ნაქირავებ ბინებში ხეტიალისას ხშირად ვხვდებოდი ძველ სააბაზანოებში ლაქებისა და ჟანგისგან გაყვითლებული ზედაპირების პრობლემას. სპეციფიური დაბინძურების მოსაშორებლად საჭირო იყო ნაცადი ხალხური მეთოდების გამოყენება. ვიმედოვნებდი, რომ ჩემს პირად ბინაში ეს პრობლემა არ შემაწუხებდა. მაგრამ, როდესაც საკუთარი სახლი შევიძინე, ასევე მომიწია დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გამესუფთავებინა უნიტაზი, რადგან კაპიტალური რემონტისთვის ფული არ მქონდა, მაგრამ ძალიან მინდოდა საპირფარეშოს განახლება. ჩემი წინა გამოცდილება ძალიან დამეხმარა!
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი
უნიტაზისთვის პირვანდელი სისუფთავის დაბრუნებაში სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები დაგვეხმარება, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სახლში არსებული საშუალებებიც.
რით შეიძლება უნიტაზის გაწმენდა?
1. სცადეთ კეტჩუპის გამოყენება, თუმცა, ძალიან ძლიერ ნადებს ის ვერ გაუმკლავდება. მახსოვს, ერთმა ჩემმა ნაცნობმა უნიტაზს გაწმენდამდე კეტჩუპი წაუსვა. ნახევარი საათის შემდეგ კეტჩუპი ჩამორეცხა და მინანქარი უხეში ღრუბლით გაწმინდა – უნიტაზი ბრწყინავდა!
2. ძმარი კირის ნადებს ხსნის. უნიტაზზე არსებული ლაქები ჩვეულებრივი ძმრით უნდა დაამუშავოთ, 15 წუთის შემდეგ კი დაბინძურებული ადგილები უხეში ღრუბლით უნდა გაწმინდოთ და სუფთა წყლით ჩამორეცხოთ. თუ პირველ ჯერზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, შეგიძლიათ ისევ სცადოთ. ან ძმარი უნიტაზში ჩაასხით და მთელი ღამით დატოვეთ – დილით ყველაფერი უნდა ჩამოირეცხოს.
3. საცხობი სოდა და ძმარი ძლიერი კომბინაციაა კირის ლაქების მოსაშორებლად. ძმარი უნიტაზის ზედაპირს უნდა შეასხუროთ და სქლად მოაყაროთ სოდა. 15 წუთის შემდეგ ნარევი კარგად უნდა შეაზილოთ და კიდევ ნახევარი საათით გააჩეროთ. შემდეგ ეს ყველაფერი სუფთა წყლით უნდა ჩამორეცხოთ.
4. კალცინირებული სოდა და ძმარი ეფექტურად აშორებს ნადებს და ჟანგს უნიტაზიდან. ფხვნილი საკმაო რაოდენობით უნდა მოაყაროთ უნიტაზს და დატოვეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ფრთხილად უნდა შეასხუროთ ძმარი სოდას ისე, რომ ჩაქრობის რეაქცია მოხდეს. პროცედურის შემდეგ, უნიტაზი კარგად უნდა მოირეცხოს წყლით.
სხვა ხალხური ხრიკები
5. ლიმონის მჟავა ჭამს კერამიკულ ზედაპირზე არსებულ ნადებს. ფხვნილი შეგიძლიათ ჩაყაროთ უნიტაზში და წყლის ავზში. უნდა დაელოდოთ რამდენიმე საათს, სანამ საშუალება დაიწყებს მოქმედებას, შემდეგ კი უხეში ჯაგრისით უნდა გაწმინდოთ და ჩამორეცხოთ.
6. ლიმონის წვენი ასევე დაგეხმარებათ უნიტაზიდან ახალი ნადების მოცილებაში. ციტრუსის სურნელი ჰაერის გამწმენდის როლს შეასრულებს. ეფექტის გასაძლიერებლად, ლიმონის წვენს შეგიძლიათ ძმარი შეურიოთ. სითხე უნდა წაუსვათ ლაქას, დაელოდოთ დაახლოებით ერთი საათი, რათა ნალექი გაიხსნას და შემდეგ ჩამორეცხოთ სუფთა წყლით.
7. ყველასთვის ნაცნობ Coca-Cola-ს შეუძლია გაანადგუროს არა მხოლოდ კუჭის კედლები და მასში არსებული საკვები, არამედ უნიტაზზე არსებული ნადები და ჟანგის კვალიც. სასმელს ასხამენ ზედაპირს რამდენჯერმე შესვენებებით, სანამ ჭუჭყი მთლიანად არ ჩამოირეცხება.
8. ჟანგის გადამყვანი (WD-40) დაგეხმარებათ უნიტაზიდან ჟანგის ლაქების მოცილებაში. ეს საშუალება უნდა დაასხუროთ ლაქას, დაელოდოთ ათი წუთი და შემდეგ გაწმინდოთ ღრუბლითა და სარეცხი საშუალებით. ამის შემდეგ უნიტაზი წყლით უნდა ჩამორეცხოთ.
9. კბილის პასტას შეუძლია უნიტაზის ზედაპირის გაწმენდა. ამიტომ, ვადაგასულ პასტას ნუ გადააგდებთ, არამედ სხვა გამოყენება მოუძებნეთ. საშუალება უნდა წაუსვათ ჭუჭყიან ლაქას და 10 წუთის მანძილზე გააჩეროთ. ამის შემდეგ უნიტაზი ჯერ ჯაგრისით უნდა გაწმინდოთ, შემდეგ კი სუფთა წლით ჩამორეცხოთ.
10. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ფხვნილიც. ფხვნილი უნიტაზზე უნდა წაუსვათ, აცადოთ, რომ ნადები დაშალოს და შემდეგ სუფთა წყლით უნდა ჩამორეცხოთ.
თუ შეეცდებით, მბზინვარებას ძალიან ძველ უნიტაზსაც კი დაუბრუნებთ და არ დაგჭირდებათ ფულის დახარჯვა ახლის შესაძენად!