გადავწყვიტე, ჩემს ქალიშვილთან იმ ბინით მეტრაბახა, რომელიც ჩემთვის ვიყიდე, მაგრამ მას ისეთი რეაქცია არ ჰქონია, როგორსაც მოველოდი

4755

ითვლება, რომ ნაღდი ფულით ბინის ყიდვა ყოველთვის საეჭვოა. „რატომ არა ბაკის მეშვეობით ან ანაბრით? იქნებ ფული არაკეთილსინდისიერად იქნა ნაშოვნი? და რაღაც ამის მსგავსი. ისე მოხდა, რომ თანამედროვე ადამიანი ხშირად აწყდება უნდობლობას და ეჭვს. განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან.

მაგრამ, მერწმუნეთ, ხდება ხოლმე, რომ ბინის ყიდვა ზედმეტი ხმაურის გარეშე – საჭიროა არა იმისთვის, რომ რაიმე სახის კრიმინალური გარიგება შედგეს, არამედ იმისთვის, რომ ამის შესახებ თქვენმა ნათესავებმა და მეგობრებმა არ გაიგონ. ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ადამიანი მალავს თავის უეცარ შენაძენს, რამდენადაც შეუძლია.

ბინის ყიდვა ნაღდი ფულით

ჩემი ქალიშვილი უკვე ორმოცი წლის ხდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან არ იცოდა რა იყო ნამდვილი ანაზღაურებადი სამუშაო. მას მთელი ცხოვრება მე ვინახავდი, შემდეგ კი მისი ქმარი დამემატა. გინდათ მკითხოთ, ეს როგორ მოხდა? გიპასუხებთ: ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის ბრალი იყო და ასევე იმის ბრალი, რომ სახლიდან შორს ვიყავი.

ახლა 58 წლის ვარ. აქედან თითქმის ნახევარი ოჯახისა და მეგობრებისგან მოშორებით გავატარე. ყველა ცდილობდა ფულის შოვნას უკეთესი ცხოვრებისთვის. მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე იმ ფაქტს, რომ დრო სწრაფად მიჰქრის და ცხოვრებაც უნდა მოასწრო. ვფიქრობ, ყველა გამიგებს, ვინც სხვა ქვეყნებში სამუშაოდ ყოფილა. სამწუხაროა ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ახლა ჩემი დრო მოვიდა.

დედაჩემი ჩემს ქალიშვილთან, მის ქმართან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ, არ ინერვიულოთ. ძალიან კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ. უცხოეთში მუშაობისას სოლიდური თანხის შოვნა მოვახერხე, რითაც ქალაქგარეთ კარგი ორსართულიანი სახლი აშენდა. ამ მიზნით ჩემს ქალიშვილს ფულს ყოველთვიურად ვუგზავნიდი.

არასოდეს შემიწუხებია დიზაინის ან ინტერიერის გაფორმების რჩევებითა და მოთხოვნებით. მინდოდ, რომ ეს საოცნებო სახლი ყოფილიყო. დროდადრო ჩემი ქალიშვილი შესრულებული სამუშაოს ამსახველ ფოტოებს მიგზავნიდა და ტრაბახობდა კიდეც, კიდევ ერთი წარმატებული იდეით, რომელიც მან მოიფიქრა. როცა გათხოვდა, ამ საქმიანობაში ჩემი სიძეც ჩაერთო. მე არასოდეს მითქვამს უარი, ვეუბნებოდი, რომ საკუთარი გემოვნებით გაეკეთებინათ.

დედას უხაროდა, რომ უცხო ქვეყანაში არ დავიკარგე და შემეძლო, რომ მათ ფინანსურადაც დავხმარებოდი. მაგრამ დედას ვენატრებოდი და მეც მენატრებოდა. როდესაც რაღაც გაქვს გასაკეთებელი, უნდა მოიშორო ზედმეტი ემოციები და ნერვიულობა.

ბინის ფული

მერე ჩემი შვილიშვილი დაიბადა. ჩემი ქალიშვილი მიმანიშნებდა ხოლმე, რომ ფული არ ჰყოფნიდათ. ჩემი სიძე, ოჯახის შენახვას, მარტო ვერ უმკლავდებოდა. დაუმთავრებელ სახლში ცხოვრობდნენ და გადასახადები ძალიან ბევრი მოდიოდა, თანაც ფული ბავშვსაც სჭირებოდა. იმ დროისთვის ხელფასი მომიმატეს და ხმის ამოუღებლად ვაგრძელებდი მათთვის ფულის გაგზავნას. ნახევარ წელიწადში სახლის მშენებლობა დასრულდა. მხოლდ ავეჯი იყო შემოსატანი.

მაგრამ ეს იყო ჩემი გეგმის მხოლოდ ნახევარი. უფრო მეტს ვმუშაობდი, რადგან მივხვდი, რომ ჩემი საქმე ჯერ არ დასრულებულიყო. როდესაც ზრდასრული ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს მარტოობაში ატარებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა სურდეს. თუნდაც მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანებით იყოს გარშემორტყმული. ასე ვართ მოწყობილი.

ფულის შეგროვება დავიწყე, რათა ჩემთვის ცალკე ბინა მეყიდა. ოჯახზე ხარჯები მნიშვნელოვნად შემიმცირდა, ასე რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. უქმეებზეც ვმუშაობდი. ცოტა იქით, ცოტა აქით. მთავარია თქვენს თავში შეინახოთ სურათი იმისა, რისკენაც ისწრაფვით, მერე კი – ყველაფერი გამოვა. ასეც მოვიქეცი. ბოლოს რაც მინდოდა, იმას მივაღწიე და სახლში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი.

სახლში დაბრუნება

ოჯახის წევრებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, ძალიან გაუხარდათ. შევთანხმდით დიდი დღესასწაულის მოწყობაზე, მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის, რათა ყველაფერი ყოფილიყო მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ გემოვნებით. ასეც მოხდა. ისინი აეროპორტში დამხვდნენ და სახლში წამიყვანეს. მოაწყვეს წვეულება. სახლის ყოველ სანტიმეტრს, რემონტს და ყველაფერს მაჩვენებდნენ. დედას განსაკუთრებით გაუხარდა ჩემი ნახვა.

ორიოდე კვირის შემდეგ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩემს ოჯახს არაფერი სჭირდებოდა, აგენტს მივმართე. კარგი ბიჭი შემხვდა, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცოდა. 10 დღის შემდეგ მან შესაფერისი ვარიანტი მიპოვა, რომელიც შევიძინე. სამოთახიანი ბინა ცენტრთან ახლოს. პარალელურად გავარკვიე, სად შეიძლებოდა კარგი ავეჯის ყიდვა. ასე რომ, შედარებით მოკლე დროში მოვახერხე ყველაფრის რეალიზება, რაც დაგეგმილი მქონდა.

პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილი დავპატიჟე ჩემს სახლში. ასე ვთქვათ, სატრაბახოდ ახალმოსახლეობის წვეულების წინ. ჩემი გემოვნება უფრო მეტად უცხოურ მოდაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. ამიტომ მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდა ამას სხვა ადამიანი. შეიძლება აქ, ასეთი რამეები სულაც არ მოსწონთ, ვინ იცის. თუმცა ჩემს ქალიშვილს ყველაფერი მოეწონა.

როდესაც ვუთხარი, რომ უახლოეს მომავალში აქ გადმოვდიოდი საცხოვრებლად, ჩემი ქალიშვილი დიდი თვალებით მომაშტერდა. ის ნაწყენი ჩანდა. თურმე ფიქრობდა, რომ ის და მისი ქმარი ქალაქის ბინაში გადმოვიდოდნენ, მე კი – დედაჩემთან ერთად ვიცხოვრებდი – ქალაქგარეთ საკუთარ სახლში. ახალგაზრდებს ხომ ქალაქი უფრო უყვართ და ჩემთვის და დედაჩემისთვის კი – კარგი იქნებოდა, თუ სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდით და წყაროს წყალი დავლევდით.

ასეთი რამ, როგორ მოიფიქრეს? რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ეს არ მოხდებოდა. როდესაც ისინი სახლს ჩემი ფულით აშენებდნენ, მე არ მივსულვარ და არაფერში არ ჩავრეულვარ. მთლიანად საკუთარი პროექტით ააშენეს. ახლა კი მე სიმშვიდე და მარტოობა მჭირდება. რატომ ქალაქში? იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, მეგაპოლისში გავატარე და ჩვევების შეცვლას არ ვაპირებ.

ამის შემდეგ ჩემმა ქალიშვილმა ბოლო, სულელური და შეუფერებელი „კოზირი“ ამოიღო. მან დამადანაშაულა, რომ მთელი ცხოვრება მასთან არ ვიყავი. მარტო დავტოვე და, რომ არა ბებია, ვინ იცის, რა მოხდებოდა. ახლა კი მას საკუთარი ქალიშვილიც ჰყავს გასაზრდელი და ბებიასაც უნდა მიხედოს. და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და ასე შემდეგ.

წარმოგიდგენიათ, რა ცუდი დედა ვარ იმის გამო, რომ ქალიშვილს ვაიძულე, რომ მთელი ცხოვრება არაფერი ეკეთებინა? მისი სამუშაო მოხუცი ქალის მოვლა იყო, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლად დადის. უბრალოდ რაღაც კოშმარია. მაგრამ, როგორც მიხვდით, მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ბინა მხოლოდ ჩემი იქნება. სხვა ადამიანები მე აქ არ მჭირდება. ამისთვის არ გადამიხდია ჩემი ასეთი მძიმე შრომით ნაშოვნი ფული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს