ვერცხლის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ უნდა მივეტოვებინე. განქორწინების შემდეგ მან სახლი მაჩუქა, მაგრამ მე ეს არ მინდა

1029

სიტყვა “განქორწინებაზე”, ჩნდება თუ არა თქვენს თვალწინ მირაჟი, რომელსაც “მეუღლეთა საერთო საკუთრება” ჰქვია? და ასევე ის, რაც განქორწინებას მოჰყვება – ლაპარაკები, ჭორები, ჩხუბი, კამათი?

მიტოვებული ქალის, დიანას, ისტორიაში მეუღლეთა საერთო ერთობლივი საკუთრება ფიგურირებს, როგორც ფონი და არა, როგორც სარჩელის საგანი. ის და ირაკლი 25 წლის წინ, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაქორწინდნენ. მათ ახალგაზრდა ოჯახს ნულიდან არ დაუწყია: ორივე მათგანის მშობლები სამშენებლო ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, ირაკლი და დიანაც ამ სფეროში მუშაობენ. ქმარი არქიტექტორია, ცოლი – ინტერიერის დიზაინერი. კარიერა სტუდენტობის წლებში დაიწყეს და მიაჩნდათ, რომ იღბლიანები იყვნენ. ქორწილში ნაჩუქარი სახლი ელეგანტურად და გემოვნებით იყო მოწყობილი, ეზო სილამაზით ბრწყინავდა, ბიზნესს სიამოვნება მოჰქონდა და თავისუფალ დროსაც სასიამოვნოდ ატარებდნენ.

ოჯახური ცხოვრება

ცოტა ხანში მათ ქალიშვილი შეეძინათ. ახლა ის 23 წლისაა. უკვე გათხოვილია. ქორწილისთვის მშობლებმა ახალდაქორწინებულებს ბინა გადასცეს, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. დიანაზე და ირაკლიზე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. როგორც მშობლები, ასევე მეგობრები და მეზობლები მათ ოჯახს სამაგალითოს უწოდებდნენ. ისინი ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ენერგიული, დინამიური, იმპულსური ირაკლი და დიანა, რომელმაც ოსტატურად იცის, როგორ გაასწოროს ბასრი კუთხეები. მათთან ურთიერთობისას მიხვდებოდით, რომ მათ სახლში ჰარმონია სუფევდა.

 

სწორედ ამიტომ, დიანამ გველის ნაკბენივით აღიქვა ირაკლის განცხადება, რომ ის სახლიდან მიდიოდა. აი, რას ყვება თავად ქალი: „ვერცხლის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ უნდა მივეტოვებინე. განქორწინების შემდეგ კარგი ბინა მიყიდა, მაგრამ მე ეს არ მინდა. შოკიდან გამოსვლის შემდეგ, ვთხოვდი, ვემუდარებოდი, რომ კარგად დაფიქრებულიყო და არ წასულიყო. დარჩენას ჩვენი ქალიშვილიც სთხოვდა, მაგრამ არც ჩემმა და არც მისმა თხოვნამ არ გაამართლა”.

ირაკლიმ სინდისის მიხედვით იმოქმედა

ირაკლის საკუთარი მეუღლე არაფერში არ დაუდანაშაულებია. მან აუხსნა, რომ სხვა შეუყვარდა და მასთან ყოფნა სურს. მიტოვებული ქალი ახლა მარტო ცხოვრობს, ქმრის მიერ ნაჩუქარ ბინაში. ის მთლიანად მოგონებებში ჩაიძირა: “დიახ, იყო ზარები, მაგრამ მე მათ საშიშად არ ვთვლიდი. ირაკლი ხშირად დადიოდა მივლინებაში, მაგრამ ამას ხომ მისი სამსახური მოითხოვდა. ერთხელ ნახევრად ხუმრობით მითხრა, რომ ცოტა გავსუქდი და მაშინვე დავიწყე სპორტდარბაზში და აუზზე სიარული, შევამცირე ტკბილეულის და ცომეულის მოხმარება, დავიწყე ფეხით სიარული. მართალია, დაგეგმილი 7 კილოგრამიდან, მხოლოდ 2 მოვიკელი. შემდეგ კი, ეს მოხდა…

აღარც წონაში დაკლება მინდა, არც ჭამა, არც სამსახურში წასვლა, არც სიარული, არც ხატვა, არც ყვავილები მაინტერესებს, არც საკუთარ თავზე ზრუნვა. რთულია მეუღლის გაშვება, წარსულში ვიქექები… 25 წლიანი ქორწინების დავიწყება არც ისე ადვილია!”

მსგავსი ისტორია ძალიან ბევრია

დიანას თანაგრძნობით ჩავეხუტე, გამახსენდა მსგავსი ისტორიები, რომლებიც ჩემს ოჯახსა და ჩემს გარემოცვაში მოხდა. დიახ, მისი შემთხვევა უნიკალური არ არის. ამასთანავე, ის ერთ-ერთი იშვიათია, თუნდაც იმიტომ, რომ მისმა ქმარმა წასვლისას მასზე იზრუნა და კარგი საცხოვრებლით უზრუნველყო. ხშირ შემთხვევებში, განქორწინება იწვევს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტრავმას, არამედ აუარესებს მიტოვებული ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. მაგრამ დიანა არ არის იმათგანი, ვინც თავს უკეთ იგრძნობს, იმის გაცნობიერებით, რომ ბევრი მასზე უარეს დღეშია.

და, რამდენადაც ვიცი, მისთვის ყოველთვის უცხო იყო მესაკუთრული შეხედულებები, თითქოს ვიღაც შეიძლება ვინმეს ეკუთვნოდეს და ამიტომ დასაშვები იყოს, რომ, როგორც მეუღლემ ან დედამ, განკარგოს სხვა ადამიანი, გააკონტროლოს და იფიქროს: ”არ დავთმობ, არ გავუშვებ!” მაგრამ, როგორ უნდა დაიწყოს მან მადლიერებით ფიქრი საკუთარ გამოცდილებაზე და როგორ უნდა აღიდგინოს ცხოვრების მიმართ ინტერესი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს