ჩვენს დროში მოდა ისე ძალიან სწრაფად იცვლება, როგორც ამინდი ციკლონების ან ანტიციკლონების ზეგავლენით. თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერი იტყვის, რომ ახლა მოდაშია ცისფერი ფერის კაბა ღრმა ამოჭრილით, ქალების უმეტესობა ტანსაცმლის ბრენდულ მაღაზიებში სწორედ მათ შეძენას დაიწყებს და ფასს ყურადღებას არ მიაქცევს.
ადრე ადამიანები ბევრად უფრო კონსერვატიულები იყვნენ და ჩვეული ტანსაცმლის ახლით ჩანაცვლება ნაკლებად ახასიათებდათ. სწორედ ამიტომ, ამ ძველი სურათების დათვალიერების შემდეგ, სადაც კაბაში ჩაცმული ბავშვებია გამოსახული, გაოცებული დარჩებით. შემდეგი კითხვა ჩნდება: ეს საერთოდ გოგოა თუ ბიჭი?
აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და პორტუგალიის მეფე მანუელ II
აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს კაბები უძველესი დროიდან ეცვათ. თუმცა ქალის და კაცის ტანსაცმელი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და ასე ადამიანის სქესის მარტივად გამოცნობა ხდებოდა.
მარია ფეოდოროვნა შვილთან ნიკოლოზ II-სთან ერთად
რაც შეეხება ბავშვებს მე-19 საუკუნის ბოლოს სურათებში შეგიძლიათ ნახოთ ბიჭები აბსოლუტურად ქალის კაბებში. „შარვლები მრავალი საუკუნის წინ გამოიგონეს, უკვე რომიც დაეცა“ – იტყვით თქვენ.
ფლამანდელი ბიჭი კაბაში, 1625 წელი
მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიცია მაშინ გენდერის მიხედვით პატარა ბავშვების დაყოფას კრძალავდა. შარვალი ბიჭებს, კაბები გოგოებს – ასე დაყოფა უფრო ზრდასრულ ასაკში ხდებოდა.
ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე
ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდებიან, რომ კაბებში პატარა ბავშვებს საკუთარ მოთხოვნილებებთან გამკლავება უადვილდებოდათ.
ფრანგი ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი
მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთაც მახვილი თვალი ყურადღებას მიაქცევს – ტანსაცმლის ფერი და ღილების განლაგება. ბიჭები უფრო ფერად კაბებს იცვამდნენ, ხოლო ღილები წინიდან იყო დაკერებული. გოგოებს უფრო მოკრძალებულ ფერებში აცვამდნენ და მათ კაბებზე ღილებს მალავდნენ.
ბიჭების ტრადიციული კაბა, მე-19 საუკუნე
ყურადღება ვარცხნილობასაც უნდა მიაქციოთ. გოგოებს თმა შუაზე სწორად გაყოფილი ჰქონდათ. ბიჭებს კი შუბლზე შეჭრილი თმა ან კეფაზე ერთად შეკრული ვარცხნილობა ჰქონდათ.
გასაოცარია, მაგრამ პატარა ბავშვების კაბაში ჩაცმა სულ რაღაც 100 წლის წინ ამოიღეს. ეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.
მეორე მხრივ ამას ხელი ზიგმუნდ ფროიდმა ხელი შეუწყო. ის ფსიქოანალიზით იყო დაკავებული და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა ბავშვობაში ფორმირდება. ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვი უსქესო არაა, ამიტომ განსხვავება ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს.
ამასთან კაბების ამოღებაზე გავლენა განათლების რეფორმამ იქონია, რომლის თანახმად ორივე სქესის ბავშვებმა ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში სიარული და ფორმის ტარება დაიწყეს: გოგოებს – კაბები, ბიჭებს – შარვლები.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტრადიციებს დღემდე აფასებს. პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა თავიანთი პრინცი, ჯორჯი ტრადიციულ მაქმანებიან კაბაში მონათლეს, რომელიც 1841 წლის დედოფალ ვიქტორიას უფროსი ქალიშვილის კაბის ზუსტი ასლი იყო. ტახტის მორიგი მემკვიდრეებიც სწორედ ასე მონათლეს.
თანამედროვე სამყაროში გენდერის მიხედვით ბავშვის დაყოფა დაბადებიდანვე ხდება. ჩვენ ბავშვის სათამაშოებს და ტანსაცმელს სქესის მიხედვით შესაბამის ფერში წინასწარ ვყიდულობთ.