ადამიანის ორგანიზმი დღემდე არ არის სრულად შესწავლილი. ზოგჯერ მის ქცევას მეცნიერებიც კი ვერ ხსნიან. მაგალითად, ქალებმა ორსულობის შემდეგ შეიძლება სრულიად შეიცვალონ ცხოვრების წესი, გარეგნობა და ხასიათიც კი. ჰორმონები სასწაულს ჩადიან, უფრო ზუსტად კი, იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ.
ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ განქორწინების მაჩვენებელი სტატისტიკურად ყველაზე მაღალია. წყვილი ხომ გარკვეული თავისებურებებისა და ჩვევების წყალობით ყალიბდება. ყველაფრის თავდაყირა დაყენების შემდეგ, მთელი სათუთი ბალანსი უბრალოდ ქრება. ადამიანები კი ამისთვის მზად არ არიან.
ქალები ორსულობის შემდეგ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემი შვილი პირველი იყო, ვინც მოხალისედ გამოცხადდა სამშობლოს დასაცავად. მე და ჩემი რძალი ვთხოვდით, რომ არ წასულიყო, მაგრამ ამან არ უშველა. ვერც ბავშვის ფაქტორმა ვერ შეძლო მისი გადარწმუნება. ჩემმა შვილმა თქვა, რომ იქ უნდა იმყოფებოდეს, ფრონტზე, რათა ვერაგი მტერი დამარცხდეს. ჩვენ მასზე გავლენის მოხდენა ვერ შევძელით.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, მე არ გამაჩნდა მორალური უფლება იმისა, რომ ჩემი რძალი ახალშობილ ბავშვთან ერთად მარტო დამეტოვებინა. ისინი ჩემთან წამოვიყვანე, ქალაქის ცენტრში. ამით მას ბინის ქირის დაზოგვაშიც დავეხმარე. ამასთანავე, ჩვენ ნათესავები ვართ და ერთად უნდა ვიდგეთ. ვერ ვიტყვი, რომ დედობრივ საკითხებში პროფესიონალი ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე, რომ ჩემი ჩემი შვილი წესიერ ადამიანად აღმეზარდა.
რადგან ბებია ვარ, არ იფიქროთ, რომ პენსიაზე ვარ და წინდებს ვქსოვ. არა, მე საკუთარი ბიზნესი მაქვს. დროთა განმავლობაში ის ნორმალურად განვითარდა და ახლა მე მყავს თანამშრომლები, გადასახადებს ვიხდი და მოკლედ, როგორც მინდა ისე ვცხოვრობ, საკუთარ რითმში. არ მიყვარს ტელევიზორის წინ დივანზე ჯდომა. მე უფრო ენერგიული საქმიანობა მომწონს. ამით მამაჩემს ვგავარ.
ახლა უფრო მარტივად წარმოიდგენთ, თუ როგორ გავწვალდი ჩემს რძალთან. თუმცა ეს დღემდე გრძელდება, ახლაც ვწვალობ. სხვათა შორის, მშობიარობამდე მასაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საკუთარი ბიზნესის წამოწყება. რჩევებს მეკითხებოდა, თავის იდეებს და ჩანაფიქრებს მიზიარებდა. მისი ზოგიერთი გეგმა ძალიან საინტერსოდ მომეჩვენა. მერე კი დამპყრობლები მოვიდნენ…
მოკლედ, ირა და ახალშობილი ჩემთან გადმოვიდნენ. მე მათ დიდი ოთახი დავუთმე. იმ ოთახში მოთავსდა ბავშვის ნივთები, საწოლი და კიდეც დარჩა დიდი ადგილი. რძალს ვთხოვე, რომ ჩემთვის პირდაპირ ეთქვა თუ რაიმე დასჭირდებოდა. რომ არ ყოფილიყო არავითარი საიდუმლო, მორცხვობა და რაღაცის უთქმელობა. მოვილაპარაკეთ, რომ ასე იქნებოდა. მაგრამ მერე…
ირა ენერგიული და მიზანდასახული ქალიდან, ნამდვილ კრუხად გადაიქცა. ის გასუქდა, ბავშვთან ხმამაღლა ლაპარაკი ჩვევად იქცია და ძალიან მძინარა გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორსულობის შემდეგ დაემართა. მე ხომ მას ადრეც ვიცნობდი. ის სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო.
ირას შევთავაზე, რომ შვებულებას ავიღებდი და ცოტა ხანს შვილიშვილთან ვიქნებოდი, ის კი შეძლებდა სამსახურში დაბრუნებას და ძველებურ რეჟიმში ჩადგომას. ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძებდა ამ მუდმივი ძილისგან. ირამ უარი მითხრა. მან თქვა, რომ ბავშვს დედა სჭირდება, მას კი სიამოვნებს სახლის საქმეების კეთება, ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება.
ვაღიარებ, ის შესანიშნავი დიასახლისია. სახლი ყოველთვის სუფთაა, სასიამოვნო სურნელი დგას. მაცივარი საკვებით არის სავსე და ამასთანავე, სამზარეულოში არავითარი სუნი არ დგას. მარტო რომ ვცხოვრობდი, სამზარეულოს თითქმის საერთოდ არ გამოვიყენებდი. მხოლოდ ყავას თუ მოვადუღებდი. ჩვენი სახლის პირველ სართულზე იაფი კაფეა, ასე რომ, იქ ვიკვებებოდი. ახლა კი სახლში იმდენი საჭმელია, რომ ვშიშობ მეც არ მოვიმატო წონაში.
მაგრამ მე მაინც მაღიზიანებს ეს ძილისგუდა ქალბატონი. ჩემი რძალი – კარგი ადამიანია, მე უბრალოდ მის ამ მდგომარეობას ვერ ვიტან. რძის გასაცხელებლად წავა, ჩაეძინება. ვსაუბრობთ, ხუთ წუთიანი სიჩუმე ჩამოდგება და უკვე სძინავს. ფილმს უყურებს, ბავშვი ხელში უჭირავს და ვხედავ, რომ თვალები დახუჭული აქვს. სხვათა შორის, ჩემი შვილიშვილი მის შემდეგ იძინებს. სამსახურიდან თუ დავბრუნდი და ვხედავ, რომ არ სძინავს, ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
ჩემს შვილს არც ისე ხშირად ველაპარაკები. ეს რამდენიმე წუთი მხოლოდ იმისთვის მყოფნის, რომ მისი ხმა გავიგონო და დავრწმუნდე, რომ კარგად არის. არ ვაპირებ ზედმეტი დროის იმისთვის დახარჯვას, რომ ვკითხო, ირა ყოველთვის ასეთი იყო, თუ მე დამეწყო ასაკობრივი მარაზმი. თუმცა პრობლემა ნამდვილად არსებობს.
შვილიშვილისთვის ძიძის მოყვანაც კი ვცადე, რათა რძალი ჩემთან ერთად სპორტდარბაზში ან იოგაზე წამოსულიყო. ვფიქრობდი, რომ ეს გამოაცოცხლებდა მას. სულ ასეთი მძინარე მზეთუნახავი ხომ არ უნდა იყოს, ზედმეტი წონით. ჩემმა რძალმა ამაზეც უარი განაცხადა. მან თქვა, რომ ამ ასაკში ბავშვი, რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს დედასთან. ასე საერთო ენერგეტიკა ყალიბდება, რაც ორივესთვის სასარგებლოა.
გასაგებია, რომ მას სახლიდან არავინ გააგდებს. გარდა ამისა, ის ჩემზე ბევრად უკეთესი დიასახლისია და ეს ალბათ ძალიან კარგია. მაგრამ მე მასში ჩემს მეგობარს ვხედავდი. ხასიათით ჩემს მსგავს ადამიანს, უზარმაზარი პოტენციალით. ვფიქრობდი, რომ ჩემი ქალიშვილივით მეყოლებოდა. ჩვენ ერთად დასასვენებლად ვივლიდით და ბიზნესისთვის საჭირო უამრავ ადამიანს გავაცნობდი.
ახლა კი ვუყურებ და ჩვეულებრივ ლოყაწითელ ქალს ვხედავ, რომელიც გაჭმევს, გასმევს და დასაძინებლად დაგაწვენს. სტაჟიანი დიასახლისი, პერსპექტივის გარეშე. ზოგიერთს ასეთი უხდება, ფსიქოლოგიურად და მორალურად. მაგრამ ჩემი ბიჭი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება და მე ეს ზუსტად ვიცი. რა მოხდება, როდესაც დაბრუნდება და აქ სრულიად უცხო ადამიანი დახვდება? მოღუშული, მძინარა და ძალიან, ძალიან პასიური?
მე ჩემი შვილისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. არც ჩემს რძალს მინდა ვაწყენინო. ვიცი, რომ სადღაც სულის სიღრმეში ის ისევ ისეთია, ახალგაზრდა და ენერგიული. მაგრამ როგორ გამოვაღვიძო, როგორ გავაგებინო, წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ დრო გავიდეს და ყველაფერი თავისით დალაგდეს? და თუ ასე არ მოხდება? არ მიყვარს უმიზეზოდ ნერვიულობა, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მხოლოდ იმედიღა დამრჩენია.