ამას წინათ ჩემი შვილიშვილის მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა, მე მას მაისური ვაჩუქე, მაგრამ აშკარა იყო, რომ გოგონას ეს საჩუქარი არ გაუხარდა

0
534

ნათესავებისთვის საჩუქრების ჩუქება – მარტივი საქმე არ არის. დაახლოებით მაინც უნდა იცოდე, რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს, უნდა იცოდე, როგორი გემოვნება აქვს მას. ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე თქვენი საჩუქარი მისთვის საინტერესო არ იქნება და შეუმჩნევლად დარჩება. მათთვის, ვისაც დიდი ოჯახი და უამრავი ნათესავი ჰყავს, ეს ამოცანა მართლაც ძნელად გადასაჭრელია და ეს სულაც არ არის ხუმრობა.

კიდევ, არსებობენ პრობლემური ნათესავები. აი, ასეთი ხასიათი აქვთ. ისინი, ვინც სათითაოდ აფასებენ ნებისმიერ ნაჩუქარ ნივთს და საუკეთესო შემთხვევაში, სახლში იწყებენ მათ გაკრიტიკებას და დაწუნებას. უარეს შემთხვევებში კი – პირდაპირ იქვე გამოთქვამენ პრეტენზიებს. ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ უბრალოდ არ უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რაც ხდება. მაგრამ ზოგჯერ, შეიძლება ერთმა უბრალო სიტყვამაც კი – ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენოთ.

ნათესავების საჩუქრები

ჩემთვის, როგორც პენსიონერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხა ერთი თვის მანძილზე ვიმყოფინო. მე არ შემიძლია გარკვეულ თანხაზე მეტის დახარჯვა, რადგან შემდეგ დანაზოგიდან მომიწევს თანხის აღება. ეს კი ჩემი ასაკის ადამიანისთვის დაუშვებელი ფუფუნებაა. ჩვენ გარკვეულ სტაბილურობას ვართ მიჩვეული და ცვლილებები არ გვიყვარს. ეს განსაკუთრებით ნაღდ ფულს ეხება.

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ზოგჯერ მაინც გვიწევს დახარჯვა. სადარბაზოს რემონტისთვის, დაჟანგული მილის შესაცვლელად, გაფუჭებული სარეცხი მანქანის შესაკეთებლად. ეს არის ცხოვრება, ვერაფერს იზამ. არის კიდევ თარიღები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნო. სწორედ ამაზე შევჩერდები.

მე ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. არც ერთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია. ერთადერთი ის არის, რომ ისინი ისე ხშირად არ მოდიან ჩემთან სტუმრად, როგორც მე მინდა. მაგრამ მე მოხუცი ვარ და არა სულელი, ამიტომ ყველაფერი მესმის. ახალგაზრდობისას საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვრო და არა პენსიონერებს უარო. გარდა ამისა, მე ყველაფერს თავადაც მშვენივრად ვუმკლავდები. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობა ჯერ კიდევ მაძლევს ამის საშუალებას.

მას შემდეგ რაც ჩემმა შვილიშვილმა ცოლი მოიყვანა, პრობლემები დაგვეწყო. გოგონა, რომელიც მან ამოირჩია… მოდი ასე ვიტყვი, რომ შედარებით მშვიდი გოგონებიც არსებობენ. ახლა მე უკვე ვიცი, როდის არის ის დაბადებული და დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ზოდიაქოს ნიშნით მორიელები, ნამდვილად არ არიან ამქვეყნიურები. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, მათთან ფრთხილად იყავით.

შვილიშვილის მეუღლე

როდესაც გამაცნეს, მე ვნახე ჩემი ბედნიერი შვილიშვილი, რომელსაც ლამაზი ჟღალთმიანი გოგონას ხელი ეჭირა. მას ანა ჰქვია. ის ჯერ სტუდენტია. ანა ბევრს ხუმრობდა და იცინოდა. მაშინვე შეატყობდით, რომ გახსნილი ადამიანია. შესანიშნავია, არც მე არ მიყვარს ქვეშქვეშობა და თვალთმაქცობა. ამის შემდეგ ანა მის დაბადების დღემდე არ მინახავს.

როგორც უკვე გითხარით, მე არ მაქვს, რაიმე სერიოზული დანაზოგი, რომლის შესახებაც არავინ იცის. ასე რომ, როდესაც საქმე ძვირფას საჩუქრებს ეხება, უმჯობესია, ჩემი იმედი არ ჰქონდეთ. თუმცა მე მაინც წავედი სავაჭრო ცენტრში და, ჩემი აზრით, არც ისე ცუდი მაისური ვიყიდე. ჩემი აზრით, ახალგაზრდული იყო. და ის ნამდვილად არ ღირდა იაფი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

დაბადების დღეზე უამრავი ადამიანი მოვიდა, იყო ხმამაღალი მუსიკა. მესმოდა, რომ ეს წვეულება ახალგაზრდებისთვის იყო და იქ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებდი. კიდევ კარგი, რომ ჩემი სიძეც იგივე აზრის იყო და შევთანხმდით, რომ მანქანით სახლის კარებამდე მიმიყვანდა. ტრანსპორტით სახლამდე ერთი საათი დამჭირდებოდა, ტაქსიში კი – ფულის დახარჯვა არ მინდოდა.

საჩუქრების გადაცემა 

სადღაც ერთი საათის შემდეგ იუბილარმა საჩუქრების ჩვენება დაიწყო. ჩემმა შვილიშვილმა მას სამკაული აჩუქა, მეგობრებმა – კოსმეტიკური საშუალებები, იყო კიდევ სხვა საჩუქრებიც. მე ჩემი ნაყიდი მაისური არ შემიფუთავს, მაგიდაზე იმ პარკით დავდე, რომელშიც სალაროსთან ჩამიდეს. ჩვენმა რძალმა მაისური ამოიღო, გაშალა, არაფერი უთქვამს და ისეც პარკში ჩადო. ისე რომ, არც კი დაუკეცავს. აშკარა იყო, რომ მას ეს საჩუქარი არ მოეწონა.

რას ვიზამთ… როგორც ჩანს, ბებომ ვერ გამოიცნო, რა უნდა ეყიდა. რა ვქნა, ხომ არ ვიტირებ? აღმოჩნდა, რომ ფიქრი შეიძლება მატერიალური გახდეს. ანა სტუმრებისგან მოშორებით დაჯდა და მთლიანად გაწითლდა. მე ეს შევნიშნე, რადგან მთელი საღამო ჩუმად ვიჯექი მაგიდასთან. პრაქტიკულად, არავინ მომახლოვებია, რადგან ყველა ერთობოდა.

გადავწყვიტე, მასთან მივსულიყავი და მოწვევისთვის მადლობა გადამეხადა. მისი უფრო ახლოს გაცნობა მინდოდა. ის გაწითლებული სახით და ცრემლიანი თვალებით დამხვდა. ხმამაღალი მუსიკის გამო, მისი ხმა კარგად არ მესმოდა, მაგრამ მის სიტყვებში წყენა შევნიშნე. და ის, რომ მას ეგონა, რომ ჩვენს ოჯახს მოსწონდა, ჩვენ კი რაღაც იაფიანი ჩვარი ვაჩუქეთ. მან კიდევ წარმოთქვა რამდენიმე ფრაზა, რომელიც მე ვერ გავიგონე, ბოლოს კი მითხრა, რომ შემეძლო ეს საჩუქარი უკან წამეღო.

როდესაც ჩემს სიძეს მანქანით სახლში მივყავდით, მისთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს. მან თავად დაიწყო. მითხრა, რომ გაოცებული იყო იმით, თუ როგორ ნერვიულობდა ანა, როდესაც კაფეში დღესასწაულისთვის რაღაცებს უკვეთავდა. მას ხელები უკანკალებდა, ხმა გაბზარული ჰქონდა და რაღაცნაირად, ისტერიულად იქცეოდა. რა ნახა ჩემმა ბიჭმა მასში?

საჩუქრები ნათესავებისთვის

ჩემს სიძეს სახლამდე მოყვანისთვის მადლობა გადავუხადე და სახლში შევედი. ჩემს რძალზე ფიქრები არ მშორდებოდა. მას მართლა ნერვები აქვს ასე გაფუჭებული, თუ მართლა ასეთი ადამიანია? და კიდევ, მე ჩემი საჩუქრის გამო მრცხვენოდა. ალბათ, ფული უნდა ჩამედი კონვერტში, თუნდაც უფრო დიდი თანხა. მაგრამ, საიდან უნდა მცოდნოდა?

რამდენიმე დღის შემდეგ, მე და ჩემი ქალიშვილი ერთმანეთს შევხვდით. ყველაფერთან ერთად მისი რძლის თემასაც შევეხეთ. ჩემი წამოსვლის შემდეგ მას მიმტანებთანაც დაუწყია ჩხუბი, ცუდად შემწვარი თევზის გამო. მოკლედ, რაღაც საშინელებაა. ჩემი შვილიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ მას ასეთი ხასიათი აქვს. ისე, ძალიან კარგი ადამიანია.

არ ვიცი, ახლა ყველა ახალგაზრდა ასეა, თუ მხოლოდ ჟღალი ღრიანკლები, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ: ნორმალური ცხოვრებისთვის ასეთი ადამიანები არ გამოდგებიან. ვიმედოვნებ, ჩემი შვილიშვილი ასწავლის მას მოქცევას, ან თავად გაჭაღარავდება დროზე ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ცოტა რამ მევალება – გავიღიმო და ისე მოვიქცე, თითქოს ყველაფერი კარგადაა. მათ ურთიერთობაში ჩარევას არ ვაპირებ. მაისურის გამო კი – ძალიან მეწყინა. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ ძალიან ლამაზი მაისურია და ხარისხიანიც.