ სერიოზული ამბებზე არ დამელაპარაკონ. მაგრამ, ამ შემთხვევაში რატომ გვაქვს მე და ვატოს თანაბარი პასუხისმგებლობა? თუ უფლებები ერთნაირი არ გვაქვს? დაე, მან უზრუნველმყოს, მე კი სახლში დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ. და მე არ დამაინტერესებს არავითარი სესხი. მთავარია, ფული იყოს საკმარისი რაოდენობით. და ფულის შოვნაზე მამაკაცმა იფიქროს.

კი მაგრამ, მეც ხომ ვმუშაობ, ვვითარდები, ვგეგმავ. ოჯახისთვის ისევე ვირჯები, როგორც ჩემი ქმარი და ღამღამობით ჩემს დაქალებთან ერთად არ ვერთობი. რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ? ისტორიულად ჩამოყალიბდა ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება, თუ არასწორ მამაკაცს გავყევი ცოლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს